ოქროს შუალედი

თითქმის ყველა “კატეგორიის” ადამიანთან შემიძლია ურთიერთობა და მეგობრობა. არ მიყვარს ადამიანების გამორჩევა საცხოვრებელი ადგილის, ჩაცმის, აზროვნების, ორიენტაციის, რელიგის და სხვა ნიშნების მიხედვით. თუმცა ჩემს გარშემო სწორედ ისეთი ადამიანები ტრიალებენ, რომლებიც ხალხს არჩევენ და მერე ჩემი უკვირთ, თუ როგორ ვახერხებ ყველასთან მეგობრობას და საერთოს გამონახვას.

იმისათვის რომ ადამიანთან იმეგობრო არ არის აუცილებელი განსაკუთრებულ ადგილას ცხოვრება, განსაკუთრებულად ჩაცმა ან ერთნაირად აზროვნება. მეგობრებს არ ვირჩევ. უბრალოდ ვუმეგობრდები და ვსო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა წრეში ხშირად ვხვდები და ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ტრიალებს, მაინც არ ვიცი ხალხთან ურთიერთობა. უფრო სწორედ, არ გამომდის. ხშირად ვამბობ იმას რაც არ უნდა ვთქვა, ხშირად ვიქცევი ისე როგორც არ უნდა მოვიქცე, ხშორად ვაკეთებ უაზრო კომენტარებს, ხშირად “ვესწერვები” ხალხს დაუმსახურებლად და ა.შ.

თუმცა ხანდახან ისეც ხდება, რომ ვინმეს ზედმეტად მივეკედლები და მერე სანანებლად მაქვს ხოლმე.  ზედმეტი არაფერი ვარგა. არც სიყვარული, არც სიძულვილი და მითუმეტეს არც გულახდილობა. ოქროს შუალედს ვერასდროს ვიჭერ ადამიანებთან. ან მძულს და საშინლად ვექცევი, ან მიყვარს და ვგიჟდები მასზე. ამ ბოლო დროს ცოტა შემოვუძახე ჩემს თავს და ასე თუ ისე გამომდის ნორმალური ურთიერთობები და დადგენილ ზღვარს არ ვცილდები.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ძალიან მიყვარს ადამიანები.

3 thoughts on “ოქროს შუალედი

  1. Ta =)

    რაღაც მომენტში ვიფიქრე ჩემს ნაწერს ვკითხულობთქო..

    ადამიანებთან ურთიერთობა – ის რაც ყველაზე კარგად გამომდის🙂
    ოქროს შუალედი ხანდახან შემომერღვევა ხოლმე და მერე ვნანობ..

    Reply
  2. Givillo

    🙂 ნელ–ნელა გამოსწორდება ეგ საქმე.
    მთავარია მანამდე ნაკლები შეცდომები დაუშვა, უფრო სწორად არ დაუშვა მნიშვნელოვანი შეცდომები.

    Reply
  3. Mari

    არ შემიძლია მეგობრობა ადამიანთან, რომელთანაც ვერანაირ საერთოს ვერ ვპოულობ. ისე კი ყველას შემიძლია გავუგო, მაგრამ მეგობრად ვერ მივიღებ ყველას.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s