Daily Archives: August 17, 2010

ეგოისტი

არა ერთხელ მითქვამს რომ საშინლად ეჭვიანი ვარ, რომ ეგოისტური აზრები მაწუხებს ხოლმე. თუმცა ყოველთვის ვახერხებდი რომ თავი ხელში ამეყვანა და არ შემემჩნია ჩემი გაღიზიანება. დროთა განმავლობაში ვეგუები ხოლმე იმ ფაქტს, რომ დედამიწა ჩემს გარშემო არ ბრუნავს და ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც მე მინდა.

ეჭვიანი და მესაკუთრე ადამიანის ცხოვრება საშინელებაა როგორც გარშემომყოფთათვის, ისე საკუთარი თავისთვის (მერე უკვირს მწვანე მარის საიდან ჩნდება ნერვოზიო).ვცდილობ მოვერიო საკუთარ თავს და არ ვიყო ისეთი როგორი ადამიანებიც მეზიზღება. მაგრამ ყველაზე დიდი მტერი და ძნელად დასამარცხებელი ისევ საკუთარი თავია ხოლმე.

მესმის იეჭვიანო შეყვარებულზე, ქმარზე, დედაზე როცა ვიღაცას ზედმეტად მოეფერება, მაგრამ მეგობარზე? –  საშინელებაა 😐  ადამიანს მხოლოდ ერთი მეგობარი ვერ ეყოლება და მშვენივრად ვიცი. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე რომ არ მსიამოვნებს. უფრო სწორედ 2 ადამიანზე ვარ ეგრე. იმ ორზე,რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს.

ვიცი გამივლის ამ საღამოს “შემოტევა” და ხვალ უხერხულად უნდა ვიყო ამ ადამიანების წინაშე იმიტომ, რომ რაღაც წავიდებილე ჩემი ხასიათის და გამო.

საშინელებაა ეჭვიანობა და მესაკუთრე ხასიათი.