Daily Archives: July 23, 2010

4 დღე ცივილიზაციის გარეშე

სულ რამდენიმე დღე ვიყავი წასული და საშინლად მომენატრა აქაურობა. ჩემი ბლოგი და პოსტების წერა მომენატრა.ერთი კვირით ჩამოვედი. 4 დღე ვიყავი მოშორებული ყველანაირ ცივილიზაციას და რას ვაკეთებდი ეს დღეები?

  • ვიღვიძებდი 10საათისთვის
  • ვსაუზმობდი
  • მივდიოდი ნათესავებტან სადაც  6 საშინლად ხმაურიანი ბავშვი იყო
  • ვკითხულობდი
  • ლუდს ვწრუპავდი
  • ვვახშმობდი
  • ვკიტხულობდი
  • ვიძინებდი

აი სულ ეს იყო. ერთხელ მდინარეზეც ვიყავი = ))

ხალხი ვაფშე არ იყო. მხოლოდ ორი ბიჭი იყო და ერთი საღამო მათთან ჭორაობაში და ლუდის წრუპვაში გავატარე. მოკლედ, საშინლად უინტერესო იყო. 2 წიგნი წავიკითხე. 1. თამაში ჭვავის ყანაში – და საშინლად მომინდა რომ მეც გამეტარებინა რამდენიმე მსგავსი დღე, როგორიც წიგნის პერსონაჟს ჰქონდა. 2. რა თქვა განსვენებულმა – თუ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ წაიკითხოთ. ერთი ამოსუნთქვით იკითხება ისეთი მაგარი რაღაც არის  =)