Daily Archives: August 26, 2010

მე მიყვარს ლექსები,რომლებსაც მალავენ.

ყოველთვის მჯეროდა რომ ადამიანები არ არიან ისეთები როგორებადაც მოაქვთ თავი. მათი შინაგანი სამყარო ბევრად უფრო “წმინდაა”, ან “ბინძური”. სულ სხვა სამყაროს იტოვებენ თავისთვის და სულ სხვას გვანახებენ ჩვენ. ძნელია ჩასწვდე და “შეისწავლო” ის სამყარო, რომელსაც გიმალავენ. მაგრამ არა შეუძლებელი. ვთვლი, რომ ერთადერთი გზა რისი საშუალებითაც შეძლებ რომელიმე ადამიანის “დამალული ბუნების” დანახვას ხელოვნებაა. უფრო ზუსტად კი ლექსები. ლექსები – სადაც აქსოვენ თავიანთ სულს, გრძნობებს, ოცნებებს, ნატვრას და ყველაფერს რაც გააჩნიათ. აქსოვენ რაც სტკივათ, რაც უხარიათ, რაც აცოცხლებთ, აქსოვენ იმას რაც არიან სინამდვილეში. არ “თაღლითობენ” ლექსის წერის დროს, არ არიან ისინი ყალბები. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინ თუ არ იწერება ლექსი ხალხისთვის, მასისთვის, ბრბოსთვის. მე მიყვარს ლექსები, რომლებსაც მალავენ. მიყვარს იმათი ლექსები ვისაც პირადად ვიცნობ.

აღფრთოვანებული დავრჩი ერთი ჩემი ნაცნობის ლექსებით.. =))) ბევრ რამეს მივხვდი, ბევრიც მასწავლა. მთელი დღეა ვზივარ და ვკითხულობ და ყოველი ლექსის შემდეგ უფრო და უფრო მეტი პატივისცემით ვიმსჭვალები მის მიმართ.