Daily Archives: July 29, 2010

როგორი უნდა იყოს მშობელი

ზურიუსის პოსტს ვკითხულობდი “თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით”.

მერე კომენტარებიც გადავიკითხე. ზოგმა უთხრა უმადური ხარო, ზოგმაც გაიზრდები გაგივლისო.

მერე ჩემი ერთ–ერთი პოსტი გამახსენდა მამაჩემზე, რომელიც ცოტა ხნის წინ წავშალე.

ეხლა კიდე იმაზე დავფიქრდი როგორი უნდა იყოს მშობელი.

ბავშვობიდან ყოველთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიყავი. არასდორს უკითხამთ ჩემთვის ჩემი ამბები. არ ეცალათ და იმიტომ. (არ ვწუწუნებ) არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი დედაჩემის ან მამაჩემის მეგობარი და ბაღიდან,სკოლიდან მისულს მომეყოლა რაღაცეები. პრინციპში არც მეკითხებოდნენ. ჩემი კლასელების უმეტესობა დედასთან მეგობრობს, იზრდება და მისნაირი ხდება. არ მომწონს.

ვთვლი რომ მე ინდივიდუალური ვარ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და გადაწყვეტილებებიც მე უნდა მივიღო. მე უნდა მოვიმტვრიო კისერი რომ კარგად დამამახსოვრდეს ეს “გაკვეთილი” და მომავალში აღარ გავიმეორო. არასდროს ვყოფილვარ შეზღუდული. ყოველთვის ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა. მენდობოდნენ, იცოდნენ ცუდს არ გავაკეტებდი.არ მესმის მშობლების რომლებიც შვილის მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. აკონტროლებენ და კუდში დასდევენ. ეუბნებიან ჯერ რომელი ფეხი უნდა გადადგას და მერე რომელი. ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს ყველაფრის გაკეთება. მგონია რომ მშობელს მხოლოდ რჩევის უფლება აქვს. ძნელია დედას დაუშალო შვილის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა როცა თავს იღუპავს მაგრამ მე არ ვარ მათი საკუთრება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემით უნდა განვლო ეს გზა. დღეს თუ დედა დამეხმარება, ხვალ მამა, ზეგ ვინ მიშველის როცა აღარ იქნებიან?

ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიო დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ისე უნდა აღზარდო რომ არ გეშინოდეს მისი მარტო დატოვება. თავიდანვე თუ არ ისწავლა ბარიერების გადალახვა და თუ დედა გადაულახავს როცა დიდი გაიზრდება დიდი ბარიერი ექნება და შეიძლება დედაც ვეღარ შესწვდეს.

მიეცი ბავშვს იმის უფლება რომ წაიქცეს, გადმოვარდეს ველოსიპედიდან და სახლში მოვიდეს დასისხლიანებული. სანაცვლოდ წკეპლით და ღრიალით არ უნდა შეხვდე.

მე არ ვსაყვედურობ დედას იმის გამო რომ დრო არ ჰქონდა ჩემთან საჭორაოდ. პირიქით, კმაყოფილიც კი ვარ. ასეთი გზით მივაღწიე იმას რაც დღეს ბევრს არ აქვს. მე თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ!

ხშირად მიფიქრია როგორი დედა ვიქნებითქო. შეიძლება ისეთი გავხდე როგორსაც ვაკრიტიკებ, შეიძლება იდეალურ მშობლადაც ჩამოვყალიბდე. მაგრამ ჩემთვის მთავარი არა გაზრდა არამედ აღზრდა იქნება. ვაფასებ ადამიანს შინაგანი სამყაროს მიხედვით, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნაჭამ–ნასვამი იქნება. ან ჩააბარებს თუ არა უმაღლესში და სახლში ედება დიპლომი როგორც უმეტესობას. მთავარია შევძლო მისი ადამიანად ჩამოყალიბება.

რამდენიმე საათია გახსნილი მაქვს “New Post”–ის ფანჯარა და არ ვიცი რა დავწერო. არა და სათქმელი და მოსაყოლი ბევრი მაქვს.

ბლოგი იმისთვის გავაკეთე, რომ თავისუფლად შემძლებოდა ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ ადამიანზე საუბარი. მათზე ვისაც ვიცნობდი მე და არ იცნობდით თქვენ, ჩემი მკითხველები.

როგორც ჩანს, ჯერ მაინც არ “მკიდია” ყველაფერი და ხალხის აზრი ასე თუ ისე მაინც მნიშვნელოვანია. თუმცა არა. ხალხის აზრს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ჯერ არ მინდა, ან არ არის საჭირო ალბათ ამაზე ლაპარაკი.ჯერ მეთვითონაც ვერ გამიგია რა მინდა.