Monthly Archives: September 2010

მე რომ მეგობრები არ მყავდეს

ხახიტომ დამთაგა…

ორი დღეა რაღაც მოდეპრესიო ხასიათზე ვარ და ეს თემაც ზუსტად ჩემთვის არის.

მე რომ მეგობრები არ მყავდეს? ალბათ გავგიჟდებოდი. იმიტომ კი არა რომ არავინ მეყოლებოდა ვისაც მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვისაც წავეჭოვებოდი ”ამა ქვეყნისა სიახლეებზე”, ვისი ნახვაც ყოველდღე მომინდებოდა… უბრალოდ, მე ადამიანის გარეშე ვერ გავძლებდი. მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად თითოული ადამიანი, მეგობარი თუ უბრალოდ ჩემს გარშემო მოტრიალე პიროვნებაც კი მნიშვნელოვანია.

უმეგობრობა შეიძლება გადამეტანა … ჩემს დარდს და განცდებს გავუზიარებდი იმას,ვისაც უკვე წლებია ვუზიარებ – ჩემს დღიურს.

მაგრამ ვერ გავძლებდი ადამიანების გარეშე.

მე მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს მათთან უაზროდ ჯდომა და არაფერზე საუბარიც კი…

არასოდეს გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ძნელად აღვიქვამ ადამიანს ჩემად და შესაბამისად ჩემს მეგობრად… ჩემი “მეგობრების სიაში” ვერასდროს ნახავთ ერთი “კატეგორიის” ადამიანებს. სია არც ისე დიდია, თუმცა მრავალფეროვანი და თითოეული მათგანის დაკარგვაც კი დიდ ზიანს მომაყენებს.

ვინ ვიქნებოდი მეგობრები რომ არ მყავდეს?

– ალბათ ისევ ის ვინც ვარ დღეს.

როგორი ვიქნებოდი შინაგანად?

– მექნებოდა მუდმივად დაუკმაყოფილობლობის შეგრძნება. ჩემს სულს დააკლდებოდა რაღაც, ვიქნებოდი მუდმივად რაღაცის ძიებაში… (თუმცა ამ ეტაპზეც ეგრე ვარ)

არ მინდა წარმოვიდგინო რა ვიქნებოდი მე რომ მეგობრები არ მყავდეს. ბედნიერი და მადლობელი ვარ რომ ცოტა, მაგრამ მაინც მყავს ადამიანები ვისაც მეგობარს ვუწოდებ.

თქვენ იცით რას ნიშნავს მეგობარი? მე ვიცი, მაგრამ არ შემიძლია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, ისევე როგორც სიყვარულის ახსნა. უბრალოდ უნდა გწამდეს მეგობრობის სიწმინდისა და ყველაფერი კარგად იქნება.

არ მინდოდა არავის დათაგვა რადგან უინტერესო და არასასიამოვნო მეჩვენება იმის წარმოდგენა როორი იქნებოდი მეგობრები რომ არ გყავდეს…

მაგრამ მაინც

გრინ მარ დაწერე რა, კნუტ შენც, ჭინკა შენც

მესაჭიროება სიახლე

სიახლე – ეს ისეთი რამეა რასაც ორგანიზმი სისტემატიურად მთხოვს. არა მარტო ორგანიზმი, არამედ სული,ფსიქიკა, გონება და ყველაფერი.

ძველ დღიურებს ვათვალიერებდი და ყველგან სიახლის არარსებობაზე ვწუწუნებ და მოვთქვამ.

4–5 წლის წინანდელ ჩანაწერებს ვკითხულობ და იგივეს განვიცდი.იგივენაირად მსურს და მესაჭიროება სიახლე ცხოვრებაში როგორც მაშინ.

რამდენიმე თვე “კარგად” ვიყავი, რადგან იყო სიახლე ჩემს ცხოვრებაში ბლოგინის სახით. მეგონა უნივერსიტეტი კიდევ უფრო არევდა ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას და კიდევ უფრო მეტი სიახლე შემხვდებოდა ცხოვრებაში, თუნდაც ცუდი. მაგრამ მწარედ გაღიმებული დავრჩი…

ორგანიზმი, სული, ფსიქიკა, გონება, ყველაფერი მთხოვს რაღაც ახალს. რაღაცას რაც აბსოლუტურად შეცვლის ჩემს ცხოვრებას და ცხოვრების სტილს. მჭირდება რაღაც ან ვიღაც.

დღეს პირველად დავბრუნდი შინ მოდეპრესიო 😐 როგორც წესი მსგავსი “გაფრენები” არ მჭირს ხოლმე, მაგრამ საოცრად მინდა ტირილი. ტირილი მთელი გულით, სლუკუნით და ცრემლებით… მინდა ყველაფერი გამოვიდეს ჩემიდან, ყველა ემოცია, გრძნობა…

რაღაც მჭირდება. სიახლე მინდა… და როგორ მივაღწიო ამას არ ვიცი. დავიჯერო ისევ 4–5 წელი უნდა ველოდო?

პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება

მთელი მონდებით და ენერიით ვცდილობთ დავცინოთ ისეთ სიმღერებს როგორებიცაა: “სამი დალიე შეგერგება”, “ტრულაიას ფული რად უნდა”, “აფრები”, “ყარაჩოღელნო მე ჩემს სატრფოს აღარ ვუნდივარ”, “დამისხით ძმებო”… და ნუ ჩამომათვლევინებთ ბოლომდე.

სამაგიეროდ ორი–სამი (10–20) ჭიქის და კარგად შეზარხოშების შემდეგ მთელი მონდომებით და ენერგიით ვცდილობთ კარგად ვაქნიოთ საჯდომი და არეული ხელ–ფეხი და ჩვენი მოძრაობები ცეკვას მივუსადაგოთ. იმ მომენტში ნებისმიერი “სამი დალიე” საოცრად სასიამოვნო, მელოდიური და ცეკვის ხასიათზე მომყვანია.

მეორე, მესამე დღეს ისევ ისევ ვიგდებთ მასხრად ნებისმიერ “სატრფიალო, დარდიმანდულ” სიმღერებს. ისევ ათი თითით დავცინით ყველას ვინც უსმენს და მოსწონს  და არც კი ვიმჩნევთ, რომ რამდენიმე საღამოს წინ ჩვენც “გავაჯაზეთ” და ჩვენც “დავიმხეთ” რესტორანი თუ სახლი ამ სიმღერებზე ცეკვით.

რა გვჭირს ადამიანებო? რატომ ვცდილობთ ყოველთვის დავფაროთ რეალური სახე და ვიყოთ ძალით შეთითხნილი ვითომდა პიროვნებები? რატომ ვცდილობთ გამოვჩნდეთ სხვებზე მაგრები და რატომ გვინდა რომ ამ ყველაფერს ხაზი გავუსვათ? რატომ ვართ ადამიანები განვითარების ასეთ დაბალ საფეხურზე?

მთვრალი ადამიანი რა შესაყვარებელია, მაგრამ ზოგიერთი მხოლოდ სიმთვრალეში იმსახურებს პატივისცემას. რადგან მხოლოდ სიმთვრალეში ახერხებს (უფრო სწორედ ვერ ახერხებს დაფაროს რეალური სახე) იყოს ის რაც არის და არ გაურბის რეალობას. არ “უტყდება” საკუთარი მეობის, მერე რა რომ ფეხი ერევა და “იქვე კიბესთან იკეცება”, სამაგიეროდ მხოლოდ მაშინ სჩანს რეალური პიროვნება.

მე მომწონს 

P.S რა თქმა უნდა პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება და არც მათ ვისაც არ აქვს პრეტენზია ერქვას ადამიანი.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

შევიცვალე!

თანაც ძალიან.

აღარ ვარ “ის” ნათია, რომელიც 8 თვის წინ იყო.

ვგრძნობ ამ ყველაფერს და მეთვითონვე მიკვირს.

არ მეგონა ადამიანები ესე “თვალსა და ხელს შუა” თუ იცვლებოდნენ.

ერთ რამეს მივხვდი. ჩემზე ძალიან მოქმედებს ის საზოგადოება და ადამიანთა ჯგუფი რომელშიც ვიმყოფები, რომელშიც ვტრიალებ. მოქმედებს თითოეული ადამიანი და შესაბამისად ვიცვლები “მათ ყაიდაზე”. არა, მათნაირი არ ვხდები. არ ვემსგავსები სხვას. მე ისევ მე ვარ. უბრალოდ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხვრობს. ხან რომელი იჩენს თავს, ხან რომელი. მე მომწონს ეხლანდელი ნათია.

რამდენიმე დღის წინ კლასელები ვნახე და რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები იყვნენ. ერთ–ერთმა ისიც კი მკითხა ზაფხულში ბლოგერებთან ერთად ისვენებდი თუ ასე ძალიან რატომ შეიცვალეო. მერე რამდენიმე კითხვა დამისვა და პასუხს პირღია უსმენდა. ბოლოს შეტრიალდა და საუბარი დაასრულა…

რამდენიმე წუთის წინ ადომ მომწერა შეიცვალეო…

ჩემს თავს ყოველდღე ვატყობ რომ შევიცვალე და რომ კიდევ ვიცვლები.

ადამინი მთელი ცხოვრება იცვლება და ეს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ… უცნაური შეგრძნებაა.

თითქოს ახალი პიროვნება არის დაბადებული ჩემში. ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი.

ადრეც ამ ეპითეტებით “მამკობდნენ”, მაგრამ დღეს უფრო სხვანაირად.

როგორი ვიყავი ერთი წლის წინ? ვერ გიპასუხებთ. იმიტომ კი არა, რომ არ ვიცი, ან არ მახსოვს, ან მიტყდება, ან… ან რამე სხვა, უბრალოდ ვერ გეტყვით, რადგან არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. არც ეხლა მიყვარს. მაგრამ ამ “ცვლილებებმა” უკვე ძალიან იჩინეს თავი. მე თვითონ გაკვირვებული ვარ…

მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მე მომწონს ეხლანდელი ნათია, უფრო სწორედ, ეხლა უკვე სიყვარულოვნა ვარ და არა ნათია.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

17:17

“23.09.2010

17:17

ციფრების რა საოცარი დამთხვევაა…

ამ დროს ძირითადად სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე, ჩუმად, თავისთვის და არავის უმხელენ… მეც ჩავიფიქრე…

ვერის ბაღში ვარ. მარტო. ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდოდა. ერთი საათი არავინ მოვა. ცოტა მოღრუბლულია, ალბათ იწვიმებს.

ვათვალიერებ აქაურობას და ხალხს.

ეს ბაღი ბლოგერების გარეშე ბევრად საინტერესო ყოფილა. ბლოგერებთან ერთად როცა ვარ, მხოლოდ მათ ვამჩნევ.

ეხლაც მათ ველოდები. ლეონსიომ დამირეკა, გამოდიო. უცბად მოვიფიქრე ტყუილი რისი საშუალებითაც 9–მდე არ შემაწუხებდნენ კითხვებით: “სად ხარ?” “როდის მოხვალ?” და ა.შ.

ბაღში სეირნობისას იმ ადგილებს ჩავუარე სადაც ერთი–ორი (ბევრი) ტკბილი მოგონება მაკავშირებს და თითოეული მათგანი ბლოგერებთან ასოცირდება.

წერა, რომ დავიწყე ვფიქრობდი მათზე არ დავწერთქო, რადგან არა ერთი პოსტი მაქვს მიძღვნილი მათთვის (დახასიათება გინდა თუ სიყვარულის ახსნები). მაგრამ ვერ ავცდი. ვერის ბაღი მხოლოდ მათთან ასოცირდება.

სწავლა დამეწყო. თავი სკოლაში მგონია. ნიშნის გამო ტირილი და დაფასთან მოყოლები… ყოველდღე სამეცადინო და კონსპექტები გასაკეთებელი. დრო – ფაქტიურად აღარ.

17:17

მეც ჩავიფიქრე სურვილი…

მთელი გულით მინდა, რომ ცოტა დრო მაინც გამოვნახო ბლოგერების სანახავად ხოლმე. უბრალოდ თვალის შევლებაც საკმარისი იქნება იმ დანაკლისის შესავსებათ, რომელიც მათთან არა–ურთიერთობის დროს გამიჩნდება.

თითქმის ერთი საათია ვწერ, ყავაც გაცივდა…

დუდი მოვიდა…”

შეჩვევა ორგვარია

რამდენიმე დღის წინ გრინ მარიმ მომწერა რომ ბლოგერების შეკრებაზე აღარ მოვალო. ბუნებრივია ერთი მარტივი და ლოგიკური კითხვა გამიჩნდა: “რატომ”? პასუხი  იყო ის რისიც  ყველაზე მეტად მეშინია: “ნელ–ნელა ვეჩვევი ამ ხალხს და მერე ძალიან გამიჭირდებაო”.

შეჩვევა – ყველაზე საზიზღარი და დედააფეთქებული გრძნობაა. არაფერი მეგულება ამაზე უფრო გამაღიზიანებელი და სასტიკი.

ამ ბოლო დროს ბევრისგან გავიგე უაზროდ ვიცი შეჩვევაო, მაგრამ ეჭვი მეპარება ვინმეს ჩემს და მარის მსგავსად ჰქონდეს “აკვიატებული” ეს გრძნობა. მაგრამ, ჩემსა და მარის შორის ის სხვაობაა რომ როდესაც მარი გრძნობს “საფრთხეს” გაურბის, მე შუბლით ვეჯახები და მის თავიდან არიდებასაც არ ვცდილობ. ვიცი როგორი ექნება ბოლო თუ გაგრძელება მაგრამ ადამიანების გარეშე მაინც არ შემიძლია.

მიყვარს ხალხი, ხალხთან ურთიერთობა და სხვადასხვა საზოგადოებაში ტრიალი. მერე ამ ყველაფერს დაემატება უკვე კაი დროს გაცნობიერებული გრძნობა “მე შევეჩვიე”. თანაც უბრალოდ და მარტივად “შევეჩვიე” კი არა არამედ შევეჩვიე და ვსო.

აი როდესაც ამას ვაანალიზებ აი მანდ “მერხევა”.  სულ მინდა რომ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრო, მათთან ვიყო, სულ ვუყურო და არ მომბეზრდეს არასდროს. კი მარტივად ჩანს ეს ყველაფერი და თითოეულ თვენთაგანს განუცდია მაგრამ, მერწმუნეთ ამას ჩემსავთ ვერავინ გაიგებს და ვერავინ იგრძნობს.

საშინელებაა!

წარმოიდგინეთ, იღვიძებ მასთზე/მასზე ფიქრით. დღე ისე გადის მასზე/მათზე ათას რამეს იტყვი და თანაც კარგს (მიუხედავად იმისა რომ იცი ცუდიც ბევრია), დღე ისე გადის რომ 4086–ჯერ ამოგიტივდება თავში ფრაზა “როდის ვნახავ?”.ნახავ და მათგან უაზროდ კმაყოფილი და დადებითი ემოციებით აღასავსე მოდიხარ იმის მიუხედავად, რომ არაფერი მომხდარა ისეთი რაც აგაღფრთოვანებდა. თუმცა მხოლოდ ნახვა და მასთან/მათთან ერთად გატარებული რამდენიმე წუთიც კი უაზროდ სასიამოვნოა.

აქ, “ბლოგის ფურცლებზე” იმის გადმოცემა რასაც ვგრძნობ და განვიცდი შეუძლებელია და ამიტომ არც გამიკვირდება წაკითხვის შემდეგ რომელიმემ რომ გაიფიქროთ მეც ზუსტად მასე ვარო.

დამიჯერეთ, არ არის ეს კარგი და სასიამოვნო გრძნობა. შეჩვევაა ეს ის არის 3 წელი ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გექნება, თანაც ისეთთან ვინც ტყუილებით დაიწყო და დაასრულა ურთიერთობა და 3 წლის მერეც მასზე ფიქრობ. ფიქრობ და გენატრება. იხსენებ იმ გავლილ წუთებს რომლებიც ერთად გაატარეთ. ყველაფრის დასრულებს შემდეგ და იმის გაანალიზების შემდეგ რომ ეს არ იყო, მარტივად რომ ვთქვათ, ნორმალური ურთიერთობა და ადამიანი და ამთავრებ ყველაფერს, მაინც მასზე ფიქრობ. ფიქრობ იმიტომ რომ შეჩვეული იყავი ყველაფერს. მას, მის სულს, საუბარს,საუბრის მანერას, ყველაფერი ასოცირდებოდა მასთან და ამის მონატრება 3 წლის მერეც რომ გამოგყვება უკვე ძალიან ცუდია. (არა, შეყვარებულზე არ ვსაუბ)

შეჩვევა ორგვარია: ისეთი, როგორიც იცით თქვენ და ისეთი, როგორიც ვიცი მე.

ბლოგერების ექსკურსია #6

მგონი პირველად ხდება, რომ ახალი დაბრუნებული არ ვწერ ამ პოსტს. თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ იგივე ემოციებით იქნება დაწერილი, რადგან ყოველი ექსკურსიის შემდეგ “კაკ მინიმუმ” 3 დღე ისევ იმ ემოციებში ვარ ხოლმე და ყოველთვის ამომიტივდება თავში ფრაზა: “აუ ძალიან მაგარი იყო, კიდევ მინდა”.

გუშინ დავით გარეჯი მოვინახულეთ. სანახაობრივად (მგონი) ყველაზე წარმატებული ექსკურსია აღმოჩნდა + ის ხალხი იყო ვისთან ერთადაც წინა ორ ექსკურსიაზე არ ვიყავი: zurriussi, ბექა, ნიკა, doOdy, თიკო, გვანცა გრინი, ქეთი… სამაგიეროდ არ იყვნენ ისინი ვისთან ერთადაც წინა ორი ექსკურსია გავატარე: ფსიქე, გაბო და სვანი (მინდოდა რომ ყოფილიყვნენ).

მოკლედ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის კომპლექსი დაახლოებით ერთი კილომეტრის (880მ) სიმაღლეზე მდებარეობს. სრულად სანახავად საჭიროა ფეხით უდაბნოს მონახულობა. ჩვენ ეს შევძელით! რამდენიმე საათი (2–3) მზის გულზე, წყლის და ქუდის გარეშე ვიბოდიალეთ. მაგრამ, ლეონსიომ გაიღო მოწყალება და გერმანელ ტურისტებს, უკაცრავად, მასწავლებლებს ცოტა წყალი გამოართვა ჩემთვის. მადლობა ლეონსიო! მზის გულზე შებრაწვა ღირდა იმ სანახაობად რაც ჩვენს წინ იყო. ულამაზესი ადგილები. დაე, გშურდეთ ვინც არ/ვერ წამოხვედით.

მონასტრის მონახულების შემდეგ ჩრდილი ვიპოვეთ ძლივს, უფრო სწორედ ერთი ხე და მის მიერ შექმნილი ჩრდილი. დავბანაკდით, დავისვენეთ და ლეონსიო აფოტოგრაფეს. ლევანიმაც თავის მხრივ სურათები გადაიღო… თავად შეაფასეთ მის პირწიგნაკზე (დააჭირეთ) და რამდენიმე აქვე:

სიმართლე გითხრათ, გართობის მხრივ თუ შევაფასებთ ამ ექსკურსიას ათ ბალიანი სისტემით, მაშინ 8–ს დავუწერდი.. = )) თუმცა აქვე ბონუსად ერთ ვიდეოსაც შემოგტავაზებთ

და მაინც, მე თქვენ მიყვარხართ. და თქვენთან ერთად გატარებული ნებისმიერი წუთი მიყვარს.