Daily Archives: July 16, 2010

მხოლოდ შენთვის

შენს მიმართ რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს.ვერ აგიხსნი რა არის და როგორია. უბრალოდ შეგეჩვიე, შემიყვარდი. რაღაცნაირი ხარ. თბილი და უაზროდ მოსიყვარულე. შენთან საუბარიც კი მიყვარს.ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები.მთელი დღე შეიძლება სკაიპში გყარაულობდე როდის შემოხვალ. უცნაურია, უაზროც კი, მაგრამ ჩემად გთვლი. ხო, ჩემი ხარ. ჩემთის არ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ აღმიქვამ. კარგად თუ ცუდად. მეგობრად მთვლი თუ უბრალო ნაცნობად. რამდენიმე დღის წინ პოსტი დავწერე, არ მინდა იგივე გრძნობა და შეჩვევათქო მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.

რატომ შევეჩვიე ასე ძალიან?

პასუხი ამ კითხვაზე არასდრო მქონია.მითუმეტეს ეხლა.

უბრალოდ მოხდა და ვსო.

არა და როგორ არ მინდოდა…

იმიტომ კი არა რომ ის ცუდია, უბრალოდ მე ვარ ხოლმე ამ დროს საზიზღარი და აუტანელი.ნევრბის მომშლელი და ძნელია სულ ერთ ადამიანზე ფიქრი.

ადრესატი ვინაა???

ალბათ მიხვდება თუ წაიკითხავს და მინდა ისე გაიგოს როგორც არის და ეჭვიც კი არ შეეპაროს ჩემში.

მომენატრები…

გამიხსენე ხოლმე, ხანდახან მაინც.

პ.ს ნეტა როცა ვიღაც იმ ერთადერთი სიყვარულით შემიყვარდება როგორი გრძნობა მექნება?

პატარა დემეტრე

სულ რამდენიმე საათის, შეიძლება არც კი = ))

ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. უკვე მიყვარს.