პ.ს მიყვარს,მენატრება,მჭირდება და მეც მახსოვს

გქონიათ შემთხვევა როდესაც რაღაცის გაკეთება გსურთ, მაგრამ არ აკეთებთ და არც ფიქრობთ გაკეთებაზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვით არ გავაკეთებო? – მაშინ მომიჯექით გვერდზე, მეც თქვენნაირი ვარ.

რომ ვიცოდე ვდებილობ, ვბავშვობ, ვირივით ვჯიუტობ, უსამართლოდ ვიქცევი და ეს ყველაფერი ერთ მთლიან ალიაქოთს ქმნიდეს, მაინც არ გავაკეთებ იმას რაზეც ვთქვი არ ვიზამ–მეთქი.

ცხელ გულზე ყველაფრის თქმა ადვილია, შესრულება ძნელი.

ყველაფერი ადვილად მწყინს, ყველაფერი მიმაქვს გულთან. ისიც კი რაც მე არ მეხება და ჩემი საქმე არ არის. მწყინს ადვილად, ვპატიობ ადვილად. მაგრამ ეხლა მიჭირს. რომ ყოფილიყო რიგითი ნაცნობი გულთან ახლოსაც არ მივიტანდი, მაგრამ იმისგან ვინც მიყვარს ყველაფერი გაასმაგებული მეჩვენება + ამას დამატებული ეგოისტური ხასიათი და გამოვიდა რომ არ შევურიგდები.

უაზრო პრინციპეპის შესრულება და ჯიუტი ხასიაი ძვალში აქვს გამჯდარიო რომ იტყვიან ისე მაქვს მეც. თუ პრინციპულად მივიჩნიე რამე, მოვკვდები და არ გადავუხვევ.

საერთოდ ჯიუტი ხასიათი მგონი ყველა ქართველის დამახასიათებელი თვისებაა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო ზუსტად ჩემზეა ნათქვამი 😐  ერთხელაც იქნება გამიტყდება ეს თავი და დავრჩები გაღიმებული 😐

პ.ს მიყვარს, მენატრება, მჭირდება და მეც მახსოვს. მაგრამ ნაწყენი ვარ = )) და მისი თავი მაქვს დაფიცებული რომ თუ რაღაცა და რაღაცა ხმას არ გავცემდი. ხო და ვჯიუტობ და ვარ 😐

19 thoughts on “პ.ს მიყვარს,მენატრება,მჭირდება და მეც მახსოვს

    1. siyvarulovna Post author

      რისი? 😛 ჩემი მე აღარ მჯერა ისეთი თვალთმაქცობა ვისწავლე და 😀

      Reply
  1. egoisti

    დღეს როგორ გთხოვდით, რომ შერიგებულიყავი 😦 და რა ცუდი ხარ რა 😐

    Reply
  2. ადო

    შენ ჯიუტი ხარ მაგრამ მე სხვისი საიდუმლოს გამხელა არ შემიძლია… ბავშვობ მართლა ბავშვობ ამის გამო წესიერი და ზრდასრული ადამიანი არ გაიბუტება 🙂 ძალიან მტკენ გულს, იმიტომ რომ არ მირიგდები, იმიტომ რომ ჩემს მდგომარეობაში ვერ კი არა არ შედიხარ.. გითხარი და გკითხე ორი სიტყვით რაღაც, იცი რომ შენთვის ცუდი არ მინდა და გარკვევა მინდოდა იმის… თანაც ისეთი დრო მაქვს ახლა მაზოლზე ფეხს რომ გადგავენ, მჭირდები, შენთან ლაპარაკი მინდა, მომენატრე, მიყვარხარ, მჭირდებიიი 😦

    Reply
      1. ადო

        შენ? შენ თუ გიყვარვარ, გენატრები, გჭირდები და გახსოვარ, მომწერ ეხლა იქ სადაც საჭიროა. გავაგრძელებთ სიყვარულის ახსნას და იმის გარკვევას შენ რაა 😐

      2. Mari

        აკი ხმას არ გავცემო? :)))))))))))) ჰაჰაჰააააააააა, ვსიო, ხმა გაცემულიაააააა.

  3. nksh0x01

    კი მქონია და ძალიან რთულ სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ ამის გამო. ვიმედოვნებ რომ მეგობარი ბლოგიდან სტუმარი დაგაინტერესებს და შემოიჭყიტები ჩემთანაც

    Reply
  4. okey

    საერთოდ ეს სიჯიუტე როგორც შენ თქვი საქართველოსთვის და ქართველებისათვის ძალიან მახასიათებელია…. მეც დაახლოებით ეგეთი ხასიათის ვარ… (იგულისხმება: “ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო” )
    თუმცა გადავდგი ერთი ორჯერ ჩემი სიტყვიდან ფეხი (დაახლოებით ასეთიდან) და არც ვინანე…

    უბრალოდ მეორე მხრივ შეხედე ამ ყველაფერს, ხო გიყვარს – გიღირს კი მისი დაკარგვა ერთი წყენის გამო?

    თუ შენი სიჯიუტე და ერთი სიტყვა გირჩევნია საყვარელ ადამიანს?

    ანუ რას ვამბობ… როგორც ნებისმიერმა ჯიუტმა, დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში და ზოგადად შინაგანად უკვე კარგა ხანია აპატიე, უბრალოდ ამისი რეალურად აღიარება არ გსურს…

    მარა დამიჯერე სჯობს ერთხელ გადადგა ეს ნაბიჯი… არ ინანებ!!!

    და კიდე ჩვენნაირი ადმაიანებისთვის (ჯიუტებისთვის) ეს თვისება არის ბარიერი, სწორედ ის ერთეულები კი რომლებსაც ეყოფათ ძალა და ნებისყოფა რომ ეს ბარიერი გადალახონ არიან ძლიერი პირვნბები, რომლებიც საკუთარ ბუნებას ეჯიუტებიან!!! შესაბამისად ასეთი ნაბიჯის შემდეგ სიჯიუტეს ახალ, კონტროლირებად საფეხურზე აიყვან რომელიც ამ წამს გამოვიგონე :იეს:

    მოვრჩი გამოსვლას :იუზერ:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ცალკე პოსტი გამოვიდა 😀 😀
      რა არის იცი? არ მეწყინა ზოგადად რაღაცა ქცევა, ან რამე…
      უბრალოდ ის მწყინს (კიდევ) რომ ვერ გამიცნო, არ იცის რა მწყინს, რა მინდა…
      როგორც ჩანს რთული პიროვნება ვარ = )) და შევეჩვიე რომ ვერ მიგებენ 🙂

      Reply
      1. okey

        ეგ კი უკვე საწყენი აღარაა (იმჰო) … თუ ამ შეცდომაში წყენა იმაზეა მიმართული რო არ გიცნობს და არ იცის რა გინდა, მაშინ ეს სისულელეა 😀
        იმიტო რო ის ადამიანი რომელსაც უყვარხარ და შენს თვალში ამაღლებული პიროვნებაა, ისიც უშვებს შეცდომებს როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
        ადამიანები სხვის შეცდომებზე ვერასოდეს სწავლობენ, თუ ისწავლის მხოლოდ საკუთარ შეცდომაზე…
        ამ შეცდომის მერე კიდევ უფრო ბევრი გაიგო შენს შესახებ… მისი ცოდნა შენზე უფრო დაიხვეწა 😀
        ადამიანები ათწლეულებს ატარებენ ერთად და 100% ჰარმონიაში მაინც არ ცხოვრობენ….

        პ.ს: შენ რო გინდა რო ზუსტად იცოდეს როდის რა გინდა და როგორ, იგივეს შეთავაზება შეგიძლია მისთვის? 😛

  5. siyvarulovna Post author

    საქმეც ისაა რომ ვერაფერიც ვერ გაიგო = ))
    და არც ვაპირებ ამაზე საუბარს. იმიტომ რომ აზრი არ აქვს = )) მე არ ვითხოვ რომ 100% მიცნობდეს, ეგ არც მინდა…
    მოკლედ,აზრი არ აქვს რა = )) მსგავსი პრობემა ხშირად მექნება,იმიტომ რომ არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი გრძნობებით = )

    Reply
    1. okey

      ნუ არვიცი დეტალები საერთოდ, ამიტო კომპეტენტური ვერ ვიქნები….
      ზოგადად კი ჩემის მოკრძალებული აზრით ყველა ადამიანი განსხვავებული და თავისებრურად უნიკალურია!!!
      განსაკუთრებით განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი განსაკუთრებით საინტერესო!

      მოკლედ ჩემი არანაკლებ მოკრძალებული აზრით, თუ მართა გიყვართ ერთმანეთი ყველანაირ პრობლემას გადალახავთ ერთად (პატარა ჩხუბზე დიდ პრობლემებსაც)
      თუ უყვარხარ მოვა ალბათ და ბოდიშს მოგიხდის…
      ისე კი, იქნებ ეს შენი პოსტი წაიკითხოს და გაიგოს რო შენც გენატრება 😀

      Reply
  6. AniUuSh...

    vaii.. xom waikitxa posti, xom mixvda rom ginda sheurigde da jibrze ar urigdebi. raga azri aqvs gajiutebas?? kaargit raa 😦
    (me vin mekitxeba, magram ragacnairad gulze momxvda es posti tavisi komentarebit )

    Reply
  7. moiashi

    ეხ, ეს სიჯიუტე ვერ მოვიშლელეთ ადამიანებმა. მაგას არ სჯობს დაელაპარაკო და მშვიდად ისევ ისე შეხმატკბილებულად დაამთავროთ?

    Reply
  8. sunwaited

    ვაიმეეე, გენაცვალეთ თქვენ ორივეს : D რა საყვარელი დიალოგი იყო ))

    ნათია, იოცნებე ორივე ერთად არ გნახოთ : D …. : D

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s