Daily Archives: July 15, 2010

ბოლო გამოცდა

დღეს ბოლო, ისტორიის გამოცდა მქონდა. ყველაზე მეტად მეშინოდა და მთელი ეს დღეები არაფერი ამიღია ხელში რომ გადამემეორებინა მაინც. მასწავლებელმა ტესტები მაწერინა და კატასტოფა იყო. მოკლედ, დიდი არაფრის იმედი არ მქონდა. გამოცდაზე რომ შევედი თითქმის ერთი საათი მქონდა დრო სანამ დაიწყებოდა. რომ ამბობდნენ მეგონა არაფერი მახსოვდაო და არაფერი ვიცოდიო ეგ დამემართა. ისე ვიყავი თითქოს ჩინური უნდა მეწერა. ტესტი რომ დამიდეს 40წუთში დავამთავრე. დამკვირვებელი არ მიშვებდა. დაჯექი და გადაამოწმეო. რაც დავწერე იმაზე მეტს ვეღარ დავწერდი. რო გადავამოწმე გადავასწორე რამდენიმე პასუხი და თანაც შეცდომით. მაგიტომ არ მიყვარს “გადახედვა” ასე რომ აუჩემებიათ.

შვიდი სახის დავალება იყო.

ტესტებში 15 დან 10–ს ველოდები.

ქრონოლოგია 9–იდან 7.

შესაბამისობის პოვნა 8–დან 5.

მრავალწერტილის შევსება 6–დან 5.

შეცდომის აღმოჩენა და გასწორება 20–დან 16.

წყაროს ანალიზი 12–დან 12.

რუკა 10–დან 8.

ეს ყველაფერი მინიმალურებია. სადღაც 63 ქულა გამომდის და კმაყოფილი ვარ. უარესებს ვიზავდი მეგონა. არ იყო ტესტი რთული, მაგრამ ძალიან იდიოტობა შეცდომები მაქვს. არაუშავს. შედეგი მგონი ნორმალური იქნება.

ხო კიდეც ინტერნეტში უნარების ტესტები და სწორი ვარიანტები დაიდო. გადავხედე და გუული გამისკდა. რომ დავთვალე სადღაც 46 ქულა გამომდის. საშინელებააააააა. იმედია არასწორად მახსოვდა და არასწორად დავთვალე. გული გამისკდება ესეთი ცოტა რომ ავიღო.

ვსო, დავამტავრე. ვისვენებ. წავედი დავიძინო

ვეღარ ვიქნები ისეთი, როგორც ადრე…

ვეღარ დავწერ ისე როგორ ადრე ვწერდი…

ვეღარ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს ისე როგორც ადრე…

ვეღარ ვიქნები ისე გულწრფელი როგორც ადრე…

ვეღარ ვიქნები ისეთი ემოციური როგორც ადრე…

ბლოგერების კონკურსმა დამღუპა. ბევრ ნაცნობს მივეცი ლინკი. ჩემს ცხოვრებაში შემოჭრის საშუალება მივეცი. ბევრნი არიან ძალიან.არ მინდა ყველა ნაცნობმა იცოდეს სინამდვილეში როგორი ვარ, რას ვმალავ და რას განვიცდი. მიყვარდა ბლოგი იმიტომ რომ მხოლოდ უცხოებს ვუზიარებდი ჩემს დარდს, სიხარულს, წუხილს და გრძნობებს.

ყოველი ახალი პოსტის წერისას უნდა ვიფიქრო ჩემი მეგობრები, ნაცნობები, კლასელები, ნათესავები როგორ გაიგებენ. რამე ხომ არ ეწყინებათ ან შთაბეჭდილება ხომ არ შეეცვლებათ. ძნელია. ვეღარ გავაგრძელებ ასე ჩემი “სამყაროს” შენებას.