რატომ მიყვარს რუსთავი

ერთადერთი ადგილი (თბილისის გარდა), სადაც ვიცხოვრებდი ეს რუსთავია.

ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და ამისთვის უამრავი მიზეზი მაქვს.

პირველი და ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი – იქ გვანცა ცხოვრობს.

თბილისთან სიახლოვის მიუხედავად (თბილისიდან 10კმ.–ში), რუსთავი აბსოლიტურად განსხვავებულია. სულ სხვანაირი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. გაცილებით თბილები და ბევრად უფრო მეგობრულები არიან ვიდრე თბილისელები. რომ შეადაროთ როგორ ექცევიან ერთმანეთს ბიჭები და თუნდაც გოგოები ბევრს შეიძლება შეშურდეს კიდეც.

არც ისე დიდიხანია რაც ეს ქალაქი აშენდა. პირველი მაცხოვრებლების უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული ხალხი იყო, რომლებიც დაასაქმეს მეტალურგიულ ქარხანაში და მისცეს საცხოვრებელი ადგილები. შეიძლება სწორედ სოფლიდან ჩამოსული ხალხის უერთიერთ სიყვარული და რა თქმა უნდა ბევრად თბილი დამოკიდებულება ერთმანეთთან გახდა საწინდარი და წინაპირობა იმისა, რომ დღეს მათი შთამომავლობა ბევრად კარგ პიროვნებებად არიან აღზრდილები, ვიდრე თბილისის ნებისმიერ უბანში.

მოკლედ, ხალხით და მაცხოვრებლებით ვარ აღფრთოვანებული. რა თქმა უნდა ცუდი ყველგან არის, მათ შორის რუსთავშიც, მაგრამ მთლიანი ფონი ბევრად დადებითია თბილისთან შედარებით.

ტერიტორიულად რუსთავი (ახალი) ძალიან ცუდ ადგილას არის გაშენებული, ფაქტიურად მინდორზე. ამიტომ, ზაფხულობით მრავლად არიან ქვეწარმავლები.  ნაკლებობაა ხეების, და ზოგადად ბუნების. უფრო სწორედ, ჯერ არ არიან სათანადოდ გაზრდილები. ასევე ნაკლებობაა გასართობი ადგილების, საღამოთი მხოლოდ “მეგობრობის პარკში” (მგონი ესე ქვია,ან მეშლება) სეირნობით უნდა დაკმაყოფილდე. თუმცა დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში სრულყოფილ ქალაქად ჩამოყალიბდა.

მე მიყვარს რუსთავი.

17 thoughts on “რატომ მიყვარს რუსთავი

  1. Ta =)

    აფსოლიტურად – აბსოლიტურად🙂

    ერთხელაც არ ვარ ნამყოფი რუსთავში 😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შენღა მაკლდი გასასწორებლად😀
      იმდენი გრამატიკული შეცდომაა ეხლა მანდ რო გული გაუსკდება კატიეს თუ წააწყდა სადმე შემთხვევით = ))

      Reply
  2. okey

    მეც არ ვარ სხვათაშორის…
    მაგრამ საინტერესოა…
    ლამაზი ხედებია ისე? ლამაზი ადგილები?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როგორც თბილისს აქვს ხედი მთაწმინდიდან,ნარიყალადან ვე აქვს ეგეთი = )

      Reply
  3. Mari

    ახალ რუსთავში ვარ ნამყოფი და არ მომწონს. სიმწვანე აკლია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კიი, აკლია. მაგრამ რამდენიმე წელში იმედია აღარ დააკლდება. ჯერ პაწაწუნებია ის ხეები. მაგ მხრივ არც მე მომწონს, მაგრამ დრო უნდა ბუნების “გაშენებას”

      Reply
  4. Pingback: Tweets that mention რატომ მიყვარს რუსთავი | Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  5. kikito

    შარშან ამ დროს მეზიზრებოდა რუსთავი, რაც მე მანდ მატარეს პრავის ასაღებად, დასანახად ვერ ვიტანდი :))
    ხალხზე გეთანხმები, რამოდენიმეს ვიცნობ, რუსთავში ცხოვრობენ, მართლაც ბევრად უფრო თბილები არიან🙂

    Reply
  6. mariefille

    არ ვიცი,რისი ბრალია,მაგრამ რუსთავში განსაკუთრებულად ლამაზი ადამიანები ცხოვრობენ,ფიზიკურად. უფრო გოგოები.

    Reply
  7. dakarguli

    სხვათა შორის, მეც სწორედ მაგიტომ მიყვარს რუსთავი – იქ გვანცა ცხოვრობს, ჩემი ულამაზესი დაქალი:)🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად, ნამდვილად.
      თავისი სილამაზე ყველაფერს აქვს. მთავარია ჩვენ დანახვა შევძლოთ

      Reply
  8. sunwaited

    მე რუსთაველი ვარ ))

    ახალი რუსთავი კი არ მიყვარს, ცუდ ადგილას არის გაშენებული …

    რაც შეეხება “რუსთავი ახალი ქალაქიაო” : ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს თავად ვესწრებოდი წლების წინ. იქვე ქვემო ქართლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმია , მე მოვიგე ისტორიულ კონკურსში, სადაც ერთ-ერთი სწორი პასუხი “თანამედროვე რუსთავის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით III-IV საუკუნეებში იყო გაშენებული ქალაქი” იყო .

    ასე რომ, არც ისეთი ახალია რუსთავი : D უბრალოდ, მეტალურგიული ქარხნის მშენებლობასთან ერთად 50-იან წლებში იქ მომუშავე მუშებისათვის ხელახლა აშენდა ამიტომ ჯერ მხოლოდ 60 წელს ითვლის.

    Reply
  9. knuti

    მეზარეა ახლა აქ დავწერო, რატომ არ უნდა იცხოვრო და რატომ არ უნდა გიყვარდეს რუსთავი, თორემ წაგიხდეენდი ამ ერთი შეხედვით კარგ შთანებჭდილებას. 19 წელია აქ ვცხოვრობ.
    არ ეგოგონოს არ იყვარს და აიტომ, პირიიქით, მიყვარს,მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო, ხომ გაგიგია )

    Reply
  10. ninucaelectro

    ვაიმე მეც მიყვარს რუსთავი.. 3 წელია შემიყვარდა.. დედაჩემი რუსთაველია, აქედან გამომდინარე ბიძაშვილები და ფაქტიურად ერთი ოჯახი კიდევ იქ მყავს… აქამდე თითქოს ისე მაგრად არა, მაგრამ მაინც ყოველთვის მიყვარდა.. მეგობრების მყავს ბევრი და მათთან შეხვედრა ყოველთვის მიხარია.. კი მართლა ძალიან მეგობრულები არიან! ისე გასართობიც ჩემი აზრით რაღაც მომენტში მაინც არის. (მარტო ბულვარში გასეირნებამეგობრებთან ერთად მართობს). ისე რუსთავი მაგრად შიცვალა, რამდენიმე წლის წინ რომ გენახათ, დღეს ვერ იცნობთ, ისეთი შეცვლილია! ომგ!o_O

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s