ზაფხული 2010

ივლისი–აგვისტო ყოველთვის ასოცირდებოდა დასვენებასთან, გართობასთან და ზღვასთან. წელს ცოტა სხვანაირად მოხდა ყველაფერი.

ჯერ იყო და გამოცდების ციებ–ცხელება მქონდა. მერე ხერხემლის ცახცახი (როგორც მარი იტყოდა) სანამ ქულებს გავიგებდი. აგვისტოში სოფელში წავედი.

ჩემი სოფელი მანგლისთან ახლოს მდებარეობს. დვალთა ქვია, მაგრამ ხანდახან პატარა თონეთად მოიხსენიებენ. მის დათვალიერებას 20–25 წუთი სჭირდება სულ. მაცხოვრებლები აღარ არიან. ან თუ არიან მხოლოდ 2–3 ოჯახი. 5–7 წლის წინ “დაჩნიკებით” ივსებოდა ხოლმე სოფელი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ხალხიც მიმოიფანტა. ზოგი გათხოვდა, ზოგმა ცოლი მოიყვანა და დვალთას აღარ კადრულობენ. მოკლედ, წელს მთლიანად თხუტმედიოდე დამსვენებელი ვიყავით.

თოთოეულ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობ,ყოველ წელს მათთან ერთად ვატარებ და ვგიჟობ ხოლმე. მაგრამ ბოლო 2–3 წელია ვეღარ ვარ ისე როგორც ადრე. ვეღარ ვერთობი, აღარ არიან ჩემი ჭკუისები. არ მსიამოვნებს ყოველ საღამოს 10–კაცის გაჭორვა/დაცინვა და ერთი და იგივე ამბების გახსენება. ყველა ძალიან ძალიან მიყვარს მაგრამ ვერ ვერთობი მათთან = ((  სიმინდის მოპარვა, ცეცხლის გარშემო ჭორაობა, მდინარეზე სიარული და სხვადასხვა თამაშები… და კიდევ ათასი გასართობი გვქონდა,მაგრამ ყოველთვის ცალკე ვიყავი.

ამიტომ იყო რომ ტვინი ვბურღე ტვიტერზე და კნუტის პოსტიც მივიღე ჩემს თავზე, მაგრამ ამ გზით ვცდილობდი რომ შემენარჩუნებინა თქვენთან კავშირი😛

მამაჩემს კიდევ ერთხელ წავეჩხუბესავით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ კაცის მიმართ სიძულვილის მეტს არაფერს ვგრძნობ. დღეს დედაჩემი წამოვიდა თბილისში და მეც გამოვყევი = ) ალბათ აღარსად აღარ წავალ.

მოკლედ, მე დავბრუნდი = )

ყველანი მომენატრეთ ძალიააააააააან :***

11 thoughts on “ზაფხული 2010

  1. ადო

    ხვალ გნახავ და გაგწუწამმმ :დდდ ეგეც ნახვის აღსანიშნად

    Reply
  2. siyvarulovna Post author

    არ მიცნობ?
    ხშირად ჩამოდიხარ ხოლმე? კი არა და ზაფხულში ისვენებ ხოლმე?🙂

    Reply
  3. Natalia

    კი, თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ და წელსაც ვიყავი, მთელი 3 კვირა! : ))

    შენი ფოტოები ფეისბუქზე ვნახე და არ გიცნობ აშკარად🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შეიძლება🙂
      რამდენი წლის ხარ?
      ან ვისთან ჩადიხარ ხოლმე?
      ტყუპები გეცოდინება სამაგიეროდ😀 არჩილი და გიორგი

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s