Monthly Archives: August 2010

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება

არა ერთხელ გამიგონია ყველაზე დიდი სულელური ფრაზა: “ქალები/კაცები ყველანი ერთნაირები არიან”

არ არიან ერთნაირები. არ აქვთ ერთნაირი მიზნები, ხასიათი, გემოვნება.

რატომ ხდება რომ როდესაც ბიჭი აწყენინებს გოგოს ძმაკაცი ამშვიდებს “დაწყნარდი ეგენი ყველანი ერთნაირები არიანო,  “გვერდზე ოთახში” კი გოგოს დაქალი ბობოქრობს “ყველა ბიჭი ერთნაირი ნაძირალაო”.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.

ჩემი თავით ვიმსჯელებ და უამრავ განსხვავებულ თვისებას და სურვილს ჩამოვთვლი, რომელიც  გოგონების უმეტესობას თავში აზრად გავლებულიც არ ექნება.

  • საკმაოდ დიდი ხანია ოცნებად მაქვს ქცეული, რომ რამდენიმე დღით მაინც მოვხვდე ციხეში (ქალთა კოლონიაში). საშინლად მაინტერესებს მათი ყოფა, ცხოვრების სტილი, გრძნობები და სიტუაცია. შორიდან ყველაფერი არც ისე ძნელია, მაგრამ არავინ არ ვიცით (თუ არ ხარ ნამყოფი) რა ხდება შიგნით. მე კიდევ სწორედ ამის სურვილი მაქვს. და ძალიან დიდი იმედიც, რომ ამ სურვილს ავიხდენ და მინიმუმ 1–კვირა გავატარებ იმ ხალხთან
  • მინდა რომ გავიჭედო მეტროში, ჩაქვრეს შუქი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვაგონი იქნება შუა გვირაბში. ოღონდ ცოტა ხნით.
  • მინდა შუა ზღვაში გემით ყოფნის დროს ამოვარდეს ქარიშხალი და მოვყვე საშინელ ღელვაში. ოღონდ არ მოვკვდე!
  • მინდა და აუცილებლად ავისრულებ რამდენიმე დღიან დასვენებას მაინც ამსტერდამში. ოცნების ქალაქია. ეს ის ადგილია, რასაც მოისურვებ ყველაფერი რომ არის. ხო და მეც “იმ ყველაფრისთვის” მინდა წასვლა.
  • შვილის გულისთვის დავთმობ კარიერას. ეს ისეთი რაღაცაა, რაც დღეს რატომღაც უკვირთ. ბევრისთვის ჯერ კარიერაა და მერე ოჯახი. ჩემთვის ჯერ შვილი, ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი
  • არ ვდგევარ სარკესთან ნახევარი საათი. არ ვბურღავ ტვინს კიტხვით “რა ჩავიცვა?”
  • როდესაც მომწონს ბიჭი ვეუბნები პირდაპირ. ვთვლი რომ ამისათვის იაზვობა და ზედმეტი თავის დაფასება არ არის საჭირო.
  • არ მწყინს და არ მიკვირს ისეთი რაღაცეები რაც გოგონების უმეტესობას.
  • შეყვარებულთან დაცილების შემდეგ არ დავიწყებ “ყოფილის” ლანძღვას, აბუჩად აგდებას და იმის ძახილს რომ მე ის მაინც არ მიყვარდა.
  • ძალიან არ მაინტერესებს ხალხის აზრი. აი, საერთოდ არავისი. ოჯახის წევრისაც კი. მთავარია მე მომწონს. არ მანაღვლებს რას ფიქრობენ ჩემზე. როდესაც ამას ვამბობ არ სჯერათ. ბოლომდე “ფეხებზე მკიდია” ვერ იქნებიო. არა და ვარ. მართლა საერთოდ არ მაინტერესებს.
  • პარიზი არ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან და არც ეიფელის კოშკზე კოცნაზე ვოცნებობ.
  • თავის გადაპარსვა მინდა

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ მივეკუთვნები “ეგენი ყველანი ერთნაირები არიან”–ს კატეგორიას. ხომ წაიკითხეთ, რომ აბსოლიტურად განსხვავებული ვარ? თანაც ეს მცირედია ჩემი განსხვავებულობისა. რამდენია კიდევ ჩემნაირი, ვისაც სრულიად სხვა და სხვა “წვეტიანი” აზრები აწუხებს? ალბათ ათასობით. ხო და მეგობრები,  ნუღარ იტყვით რომ ყველანი ერთნაირები არიანო.

რატომ მიყვარს რუსთავი

ერთადერთი ადგილი (თბილისის გარდა), სადაც ვიცხოვრებდი ეს რუსთავია.

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს.

პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი – იქ გვანცა ცხოვრობს.

თბილისთან სიახლოვის მიუხედავად (თბილისიდან 10კმ.–ში), რუსთავი აბსოლიტურად განსხვავებულია. სულ სხვანაირი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. გაცილებით თბილები და ბევრად უფრო მეგობრულები არიან ვიდრე თბილისელები. რომ შეადაროთ როგორ ექცევიან ერთმანეთს ბიჭები და თუნდაც გოგოები ბევრს შეიძლება შეშურდეს კიდეც.

არც ისე დიდიხანია რაც ეს ქალაქი აშენდა. პირველი მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული ხალხი იყო, რომლებიც დაასაქმეს მეტალურგიულ ქარხანაში და მისცეს საცხოვრებელი ადგილები. შეიძლება სწორედ სოფლიდან ჩამოსული ხალხის უერთიერთ სიყვარული და რა თქმა უნდა ბევრად თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან გახდა საწინდარი და წინაპირობა იმისა, რომ დღეს მათი შთამომავლობა ბევრად კარგ პიროვნებებად არიან აღზრდილები, ვიდრე თბილისის ნებისმიერ უბანში.

მოკლედ, ხალხით და მაცხოვრებლებით ვარ აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა ცუდი ყველგან არის, მათ შორის რუსთავშიც, მაგრამ მთლიანი ფონი ბევრად დადებითია თბილისთან შედარებით.

ტერიტორიულად რუსთავი (ახალი) ძალიან ცუდ ადგილას არის გაშენებული, ფაქტიურად მინდორზე. ამიტომ, ზაფხულობით მრავლად არიან ქვეწარმავლები.  ნაკლებობაა ხეების, და ზოგადად ბუნების. უფრო სწორედ, ჯერ არ არიან სათანადოდ გაზრდილები. ასევე ნაკლებობაა გასართობი ადგილების, საღამოთი მხოლოდ “მეგობრობის პარკში” (მგონი ესე ქვია,ან მეშლება) სეირნობით უნდა დაკმაყოფილდე. თუმცა დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში სრულყოფილ ქალაქად ჩამოყალიბდა.

მე მიყვარს რუსთავი.

პ.ს მიყვარს,მენატრება,მჭირდება და მეც მახსოვს

გქონიათ შემთხვევა როდესაც რაღაცის გაკეთება გსურთ, მაგრამ არ აკეთებთ და არც ფიქრობთ გაკეთებაზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვით არ გავაკეთებო? – მაშინ მომიჯექით გვერდზე, მეც თქვენნაირი ვარ.

რომ ვიცოდე ვდებილობ, ვბავშვობ, ვირივით ვჯიუტობ, უსამართლოდ ვიქცევი და ეს ყველაფერი ერთ მთლიან ალიაქოთს ქმნიდეს, მაინც არ გავაკეთებ იმას რაზეც ვთქვი არ ვიზამ–მეთქი.

ცხელ გულზე ყველაფრის თქმა ადვილია, შესრულება ძნელი.

ყველაფერი ადვილად მწყინს, ყველაფერი მიმაქვს გულთან. ისიც კი რაც მე არ მეხება და ჩემი საქმე არ არის. მწყინს ადვილად, ვპატიობ ადვილად. მაგრამ ეხლა მიჭირს. რომ ყოფილიყო რიგითი ნაცნობი გულთან ახლოსაც არ მივიტანდი, მაგრამ იმისგან ვინც მიყვარს ყველაფერი გაასმაგებული მეჩვენება + ამას დამატებული ეგოისტური ხასიათი და გამოვიდა რომ არ შევურიგდები.

უაზრო პრინციპეპის შესრულება და ჯიუტი ხასიაი ძვალში აქვს გამჯდარიო რომ იტყვიან ისე მაქვს მეც. თუ პრინციპულად მივიჩნიე რამე, მოვკვდები და არ გადავუხვევ.

საერთოდ ჯიუტი ხასიათი მგონი ყველა ქართველის დამახასიათებელი თვისებაა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო ზუსტად ჩემზეა ნათქვამი 😐  ერთხელაც იქნება გამიტყდება ეს თავი და დავრჩები გაღიმებული 😐

პ.ს მიყვარს, მენატრება, მჭირდება და მეც მახსოვს. მაგრამ ნაწყენი ვარ = )) და მისი თავი მაქვს დაფიცებული რომ თუ რაღაცა და რაღაცა ხმას არ გავცემდი. ხო და ვჯიუტობ და ვარ 😐

მე მიყვარს ლექსები,რომლებსაც მალავენ.

ყოველთვის მჯეროდა რომ ადამიანები არ არიან ისეთები როგორებადაც მოაქვთ თავი. მათი შინაგანი სამყარო ბევრად უფრო “წმინდაა”, ან “ბინძური”. სულ სხვა სამყაროს იტოვებენ თავისთვის და სულ სხვას გვანახებენ ჩვენ. ძნელია ჩასწვდე და “შეისწავლო” ის სამყარო, რომელსაც გიმალავენ. მაგრამ არა შეუძლებელი. ვთვლი, რომ ერთადერთი გზა რისი საშუალებითაც შეძლებ რომელიმე ადამიანის “დამალული ბუნების” დანახვას ხელოვნებაა. უფრო ზუსტად კი ლექსები. ლექსები – სადაც აქსოვენ თავიანთ სულს, გრძნობებს, ოცნებებს, ნატვრას და ყველაფერს რაც გააჩნიათ. აქსოვენ რაც სტკივათ, რაც უხარიათ, რაც აცოცხლებთ, აქსოვენ იმას რაც არიან სინამდვილეში. არ “თაღლითობენ” ლექსის წერის დროს, არ არიან ისინი ყალბები. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინ თუ არ იწერება ლექსი ხალხისთვის, მასისთვის, ბრბოსთვის. მე მიყვარს ლექსები, რომლებსაც მალავენ. მიყვარს იმათი ლექსები ვისაც პირადად ვიცნობ.

აღფრთოვანებული დავრჩი ერთი ჩემი ნაცნობის ლექსებით.. =))) ბევრ რამეს მივხვდი, ბევრიც მასწავლა. მთელი დღეა ვზივარ და ვკითხულობ და ყოველი ლექსის შემდეგ უფრო და უფრო მეტი პატივისცემით ვიმსჭვალები მის მიმართ.

თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #1

სტუდენდი ვარ.. = ))

თბილისის ეკონომიკურ უერთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) მოვხვდი. მეორე მეწერა. სამართლის ფაკულტეტზე.

გული დამწყდა. ჯავახიშვილში მინდოდა. მაგრამ არც ეს უნდა იყოს ცუდი უნივერსიტეტი. თუ არ “დამევასება” გადავიტან საბუთებს და ეგ იქნება 🙂

ამ უნივერსიტეტზე უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად მის ოფიციალურ ვებ–გვერდს (www.teusu.edu.ge)ვესტუმრე და რბილად რომ ვთქვათ გაწბილებული დავრჩი. ოფიციალური ვებ–გვერდი, ეს ისეთი რამეა, რაც ყოველთვის უნდა გქონდეს მოწესრიგებული და ყველა გვერდი უნდა იყოს შევსებული და დალაგებული. სამართლის ფაკულტეტის გრაფა თავისუფალია და ამშვენებს წარწერა “webserver.sanet.ge”. სტუდენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გვერდი “მზადების პროცესშია”, არც რეგისტრაციის და სწავლის დაწყება/დამთავრების დროებია მითითებული.

მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება რომელიც ვებ–გვერდის საშუალებით უნდა მიმეღო უარყოფითია. იმედია, რომ მივალ მსგავსი სიტუაცია და გაუგებრობები არ დამხვდება.

p.s არავინ ხართ ამ უნივერსიტეტში ვისაც გიცნობთ? = ))

წაუმარაზმეთ

დღეს დაიწყო ეს ტეგ–თამაშ მაგრამ ეგოისტის გავლით ჩემამდეც მოაღწია.

პირველი რასაც 90% მარაზმათ თვლით – მე დარეგისტრირებული ვარ ოდნოკლასნიკში და არაფრის დიდებით არ წავშლი. შევეჩვიე და იმიტომ.

ხო, კიდევ ზოლიანი კაშნი და ქუდი რომ იყო ეგეც მაქვს და თუ ძალიან გამეყინება ხოლმე თავი ვიფარებ აუცილებლად.

ვგიჟდები ჰარი პოტერზე და მანველიძის მგლებზე.

ვიცი ტანსაცმლის ამოჩემება და დღეში 3–ჯერ არ ვიცვლი.

როცა ბავშვობა მომენატრება ლექს–სენის ერთი–ორ სიმღერას ვუსმენ ხოლმე.

მაქვს ტელეფონი, რომელიც 2 წელია არ შემიცვლია და არც ვაპირებ.

არ დავდივარ ქუჩაში ნაუშნიკებგაყრილი.

ზღვაზე და ბასეინზე დავდივარ საცურაოდ და არა გასარუჯად.

მიყვარს სოფელი თავისი ცხოველების სუნით (პროსტა შეგუება მიჭირს ხოლმე პირველი დღე).

არ მიყვარს შარდენის კაფეები და ბარები, იმიტომ რომ ყველას უყვარს და ყველა იქაა.

მოკლედ,კიდევ ბევრია მაგრამ არ მახსენდება. ვთაგავ პაწუკა თაკოს, მწვანე მარის და ზურიუსს

free hug day

საერთოდ ეს დღე სხვა რიცხვსა და თვეში აღინიშნება ხოლმე. მაგრამ კნუტს და ადოს დღეს მოუნდათ = )) გააკეთეს ფეისბუქზე ივენთი, მოიწვიეს ხალხი,  დათქვეს დრო და ადგილი და შეუდგენ მომზადებას.

შეკრების ადგილი – ვერის ბაღი

დრო – 5 საათი (მაგრამ 6–მდე შადრევნებთან ვიყავით)

სხვათაშორის ძალიან ბევრნი შევიკრიბეთ. ამდენს არ ველოდი. ბევრი უცნობი სახე იყო, რამაც უფრო გამახარა = )

დავიძარით რუსთაველისკენ. ხელში პლაკატებით წარწერებით “უფასო ჩახუტება”, “free hug” “hug me” და  ყვავას “დავლიოთ”. ხალხი ჩვენ დანახვაზე იღიმებოდა, ზოგი ცივად გვივლიდა გვერდს, ზოგიც გახარებული მოდიოდა ჩასახუტებლად. ზოგს ცოტა გამბედაობა არ ჰყოფნიდა რომ ჩაგვხუტებოდა. ყველაზე თბილად მოხუცები გვხდებოდნენ, რომლებიც სიამოვნებით გვეხუტებოდნენ. არანაკლებ თბილები იყვნენ უცხოელი ტურისტები = ) ზოგი თავს გვარიდებდა მიზეზით: ჩემს მეწყვილეს ჩავეხუტებიო, ან ერიდებოდა.

მოკლედ, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში უამრავი მომღიმარე და ბედნიერი სახე ვნახეთ რაშიც წვლილი ჩვენ მიგვიძღვის. ხალხს სითბო და სიყვარული სჭირდება. კარგი და სასიამოვნოა მსგავსი დღეები = ))

უფრო მეტი სურათების სანახავად დააჭირე აქ