როგორი უნდა იყოს მშობელი

ზურიუსის პოსტს ვკითხულობდი “თუ შვილს მხოლოდ საკვებითა და განათლებით უზრუნველსაყოფად აჩენთ, მაშინ ძაღლის სახელი დაარქვით”.

მერე კომენტარებიც გადავიკითხე. ზოგმა უთხრა უმადური ხარო, ზოგმაც გაიზრდები გაგივლისო.

მერე ჩემი ერთ–ერთი პოსტი გამახსენდა მამაჩემზე, რომელიც ცოტა ხნის წინ წავშალე.

ეხლა კიდე იმაზე დავფიქრდი როგორი უნდა იყოს მშობელი.

ბავშვობიდან ყოველთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი ვიყავი. არასდორს უკითხამთ ჩემთვის ჩემი ამბები. არ ეცალათ და იმიტომ. (არ ვწუწუნებ) არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი დედაჩემის ან მამაჩემის მეგობარი და ბაღიდან,სკოლიდან მისულს მომეყოლა რაღაცეები. პრინციპში არც მეკითხებოდნენ. ჩემი კლასელების უმეტესობა დედასთან მეგობრობს, იზრდება და მისნაირი ხდება. არ მომწონს.

ვთვლი რომ მე ინდივიდუალური ვარ. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და გადაწყვეტილებებიც მე უნდა მივიღო. მე უნდა მოვიმტვრიო კისერი რომ კარგად დამამახსოვრდეს ეს “გაკვეთილი” და მომავალში აღარ გავიმეორო. არასდროს ვყოფილვარ შეზღუდული. ყოველთვის ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა. მენდობოდნენ, იცოდნენ ცუდს არ გავაკეტებდი.არ მესმის მშობლების რომლებიც შვილის მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. აკონტროლებენ და კუდში დასდევენ. ეუბნებიან ჯერ რომელი ფეხი უნდა გადადგას და მერე რომელი. ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს ყველაფრის გაკეთება. მგონია რომ მშობელს მხოლოდ რჩევის უფლება აქვს. ძნელია დედას დაუშალო შვილის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა როცა თავს იღუპავს მაგრამ მე არ ვარ მათი საკუთრება. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და ჩემით უნდა განვლო ეს გზა. დღეს თუ დედა დამეხმარება, ხვალ მამა, ზეგ ვინ მიშველის როცა აღარ იქნებიან?

ბავშვი პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიო დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ისე უნდა აღზარდო რომ არ გეშინოდეს მისი მარტო დატოვება. თავიდანვე თუ არ ისწავლა ბარიერების გადალახვა და თუ დედა გადაულახავს როცა დიდი გაიზრდება დიდი ბარიერი ექნება და შეიძლება დედაც ვეღარ შესწვდეს.

მიეცი ბავშვს იმის უფლება რომ წაიქცეს, გადმოვარდეს ველოსიპედიდან და სახლში მოვიდეს დასისხლიანებული. სანაცვლოდ წკეპლით და ღრიალით არ უნდა შეხვდე.

მე არ ვსაყვედურობ დედას იმის გამო რომ დრო არ ჰქონდა ჩემთან საჭორაოდ. პირიქით, კმაყოფილიც კი ვარ. ასეთი გზით მივაღწიე იმას რაც დღეს ბევრს არ აქვს. მე თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამიანი ვარ!

ხშირად მიფიქრია როგორი დედა ვიქნებითქო. შეიძლება ისეთი გავხდე როგორსაც ვაკრიტიკებ, შეიძლება იდეალურ მშობლადაც ჩამოვყალიბდე. მაგრამ ჩემთვის მთავარი არა გაზრდა არამედ აღზრდა იქნება. ვაფასებ ადამიანს შინაგანი სამყაროს მიხედვით, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ნაჭამ–ნასვამი იქნება. ან ჩააბარებს თუ არა უმაღლესში და სახლში ედება დიპლომი როგორც უმეტესობას. მთავარია შევძლო მისი ადამიანად ჩამოყალიბება.

12 thoughts on “როგორი უნდა იყოს მშობელი

  1. wasp

    mshoblebtn arachveulebrivi urtiertoba maqvs….dedastan upro gansakutrebuli,mainc qalia…megobrebic vart magram es imas ar nishnavs rom me damoukidebeli da tavisupali ar var…shezgudva ar migvrdznia arasros matgan, axla xom gansakutrebit, patara ar var,,,yoveltvis tavisuplad var…roca minda mivdivar,movdivar…..ar mekitxebian ratom,sad..vistan ertd mivdivar….ubralod me veubnebi yoveltvis radgan es elementaruli yuradgebaa mshoblebis mimart,,,,rom ar inerviulon magalitad….chems piraduls me vwyvet tavad….yoveltvis meubnebiar rchevebs,magram imasac amateben…me gitxari da shen rogorc ginda ise gadawyvite…tyupiscali da myavs…isic asevea…mitumetes rom ertad gavizardet…me magalitad meamayeba rom aseti mshoblebi myavs…da chems dzmasac dzalian damoukideblad vzrdit…is tavisupali unda iyos…tumca sadaveebi xelidan ar unda gaushva mshobelma arasdros bavshis agzrdashi…miushvi iyos damoukidebeli,tavisupali magram qondes ganatleba,kultura da xalxis pativiscema….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად. მეც მასე ვარ იმ განსხვავებით რომ დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. დრო არ გვაქვს.
      ჩემს ძმაზე არ დავფიქრებულვარ როცა ამას ვწერდი…
      პატარაა. სხვაობა 7–წელია და მამას არის მიკედლებული. როცა გიორგის ვუსმენ მგონია მამაჩემი საუბროსთქო და საშინლად მაღიზიანებს. იგრძნობა მისი გავლენა. შეიძლება ჯერ პატარაა 11–წლის და უბრალოდ ამიტმ აქვს მამაჩემის ნაირი აზრები და შეხედულებები მაგრამ ეჭვი მეპრება რომ რამდენიმე წელში შეეცვალოს

      Reply
  2. Mari

    ეხლა ვიბნევი…
    ხანდახან ვფიქრობ რომ დედაჩემი ცემი ყველაზე ახლო დაქალია. ხან მგონია რომ საერთოდ არ ესმის ჩემი. ხან კიდე მგონია რომ დედაჩემი ბებიაჩემია😀 (როცა ჩხუბი მოგვდის) მოკლედ, არაფერს არ ვერჩი მე დედაჩემს. ისედაც არ ვიმსახურებ იმ ყველაფერს, რასაც მიკეთებს და საპრეტენზიოც არაფერი მაქვს😛

    Reply
  3. მარი

    es posti waakitxet ra dedachems.😀 martalia dedachemi me arasodes ar miqmnis problemebs.xandaxan manebivrebs kidec…magram me mainc vcdilob damoukidebeli viyo.

    Reply
  4. okey

    აი ამ წუთას როგორი 100%ით არ გეთანხმები რო იცოდე😀
    რას ქვია გაზარდო დამოუკიდებელი?
    უნდა მოვიდეს დასისხლიანებული?
    შენი აზრით ეს ასწავლის ადამიანის თუ რა არის ცხოვრება?
    მე გინდა გითხრა რა მასწავლეს სახლში? როდესაც არ უნდა გამიჭირდეს და რაზეც არ უნდა გამიჭირდეს – სახლი არის ადგილი სადაც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებენ ჩემ დასახმარებლად.
    აქ ფასეულობებზეა რა საუბარი… ჩემთვის არ არის ფასეული ისეთი ფაქტი როგორიცაა “ყველგან ვუშვებ” “არ მაინტერესებს,დამოუკიდებელია” და.ა.შ ჩემ შვილს ეგრე ნამდვილად არ აღვზრდი. ყველაფერს გავუკეთებ რაც შემეძლება და არ შემეძლება, იმიტო რო ჩემი ვალია და ვალდებულება რომ ჩემი შვილი, რომლის დედამიწაზე გაჩენაშიც უშუალო მონაწილეობა მივიღე, მივიყვანო და დავაყენო სწორ გზაზე. 10 წლის ბავშვს თავისუფლებას რო მისცემ შეიძება 10000 უაზრობა გააკეთოს, როგორმე უფრო მეცოდინება რა გამოადგება და რა არა ამ ცხოვრებაში…
    იცი რას გეტყვი, ჩემ შვილს ისე გავზრდი და ისე მოვეპყრობი რომ როდესაც გაუჭირდება, ეცოდინება რომ მე გვერდში ვედგები.
    თავისუფლება და დამოუკიდებლობა კიდე პატარა ბავშვის დაღუპვის უმარტივესი გზა არის. ჩემ შვილს გინდა გითხრა რას ვასწავლი? რომ ყველაფერს, თუნდაც თავისუფლებას – სჭირდება დამსახურება და რომ უბრძოლველად და მონდომების გარეშე ეგეც არ მიიღწევა და იმასაც ვასწავლი კიდე რო თავისუფლება უკაცრავად და თავზე გადა*!&@ს არ ნიშნავს არანაირად.
    მოკლედ ბევრი რამე არის, მაგრამ შვილი რო მეყოლება პროსტა თუ მივუშვა…
    ცხოვრებითაც დავინტერესდები
    დაველაპარაკები კიდეც
    გავუგებ კიდეც
    და როცა საჭირო იქნება მკაცრიც ვიქნები
    იმიტო რო მე რო მივუშვა და მერე იმისგან ადამიანი ვერ დადგეს ნორმალური, ჩემ თავს არასოდეს ვაპატიებ…
    ასე რომ ნუ შეხედავ რა ნათია ამას ესე ზედაპირულად რო მიუშვი და ეგაა…
    ერთი კარგად დაფიქრდი რამხელა პასუხისმგელობაა როდესაც ის, მისი აწმყო და მომავალი შენს ხელებშია…

    Reply
  5. sunwaited

    მძღნერის ჭამა აუცილებელი არაა, რომ გაიგო რომ მძღნერი უგემურია.

    ჩემ შვილს თვითონ ვასწავლი რისი ჭამა შეიძლება და რისი – არა.

    ისევ ეს მირჩევნია, ვიდრე თავისუფლება მივცე და მერე მძ#$%ის ჭამა ისწავლოს

    Reply
  6. siyvarulovna Post author

    ვაიმე ერეკლეეეეეეეე😐
    რა აღშფოთდი და გადამერიე?
    თავიდან ვილაპარაკო ყველაფერზე? ეხლა მისმინე…
    მე არ ვამბობ რომ 10 წლის ბავშვი უნდა დაიკიდო და მიუშვა თავის ნებაზე.
    მე არ ვამბობ რომ როცა დასჭირდები არ უნდა დაუდგე გვერდზე.
    მე არ ვამბობ, რომ სახლი ეს ის ადგილია საიდანაც უნდა გაიქცე.
    მე არ ვამბობ რომ ტავისუფლება ეს თავზე გადაჯმაა.
    მე არ ვამბობ რომ ცხოვრებაში მძღნერის ჭამა აუცილებელია რომ მიხვდე რა არ შეიძლება.
    მე არ ვამბობ რომ შვილი უნდა დაიკიდო და მოიხადო ყოველგვარი პასუხისმგებლობა.
    მე არ ვსაუბრობ აქ ბავშვებზე.
    მე ვსაუბრობ აქ უკვე საკმაოდ დიდ ბავშვებზე, მათზე რომლებსაც აქვთ უნარი და აზროვნება საკმარისი იმისა რომ გაარჩიონ ცუდი და კარგი. აქვთ უნარი იმისა რომ აირჩიონ რომელი გზით უნდათ სიარული. მე მაქვს საუბარი აქ ისეთ “ზრდასრულ” ადამიანებზე რომლებსაც დედიკო უწყვეტავს ყველაფერს: დილით რომელზე უნდა ადგეს, რა ცაიცვას, თმა როგორ დაივარცხნოს, რა ჭამოს, რომელზე გავიდეს სახლიდან, აკონტროლოს და კუდში სდიოს და ათასი უბედურება რაც ზოგადად ქართველ დედებს და მშობლებს სჭირთ.
    როდესაც 10 წლის ბავშვს მიაჩვევ დამოუკიდებლად ცხოვრებას (არ ნიშნავს ეს შვილზე ხელის აღებას), მიაჩვევ დამოუკიდებლად წინააღმდეგობების გადალახვას, როცა საჭირო იქნება მხოლოდ მაშინ დაეხმარები და არა როცა ამას ჩათვლი საჭიროდ, როცა აღზრდი ჩამოყალიბებულ პიროვნებას და ადამიანს როცა ასწავლი ნელ–ნელა და ეტაპობრივად ყველაფერს და მისცემ საშუალებას ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე და არა შენსაზე მაშინ უკვე 15–18 წლის “ბავშვებს” აღარ დასჭირდებათ დედიკოები.
    გამიგე რისი თქმა მინდოდა?

    Reply
    1. knuti

      ამ კომენტარში ყველაზე მეტად ნერვებისმომშლელი იყო “მე არ ვიძახი”. ნათ, არ გეპატიება ამხელა შეცდომა😐
      “ვიძახი” რა უბდეურებაა.

      Reply
  7. okey

    18 წელს გადაცილებულებზე არ ვიცი და 14–15 წლის ბავშვს არ აქვს იმდენი აზროვნება რო თავისით გაიკვალოს ამ ცხოვრებაში თავისი გზა…
    ტაკ შტო სისულელეა
    18 წლის მერეც რო კონტროლზე ყავთ აყვანილი ეგ სხვა პრობლემაა და სხვა საქმე…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s