მეშინია სიკვდილის

ყოველთვის ვიძახდი არაფრის მეშინიათქო.

ამ ბოლო დროს სიკვდილმა დამაფრთხო.

მეშინია.

მეშინია იმისი რაც სიკვდილის მერე იქნება. მეშინია იმისიც რაც აქ დარჩება ჩემს გარეშე. სულ მარტო ვიქნები. ყველასგან და ყველაფრისგან შორს.

არ იცი როდის დაგეწევა “სიკვდილი ცელით”, არ იცი როდის აღმართავს შენზე იმ ცელს და როდის გაგისტუმრეს საიქიოს.

დღეს ბევრ რამეს ვგეგმავ. თუნდაც უაზრობებს და მოულოდნელად შეიძლება არ დამცალდეს ამ ყველაფრის გაკეთება და თქმა.

სიტყვაძუნწი ვარ მაშინ როდესაც საქმე გრძნობებს ეხება. არ მიყვარს გამოხატვა იმისი რასაც ვგრძნობ. ვერც გამოვხატავ, ვერც საქციელით ვერც სიტყვებით. ალბათ ერთადერთი თვალები გამცემენ ხოლმე.

დღეს დავფიქრდი და თუნდაც იმას მაინც მივხვდი, რომ იმ ხალხს, ვინც მიყვარს, ხშირად უნდა ვუმეორო ეს სიტყვები.

მე თქვენ მიყვარხართ!

ძალიან მიყვარხართ.

როცა ხშირად ეტყვი შენს საყვარელ ადამიანს თბილ სიტყვებს, მაშინ სინანულის  გრძნობა აღარ დაგრჩება როცა აქედან წახვალ. აღარ ინანებ ერთით მეტჯერ რატომ არ უთხარი მას რომ გიყვარს, რომ შენთვის ძვირფასია.

არ მინდა რამე ვინანო.არ მინდა რამე დამრჩეს გასაკეთებელი ან სათქმელი. მიყვარს სიცოცხლე. მიყვარს ის ყველაფერი რაც აქ არის, მიყვარს ყველა ვინც აქ მყავს და არ მინდა მათი დაკარგვა.

სიკვდილის მეშინია. ის მაშორებს იმ ხალხს ვისთვისაც ვცხოვრობდი, ვინც ჩემთვის ძვირფასია.

7 thoughts on “მეშინია სიკვდილის

  1. mwvanevashli

    50-60 წლის შემდეგ ვეღარ შეძლებდი ამის დაწერა. არა იმიტომ, რომ ცოცხალი აღარ იქნებოდი, მაშინ უკვე შეგეშინდება ამ თემაზე წერისაც კი. დღეს კი ლაღი ხარ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეხლაც მეშინია. მაგრამ მაშინ უფრო შემეშინდებოდა. იმიტომ რომ ახლოს იქნებოდა. გაცილებით ახლოს ვიდრე ეხლა არის.
      დამპალი ეგ!
      საერთოდ რა უნდა რას მოითხოვს ეს სიკვდილი😀

      Reply
  2. tina

    ნუ ფიქრობთ სიკვდილზე თქვენ ამისთვის ძალიან ახალგაზრდა ხართ!
    მე მის სიახლოვეს ვგრძნობ,მაგრამ მაინც არ ვფიქრობ სიკვდილზე, რადგან ბევრი კარგი რამეა ცხოვრებაში საფიქრალი და მასზე ფიქრს არ დავეტანჯინები,ისევ მან იფიქროს, რომ ყველას გვძულს! გაუმარჯოს სიცოცხლეს!

    Reply
  3. Mari

    სიკვდილის ორი რამის გამო მეშინია.
    1. არ მინდა გული ვატკინო იმ ადამიანებს ვისაც ვუყვარვარ.
    2. არ მინდა გავახარო ის ხალხი, ვისაც შეიძლება ჩემი სიკვდილი უხაროდეს.

    საერთოდაც, გასაკეთებელი კიდევ ბევრი მაქვს რა…😀

    Reply
  4. nastinka9

    მე კი ჯერ იმიტომ მეშინია სიკვდილის და არც მინდა…. არ მინდა შუა ოთახსში ვიწვე და ჩემს გარშემო ხალხი საპატიო წრეს არტყამდნენ( გასვენებას ვგულისხმობ)როგორია შენ მოკვდი(,ისიც არ გყოპნის? ) ისინი კი გარშემო დაგტრიალებენ…მგონი სასაცილოც გამომივიდა ეგ თქვენი სიკვდილი….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და ყოველი სტუმრის მოსვლაზე ახლიდან რომ იწყება ტირილი და გლოვა

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s