Daily Archives: July 31, 2010

გმადლობთ

ჩემი ამბის მოყოლა მინდა.

ასჯერ დავიწყე და წავშალე პირველი წინადადება.

არ ვიცი როგორ ვთქვა. პირდაპირ ვერ ვიტყვი, ირიბად არ გამომდის, სულ რომ არ ვთქვა ეგეც არ მინდა.

მოკლედ, ერთ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ თავი ისევ საინტერესოდ მაგრძნობინა. ორ დღიანი თუ რამდენიმე საათიანი ურთიერთობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ბევრი რამ აღმომეჩინა საკუთარ თავში. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მსგავსი ურთიერთობების, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი და არ ვნანობ. ბოლოს მითხრა ვწუხვარ რომ ასე მოხდაო… მე არ ვწუხვარ. წინასწარ ვიცოდი როგორ დამთავრდებოდა, უფრო სწორად რომ არც გაგრძელდებოდა. შესაბამისად სამწუხარო არაფერია. სჯობს ეხლავე მომხდარიყო ვიდრე გვიან და სულ დამეკარგა. ეხლა კი აღარ დავკარგავ.ვიცი გამომივა მეგობრობა რადგან ზედმეტს არასდროს ველოდებოდი.არ ვარ ნაწყენი, არც გული მაქვს ნატკენი. კარგად ვარ.