Daily Archives: July 30, 2010

გვანცა

დღეს უკვე 30 ივლისია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს დაბადების დღე აქვს. 19–წლის გახდა. დამიბერდააა ჩემი ჩურჩუტიიიიიი :* :*

დიდი ხანია ვიცნობ.თითქმის ბავშვობიდან. მას შემდეგ რაც სოფელში პირველად დავისვენე. ჩემი ნათესავიაა, აი ყვავი ჩხიკვის მამიდაო რომ იტყვიან ისეთი. ამიტომ  მეგობრად მოვიხსენიებ ხოლმე. ძალიან მიყვარს. ყველა დანარჩენი მეგობრისგან განსხვავებულია. დინჯი და წყნარი. ერთი ნერვი არ აუტოკდება ხოლმე. ნუ ჯერჯერობით. არ მახსოვს რომ გვეჩხუბოს 😐

მთელი წლის განმავლობაში 2–კვირა ვნახულობ ხოლმე. მხოლოდ ზაფხულში = (( აქვე ცხოვრობს, რუსთავში, მაგრამ რატომღაც არ მივდიმოვდივართ ერთმანეთთან. ძალიან მიყვაააააააარს ჩემი დედაბერიიიიიიიი :****

მენატრებაააააა, სულ მალე ვნახავ ალბათ 1–კვირაში ან 10–დღეში.

ჰე,შემომიერთდით და მიულოცეთ დაბერება და წარმატებით ჩაბარება უსურვეთ :***

მეშინია სიკვდილის

ყოველთვის ვიძახდი არაფრის მეშინიათქო.

ამ ბოლო დროს სიკვდილმა დამაფრთხო.

მეშინია.

მეშინია იმისი რაც სიკვდილის მერე იქნება. მეშინია იმისიც რაც აქ დარჩება ჩემს გარეშე. სულ მარტო ვიქნები. ყველასგან და ყველაფრისგან შორს.

არ იცი როდის დაგეწევა “სიკვდილი ცელით”, არ იცი როდის აღმართავს შენზე იმ ცელს და როდის გაგისტუმრეს საიქიოს.

დღეს ბევრ რამეს ვგეგმავ. თუნდაც უაზრობებს და მოულოდნელად შეიძლება არ დამცალდეს ამ ყველაფრის გაკეთება და თქმა.

სიტყვაძუნწი ვარ მაშინ როდესაც საქმე გრძნობებს ეხება. არ მიყვარს გამოხატვა იმისი რასაც ვგრძნობ. ვერც გამოვხატავ, ვერც საქციელით ვერც სიტყვებით. ალბათ ერთადერთი თვალები გამცემენ ხოლმე.

დღეს დავფიქრდი და თუნდაც იმას მაინც მივხვდი, რომ იმ ხალხს, ვინც მიყვარს, ხშირად უნდა ვუმეორო ეს სიტყვები.

მე თქვენ მიყვარხართ!

ძალიან მიყვარხართ.

როცა ხშირად ეტყვი შენს საყვარელ ადამიანს თბილ სიტყვებს, მაშინ სინანულის  გრძნობა აღარ დაგრჩება როცა აქედან წახვალ. აღარ ინანებ ერთით მეტჯერ რატომ არ უთხარი მას რომ გიყვარს, რომ შენთვის ძვირფასია.

არ მინდა რამე ვინანო.არ მინდა რამე დამრჩეს გასაკეთებელი ან სათქმელი. მიყვარს სიცოცხლე. მიყვარს ის ყველაფერი რაც აქ არის, მიყვარს ყველა ვინც აქ მყავს და არ მინდა მათი დაკარგვა.

სიკვდილის მეშინია. ის მაშორებს იმ ხალხს ვისთვისაც ვცხოვრობდი, ვინც ჩემთვის ძვირფასია.