ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება

არა ერთხელ გამიგონია ყველაზე დიდი სულელური ფრაზა: “ქალები/კაცები ყველანი ერთნაირები არიან”

არ არიან ერთნაირები. არ აქვთ ერთნაირი მიზნები, ხასიათი, გემოვნება.

რატომ ხდება რომ როდესაც ბიჭი აწყენინებს გოგოს ძმაკაცი ამშვიდებს “დაწყნარდი ეგენი ყველანი ერთნაირები არიანო,  “გვერდზე ოთახში” კი გოგოს დაქალი ბობოქრობს “ყველა ბიჭი ერთნაირი ნაძირალაო”.

ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება.

ჩემი თავით ვიმსჯელებ და უამრავ განსხვავებულ თვისებას და სურვილს ჩამოვთვლი, რომელიც  გოგონების უმეტესობას თავში აზრად გავლებულიც არ ექნება.

  • საკმაოდ დიდი ხანია ოცნებად მაქვს ქცეული, რომ რამდენიმე დღით მაინც მოვხვდე ციხეში (ქალთა კოლონიაში). საშინლად მაინტერესებს მათი ყოფა, ცხოვრების სტილი, გრძნობები და სიტუაცია. შორიდან ყველაფერი არც ისე ძნელია, მაგრამ არავინ არ ვიცით (თუ არ ხარ ნამყოფი) რა ხდება შიგნით. მე კიდევ სწორედ ამის სურვილი მაქვს. და ძალიან დიდი იმედიც, რომ ამ სურვილს ავიხდენ და მინიმუმ 1–კვირა გავატარებ იმ ხალხთან
  • მინდა რომ გავიჭედო მეტროში, ჩაქვრეს შუქი და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ვაგონი იქნება შუა გვირაბში. ოღონდ ცოტა ხნით.
  • მინდა შუა ზღვაში გემით ყოფნის დროს ამოვარდეს ქარიშხალი და მოვყვე საშინელ ღელვაში. ოღონდ არ მოვკვდე!
  • მინდა და აუცილებლად ავისრულებ რამდენიმე დღიან დასვენებას მაინც ამსტერდამში. ოცნების ქალაქია. ეს ის ადგილია, რასაც მოისურვებ ყველაფერი რომ არის. ხო და მეც “იმ ყველაფრისთვის” მინდა წასვლა.
  • შვილის გულისთვის დავთმობ კარიერას. ეს ისეთი რაღაცაა, რაც დღეს რატომღაც უკვირთ. ბევრისთვის ჯერ კარიერაა და მერე ოჯახი. ჩემთვის ჯერ შვილი, ოჯახი და მერე სხვა დანარჩენი
  • არ ვდგევარ სარკესთან ნახევარი საათი. არ ვბურღავ ტვინს კიტხვით “რა ჩავიცვა?”
  • როდესაც მომწონს ბიჭი ვეუბნები პირდაპირ. ვთვლი რომ ამისათვის იაზვობა და ზედმეტი თავის დაფასება არ არის საჭირო.
  • არ მწყინს და არ მიკვირს ისეთი რაღაცეები რაც გოგონების უმეტესობას.
  • შეყვარებულთან დაცილების შემდეგ არ დავიწყებ “ყოფილის” ლანძღვას, აბუჩად აგდებას და იმის ძახილს რომ მე ის მაინც არ მიყვარდა.
  • ძალიან არ მაინტერესებს ხალხის აზრი. აი, საერთოდ არავისი. ოჯახის წევრისაც კი. მთავარია მე მომწონს. არ მანაღვლებს რას ფიქრობენ ჩემზე. როდესაც ამას ვამბობ არ სჯერათ. ბოლომდე “ფეხებზე მკიდია” ვერ იქნებიო. არა და ვარ. მართლა საერთოდ არ მაინტერესებს.
  • პარიზი არ ასოცირდება სიყვარულის ქალაქთან და არც ეიფელის კოშკზე კოცნაზე ვოცნებობ.
  • თავის გადაპარსვა მინდა

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ არ მივეკუთვნები “ეგენი ყველანი ერთნაირები არიან”–ს კატეგორიას. ხომ წაიკითხეთ, რომ აბსოლიტურად განსხვავებული ვარ? თანაც ეს მცირედია ჩემი განსხვავებულობისა. რამდენია კიდევ ჩემნაირი, ვისაც სრულიად სხვა და სხვა “წვეტიანი” აზრები აწუხებს? ალბათ ათასობით. ხო და მეგობრები,  ნუღარ იტყვით რომ ყველანი ერთნაირები არიანო.

30 thoughts on “ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება

    1. siyvarulovna Post author

      წაიკიტხე?😐
      და არანაირი რეაქცია არ გაქვს ჩემს სურვილებზე?

      Reply
  1. Qilipa

    ,,ყველა” კი არა 2 ადამიანის არ მეგულება ერთნაირი და ყველას ერთად ხარშვა ხო მართლა სისულელა…

    ხოდა ეიფელის კოშკი რა საოცნებოა, როცა თბილისის ანძა გვაქვს?…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თბილისის ანძა თბილისშია, ის პარიზში და + საოცრებაა😀
      ბევრი გოგოსთვის პარიზი სიყვარულის ქალაქია. ოცნებობენ შეყვარებულთან, უკაცრავად ქმართან ერთად დროის იქ გატარებას… მოკლედ, კრეტინიზმია ეს ყველაფერი ჩემთვის. მაგრამ არა ბევრისთვის.
      ორი ერთნაირი მართლაც არაფერი არსებობს, მაგრამ ამ ბრტყელ–ბრტყელ ფრაზებს მაინც ხძშირად ვხმარობთ ხოლმე

      Reply
      1. Qilipa

        რავი მე ჩემ შეყვარებულთან, უკაცრავად ნაშასთან ერთად ანძის ქვეშაც კარგად ვერთობი ხოლმე… და მაინც მგონია რომ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს…

  2. siyvarulovna Post author

    თუ გართობაა ყველგან კარგად გაერთობი = ))
    ეიფელზეც შეიძლება იჯდე იმასავით😛
    ხო და “თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს, ხომ იცი ჟანეტ” – ვინ მღეროდა ერთი გამახსენე რა. საუნდი? არა?

    Reply
  3. თინი

    ისე ყველას ჰგონია ხოლმე, რომ განსაკუთრებული ეგზემპლარია :დ შენ რეებიც გაქვს ჩამოთვლილი, დარწმუნებული იყავი, რომ არაერთი ქალი ფიქრობს მაგეებზე.. იასნა ყველას აქვს ინდივიდუალური ნიშნები და ეგ ფრაზა სულელურია, მაგრამ საერთო ჯამში ძირითადი რამეები საერთოა…ფუნდამენტური მახასიათებლები რა :დ რასაც შენ ამბობ ეგ ხასიათის და გემოვნების ამბავია და არა ფსიქოლოგიის))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მასე საერთოა ისიც რომ ადამიანები ვართ და რომ გვშვიდება და ა.შ
      მაგრამ ხასიათი, გემოვნება, სურვილები, მისწრაფებები ვერ გვექნება ერთნაირი. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ თუ რამე გეწყინება მე იგივე შეიძლება არ მეწყინოს, ანუ არ ვართ ერთნაირები და შენმა მწყენინებელმა თავი იმით არ უნდა დაიმშვიდოს, რომ ყველა ქალი ერთნაირია და მალე გადაუვლისო

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა? რომ ჰგონიათ რომ ყველა ერთნაირია? მემგონი არა. მაგრამ ხანდახან გამაღიზიანებელია ხოლმე წამოსროლილი ფრაზა, რომელიც არ არის სიმართლე. ნუ გამოვიდა რომ მაწუხებს😀 გულწრფელი პასუხი

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზოგის არა, მე იმენა ყველას აზრი მკიდია =) თუმცა ცნობისმოყვარეობა არ მაძლევს იმის საშუალებას რომ არ გავიგო რას ფიქრობენ, მაგრამ არ მეწყინება და არც გამიხადება სხვისი აზრი

      Reply
  4. Mari

    შვილზე და პარიზზე გეთანხმები.
    მაგარი ხარ ეეე :))) ნუ მთლად უდაბნოში დაკარგვის მომხრე არ ხარ, მაგრამ არც ბევრი გიკლია:mrgreen:

    Reply
  5. ჰექსე

    მე ვიცი, რომ ყველასგან გამორჩეული ვარ მხოლოდ იმიტომ რომ თავი აბსოლიტურად ყველასნაირი მგონია.🙂
    რაც შენ სურვილებს შეეხება აბსოლიტურად ყველა სურვილს ვიზიარებ ამსტერდამისა და ზღვის გარდა🙂 პირველი სურვილი Bad girls-ს ყურების შემდეგ გამიჩნდა და დღემდე არ გამნელებია.

    კიდევ ბევრი ისეთი უცნაური სურვილები მაქვს სხვებს რომ ვერც წარმოუდგენიათ მაგრამ არ ჩამოვწერ, რადგან ადამიანი მაშინ იწყებს რაღაცის დამტკიცებას როდესაც ამაში თავადაც ეპარება ეჭვი🙂

    პ.ს. წმინდა პირადი ბლოგები არც ისე მიყვარს, მაგრამ შენი კარგია🙂

    Reply
  6. kikito

    შენ სურვილებზე გამახსენდა ჩემი ადრინდელი და უკვე დავიწყებული სურვილი))
    მინდოდა კომაში ყოფნა, კლინიკური სიკვდილის გადატანა))) რათქმაუნდა მაქსიმუმ ერთი კვირით, მაგრამ მეორედ დაბადების შეგრძნება როგორი იქნებოდა საინტერესო იყო.
    კიდევ კაი გადამიარა , თან დამავიწყდა ეს უაზრობა :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კომა და კლინიკური სიკვდილი რატომღაც არასდროს მომდომებია

      Reply
  7. sunwaited

    ნათუშკები, რომ გნახავ ჩაგპორჭყნი😀😀 :* :* :*

    ხოდა, არ გინდა ესეთი რადიკალიზმი :* შენც ერთი მთლიანის ნაწილი ხარ : ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთი მთლიანის ნაწილი ვარ, მაგრამ არა დანარჩენილი ნაწილების მსგავსი.
      პ.ს როდის უნდა გნახოვო რას ამბობდი? მომენატრეეე

      Reply
      1. Mari

        არ არის საჭირო საკუთარი განსხვავებულობის დემონსტრირება ყოველ წამს. არაფერი გავქს დასამტკიცებელი. ისედაც ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისაგან და დამნახავი ისედაც დაინახავს ყველაფერს.

  8. siyvarulovna Post author

    ყოველ წამს კი არა არასდროს ვახდენ ამის დემონსტრირებას.
    უბრალოდ ეს ფრაზაა თვითონ გამაღიზიანებელი და უაზრო

    Reply
  9. siyvarulovna Post author

    alleskreativ

    აუ ქუჩაში ხოვრება გამომრჩა.
    ეს მას შემდეგ მინდა რაც თამაში ჭვავის ყანაში წავიკითხე. ქუცაში, სრულიად მარტო, და აბსოლუტურად თავისუფალი.

    Reply
  10. islandglocke

    wow nat…chems gulshi ijeqi? ra damtexvevaaa…martla gulit geubnebi….yvelaze dzalian rac gamixarda rom tqvi parizze…..ar vtvli rom siyvarulis qalaqia….da eipelis koshktan unda akoco maincdamainc sheyvarebuls…vin daawesa? tavis gadaxotvra mec minda…da ai metroshi ramdenjerac vyopilvar…minatria axla rom shuqi chaqvres ra magari iqnebatqo…xo ogond sul mteli dge ara😀 sxva danarchenshi getanxmebi,ai 100 %-it…gamixarda🙂🙂

    Reply
  11. BigCrow

    სურვილები არ განსაზღვრავს ერთნაირობას.
    აი ასეთები ხართ ქალები:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყვავ, შენ არ თვლი რომ განსხვავებული ხარ? რომ ყველა სხვა დანარჩენი მამრის მსგავსი არ ხარ?
      სურვილები, ინტერესი და მოქმედება – ეს ყველაფერი განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოლოგიას, შესაბამისად როგორც შენ თქვი ერთნაირობას.
      თუ ყველა ქალის ფსიქოლიგა ერთნაირი იქნებოდა მაშინ მათი შებმა მხოლოდ ერთი და იგივე ხერხით იქნებოდა საჭირო😐 რაც შებმის და ფლირტის ხალისს დაკარგავდა. ყოველდღე ერთი და იგივე მოსაბეზრებელია. აქედან დასკვა, არ ვართ ქალები ერთნაირი ფსიქოლოგიის და იმედია არც კაები ხართ ერთნაირები😐

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s