Daily Archives: July 24, 2010

მორიელი სექსის განსახიერებაა

მორიელი (ღრიანკალი) სექსის განსახიერებაა, მათ ნიშანს სქესობრივი ორგანოები განაგებს . მარსის აგრესიული ბუნების გამო ამ ნიშნის კაცებიც და ქალებიც უზარმაზარი სექსუალური მადისანი არიან აქ არავითარი მორალური შეზღუდვა არ არსებობს, რადგანაც ღრიანკალს სექსი ადამიანურ ურთიერთობათა დამოუკიდებელ სფეროდ მიაჩნია და, ამას გარდა, სექსი მათი ძალების აღდგენის საშუალებაა.
ზოგჯერ ღრიანკალი წარმოადგენს ფენიქსს, ზღაპრული სილამაზის მითიურ ფრინველს, რომელიც მრავალი ატასი წელი ცხოვრობდა არაბეთის უდაბნოში. ლეგენდის მიხედვით, მან ცეცხლში დაიწვა თავი, შემდეგ ფერფლიდან აღდგა, მრავალი წელი ისე იცოცხლა და ყველაფერი თავიდან გაიმეორა. აი ეს არის ღრიანკალის საიდუმლო სექსუალური ციკლი _იგი თავს იბუგავს აქტიური სექსუალური ცხოვრებით, რაც ყველა სხვა ნიშანს დაასუსტებდა; მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ კვლავ ახალგაზრდა და ახალი იმედებით აღსავსეა. შემდგომ ისინი ახალ ციკლს გადიან და კვლავ სურვილის ცეცხლი ეკიდებათ. მთელს ზოდიაქოში ღრიანკალი საყვარლად ყველაზე მეტად ფასობს. მას აქვს სათანადო გამოცდილება, რომელიც მარტო საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად კი არ გამოდგება, არამედ პარტნიორის საამებლადაც.” – მიყვარს ჩემი ზოდიაქო რა…

მსუქანი=კეთილს.

რატომღაც, ნებისმიერს რომ ჰკითხოთ რას ფიქრობენ მსუქან ადამიანებზე გეტყვიან რომ ისინი არიან: კეთილები, საყვარლები, გულჩვილები, გულთბილები, მხიარულები და რა ჩამოთვლის კიდევ.

მე მაინც ვერ ვხდები რა აძლეთ მათ საშუალებას რომ ეს იფიქრონ?

მსუქანი ადამიანიც ხომ ისეთივე ადამიანია? მასაც ხომ ისეთივე გარემოში უხდება ცხოვრება? ისიც ხომ იბოღმება და ბოროტდება, როგორც ნებისმიერი გამხდარი? მაშინ რატომ ითვლება ჭარბწონიანების 99% კეთილად და საყვარლად?

ყოველთვის ვცდილობდი ეს სტერეოტიპი დამემსხვრია და არასდროს ვყოფილიყავი ისეთი ადამიანი ზემოთ რომ ზედსართავები მაქვს ჩამოთვლილი. ხან გამომდიოდა, ხან არა. ხშირად უთქვამთ ჩემთვის ბოროტი ხარო, სწერვა ხარო… და ეს ყველაფერი სიამოვნებას მგვრიდა. იმიტომ რომ არ ვიყავი კეთილი და საყვარელი, როგორც დანარჩენი “ჩემი მსგავსები”. თუმცა მთლად არ გავბოროტებულვარ და ბოღმიანი ადამიანი არ გავმხდარვარ. ყოველთვის ვიცოდი სად უნდა გავჩერებულიყავი და ვისთან როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ამის გამო ხშირად ვსარგებლობდი სიმპატიებით და კარგი კონპლიმენტებით.

ადამიანის ხასიათის განზაზღვრა მისი წონით არ შეიძლება. არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისა რომ მსუქანი=კეთილს.