თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #1

სტუდენდი ვარ.. = ))

თბილისის ეკონომიკურ უერთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში (თეუსუ) მოვხვდი. მეორე მეწერა. სამართლის ფაკულტეტზე.

გული დამწყდა. ჯავახიშვილში მინდოდა. მაგრამ არც ეს უნდა იყოს ცუდი უნივერსიტეტი. თუ არ “დამევასება” გადავიტან საბუთებს და ეგ იქნება🙂

ამ უნივერსიტეტზე უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად მის ოფიციალურ ვებ–გვერდს (www.teusu.edu.ge)ვესტუმრე და რბილად რომ ვთქვათ გაწბილებული დავრჩი. ოფიციალური ვებ–გვერდი, ეს ისეთი რამეა, რაც ყოველთვის უნდა გქონდეს მოწესრიგებული და ყველა გვერდი უნდა იყოს შევსებული და დალაგებული. სამართლის ფაკულტეტის გრაფა თავისუფალია და ამშვენებს წარწერა “webserver.sanet.ge”. სტუდენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი გვერდი “მზადების პროცესშია”, არც რეგისტრაციის და სწავლის დაწყება/დამთავრების დროებია მითითებული.

მოკლედ, პირველი შთაბეჭდილება რომელიც ვებ–გვერდის საშუალებით უნდა მიმეღო უარყოფითია. იმედია, რომ მივალ მსგავსი სიტუაცია და გაუგებრობები არ დამხვდება.

p.s არავინ ხართ ამ უნივერსიტეტში ვისაც გიცნობთ? = ))

6 thoughts on “თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #1

  1. Mari

    ნათ, შენ კარგად ისწავლე და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია შენ კარგად ისწავლო და რაც გინდა ყველაფერს გააკეთებ. ბოლოს და ბოლოს ადგები და გადმოხვალ და ეგ იქნება.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო = )) მაგრამ უკვე გადმოსვლა მინდა😀😀 ერთადერთი თუ ხალხი შემხვდა ნორმალური მაშინ დავრჩები

      Reply
  2. ჰექსე

    ყოველთვის ვამბობდი, თუ უნივერსიტეტი პატივს სცემს საკუთარ ვებ-გვერდს ის პატივს სცემს საკუთარ თავს- მეთქი😀
    მაგრამ შენ გული არ დაგწყდეს ვებ-გვერდები საქართველოში როგორც ჩანს ჯერ კიდევ ახალი ხილია :))
    გილოცავ🙂 კოლეგავ😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გაიხარე :*
      მართლა ცუდია რომ არანაირი ინფრომაცია არ დევს. აი თსუ–ს ვებ–გვერდი გადაღეჭილი მქონდა😀 მოვხვედრილიყავი მაინც. ათასი რაღაცის გაგება მინდა და მაგისთვის მაინც და მაინც უნდა მივიდე იქ😐

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s