Daily Archives: July 25, 2010

ბლოგ ექსკურსია #4 (#1)

დღეს პირველად ბლოგერების ექსკურსიაზე ვიყავი.

მარშუტი: სამთავისი, სხვილოს ციხე.

თუმცა,სამთავისში არ შეგვიშვეს, საშიში ზონაა და პრობლემები შეგექმნებათო.იქვე ახლოს რუსები არიანო. გაწყდნენ ერთ დღეს! დამპლები! ვერ ვიტან რა! რა ჯანდაბა უნდათ ჩემს საქართველოში? ნორმალურად ვერ მივსულვარ იქ სადაც მინდა. საზიზღრები! ამის მერე ორი ვარიანტი გქვონდა: ქვათახევი და ზედაზენი, მაგრამ ზედაზენი გადაწყდა.

სანამ ეკლესიაში ავიდოთ გავჩერდით, წავიხემსეთ, ბურთით ვითამაშეთ, მაფიოზებიც დავხოცეთ. ამ დროს კი მწვანე მარიმ გაბოს რაღაც წამალი მისცა. იმის მერე მგონი ნორმალურად არც გაუღვიძია. ნახევრად მძინარე დადიოდა. დაშტერებულივით იყო 😀 ეკლესიაშიც ავედით, უუუულამაზესი ხედია. რამდენჯერაც არ უნდა ავიდე ყოველთვის გასაოცარი შეგრძნება მეუფლება. ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმიც იქვეა და შევლა გადავწყვითეთ. ბაღში შევედით, უკანალები ორი წამით ჩამოვდეთ სკამებზე და დაცვამ გამოგვაბუნძულა. ვიღაცეები მოდიან შესამოწმებლადოო… = (( დავითარსეთ რა.

მაგრამ მიუხედავად ამდენი გამობუნძულებისა მაინც არაჩვეუულებრივი დრო გავატარე მე პირადად = )) პირველი ექსკურსია იყო ჩემთვის და უუფრო ბევრი ხალხი მინდოდა რომ ყოფილიყო. ზოგმა გადაიფიქრა, ზოგს რაღაც საქმე გამოუჩნდა, ზოგმა ისე გვიღალატა მაგრამ მაინც მაგარი იყო.

მიყვარხართ ყველააააააა… სურათების ნახვა შეგიძლიათ ჩემს პირწიგნაკზე = )) რომელიც დროდადრო განხლდება ხოლმე, რადგან ყველა სურათის ერთად მოგროვება ვერ მოვახერხე ჯერჯერობით = ))