ხალხმა უნდა ისწავლოს ყველანაირი სამუშაოს დაფასება

სამსახურის თემა საქართველოში ყველაზე აქტიური იყო. განსაკუთრებით აქტიური ბოლო პერიოდში გახდა. მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა როგორც იქნა დააღწიეს თავები დედიკოს კალთებს, მამიკოს ფულებს და დამოუკიდებლობა მოისურვეს. თუმცა მარტო სურვილი საკმარისი არ არის.

იძახიან უამრავი პროგრამა ტარდება იმისთვის რომ ხალხი დავასაქმოთო. განსაკუთრებით კი სტუდენტებიო. თუმცა დღეს ყოველი მეორე სამსახურს ეძებს, ხშირად უშედეგოდ. უშედეგოდ იქნება აბა რა, როცა ყველგან გამოცდილების მქონეს მოითხოვენ. საიდან უნდა მქონდეს გამოცდილება თუ არსად მიმიღებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდილება არ მაქვს (თანაც მინიმუმ 6–თვიანი გამოცდილება).

ვისაც გაუმართლა და იშოვა სამსახური, სადღაც ერთ თვეში მოჰყვება წუწუნს რომ დაიღალა, რომ აღარ შეუძლია, რომ ყველაზე რთულ საქმეს აკეთებს…

ყველაზე რთული (როგორც წესი) ადამიანებთან ურთიერთობაა. შესაბამისად, სამსახურიც, სადაც ხალხთან გიწევს ურთიერთობა ყველაზე რთულია. ათასი რჯულის, ხასიათის, გემოვნების, პრეტენზიების ხალხი არსებობს და წარმოიდგინეთ თითოეული მათგანის სახეობის 20–30 ადამიანს რომ შეხვდები ყოველდღე. გეთანხმებით საშინელებაა. მტკიცე ნერვები, გამძლეობა და მოთმინებაა საჭირო, რაც ასე იშვიათია. თუმცა ბოლო ორი დღე სწორედ მსგავს “ყულფში” შევყავი თავი.

სახელდახელოდ ჩაწერილი წინდადებები ჩემს მობილურში

დღე პირველი:

დედაჩემი ბავშვის ტანსაცმელს ყიდის. ეს ორი დღე მის მაგივრად მე ვიქნები. მარტო გამყიდველს გაუჭირდება. თანაც როგორც იტყვაინ “სეზონია”.

ეს რა სასწაული ქალი იყო😐 7 მაიკა, 3 პერანგი (საროჩკა), ორი შარვალი და ჟაკეტი გადმოგვალაგებინა. ბოლოს არაფერი იყიდა. ამეების დაკეცვა და დალაგება არ გინდა?

ზოგი რა უპრეტენზიოა. მოვიდა, ნახა, იყიდა, წავიდა.

4 საათი ისე გახდა ვერ გავიგე. მომშივდა კიდეც.

რამდენ ადამიანს ხვდები და ყველას უნდა უცინო, შენივე სასიკეთოთ. დამღლელია ამდენი კრიჭვაც.

ვლაგდებით. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. რაღაც აზარტის მსგავსია, რა უფრო მეტს გაყიდი მით უფრო მოგებულში დარჩები.

ფსიქოლოგიურად, ყოველდღე აქ სიარული რამდენიმე წლის განმავლობაში და ამდენი უცნაური ადამიანის ატანა, საშინელებაა!

ესეც ჰონორარი

დღე მეორე:

გუშინდელთან შედარებით მიჭირს გაძლება. დროც ნელა გადის. ხალხი არ არის, ანუ ვაჭრობა არ გვაქვს, ანუ ვერ ვერთობი.

300–ლარის ტანსამელი მხოლოდ ერთმა ქალმა იყიდა 15 წუთში. მეორე კი ნახევარი საათი არჩევდა ერთ მაისურს და ისიც არ იყიდა😐

სახლში მივდივარ (party)

ჯერ კიდევ ზაფხულის დასაწყისში მითხრა დედიკომ სექტემბრისთვის მომეხმარეო. დიდი ინტერსით და სურვილით ველოდებოდი. ბოლოს და ბოლოს სახლში უსაქმურად მაინც აღარ ვიჯდებოდი. იქ კიდევ დრო ისე გადის ვერც იგებ. რთულია ვაჭრის პროფესია. ამასაც ცოდნა უნდა. ტაქტიკა და ეშმაკობაა საჭირო. მხოლოდ ფასების დასახელებით და შესაფერისი ზომის მოძებნით შორს ვერ წახვალ. კარგად უნდა იცნობდე ადამიანთა მოდგმას და მხოლოდ შეხედვით და კითხვის დასმით უნდა მიხვდე როგორი ბუნებისაა, როგორ ესაუბრო, რა სჭიდება (ხშირად თავად არ იციან რა უნდათ)  და ბოლოს მოახერხო იმდენი, რომ წაიღოს შენგან, როდესაც გარშემო თითქმის ყველას აქვს მსგავსი მაისური ან შარვალი.  ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია ნერვებთან. სუსტი ნერვების მქონეები ვერ გაძლებენ მსგავს სამუშაოზე. თუმცა როდესა სხვა გზა არ გაქვს მოგიწევს აიტანო, მოგიწევს ისწავლო ეშმაკობა და რაღაც მომენტში გაიძვერობაც კი.

ამ ორ დღეში ისიც შევამჩნიე, რომ მყიდველები არ არიან კეთილგანწყობილები გამყიდვლების მიმართ. რა თქმა უნდა ყველაზე არ მაქვს საუბარი. რახან მას ვაჭარი ჰქვია, არ გულისხმობს რომ “კლიენტი” მასზე რაიმეთი მაღლა დგას, ან უკეთესი პიროვნებაა. ათასი ვაჭარი არსებობს რომელთა მიღმაც საკმაოდ განათლებული და კარგი ადამიანები იმალებიან. უბრალოდ “პროფესია” აქვთ ისეთი სადაც უწევთ მუდმივათ ტყუილი. სხვაგვარად რბილად რომ ვთქვათ საჭმლის ფულსაც ალბათ ვერ იშოვიან.

ხალხმა უნდა ისწავლოს ყველანაირი სამუშაოს დაფასება. თორემ მოვა დრო და ის დაწუნებულიც სახვეწარი გაუხდება.

20 thoughts on “ხალხმა უნდა ისწავლოს ყველანაირი სამუშაოს დაფასება

  1. Mari

    ვა, აკაკი წერეთლის პორტრეტი გაჩუქეს ნაათ?😀

    ძალიან საინტერესო პოსტი იყო. სამსახურების თემა უამრავი ადამიანის ტკივილია და ეს სტაჟი ხომ საერთოდ… ვითომ დაბადებიდან თან უნდა მოგყვებოდეს. თუ არ მიგიღეს სამსახურში, საიდან გექნება სტაჟი😦

    იმედი მაქვს 3 წლის შემდეგ როგორმე შევძლებ ნორმალური სამსახურის შოვნას სადმე. მანამდე თანახმა ვარ სტაჟის გამო უხელფასოდ ვიმუშავო რომელიმე ბანკში.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სტაჟიორად მიგიღებენ. უხელფასოდ და მერე გაცილებით ადვილია სამსახურის დაწყება. ეგრე ვაპირებ მესამე კურსიდან ოღონდ. მანამდე პროფესიის გარეთ ვეძებ რაიმე სამსახურს. ერთი ვიპოვე. ორიფლეიმში გავწევიანდები = ))
      ხო, აკაკის პორტრეტი ორი მაუქეს😀 ნუ ექსკურსიის ფული გამოვიმუშავე ჩემით. მერე რა რომ დამატება დასჭირდება

      Reply
      1. Mari

        ორიფლეიმში გაყიდვების მენეჯერად? მე ისეთი ბოთე ვარ, ვერასოდეს შევძლებ მაგას.

      2. siyvarulovna Post author

        ხო, კონსულტანბტად. ადვილია საკმაოდ. შენზე არაფერია დამოკიდებული. კატალოგი გექნება და თუ ვინმეს რამე მოეწონა იმას გამოიწერ. მოკლედ, ვაპირებ გაწევრიანებას. ერთ–ერთმა კონსულტანტმა მითხრა დაგირეკავ ამ დღეებშიო

    2. Mari

      და ვის უნდა ანახო ეგ კატალოგები მაგას ხომ უნდა მოფიქრება? მიდი ნათ, მე შენთან ვარ :* :* :*

      Reply
  2. undone

    გეთანხმები სრულად. მთავარია სამუშაო და რა, როგორ, რანაირად, რატო არ აქ მნიშ. როგორც მივხვდი, ეს შენი პირველი გასამრჯელოა?

    Reply
  3. Mari

    ეჰ, ბავშვობაში რა კარგი სამსახური მქონდა… პიანინოს დაკვრაში მიხდიდა ხელფასს ბებიაჩემი. :)))

    Reply
    1. Mari

      ნათ, დოლარებზე ამბობს :))) ისედაც მიხვდებოდი მაგრამ მაინც, თავი დავიზღვიე :))))

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        😀😀😀😀 ვერა ხარ შენ ხომ იცი😀😀 ეგეთი დებილიც არ ვარ რომ ვერ მივხვედრილიყავი

  4. dekemberiusi

    მეც მაქვს ვაჭრის გამოცდილება:) და მეც ძალზედ საინტერესოდ ვთვლი, უბრალოდ ეს 2 წლის წინ იყო და ესე დაზუსტებით აღარ მახსოვს მაგრამ დროს რომ კარგად ვატარებდი ეს ცხადია.🙂 მე გასამრჯელო არ მიმიღია😦 მაგრამ ეგ არაფერი.
    მეც გეთანხმები უნდა დააფასოს ხალხმა ყველა სამუშაო. მე მაგალითად ქუჩებისაც კი დავხვეტავდი დილაობით:) ამაშიც არის რაგაც თავისებური და საინტერესო. :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ვფიქრობდი მაგაზე🙂 მაგრამ რადგან დილით ადგომა სასტიკად მეზარება + ვსწავლობ არ გამოვა😦

      Reply
  5. alleskreativ

    რთულია საქართველოში იპოვო სამუშაო,თან კარგი სამუშაო.მაღალი ხელფასით და ა.შ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველა სამუშაო კარგი და დასაფასებელია(შენსავით ვფიქრობ რა)🙂 :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიხარია ჩემსავით რომ ვფიქრობ😀 :* მართლაც ძნელია სამსახურის პოვნა და მითუმეტეს პოვნია კარგის პოვნა.
      ამიტომ არ მესმის აქ რომ იბზუებენ ხომ ცხვირებს და საზღვარგარეთ გარბიან იგივე საუშაოს გასაკეთებლად.

      Reply
  6. meanderdze

    1.ჩემს გარშემო ბევრს აწუხებს სამსახურის შოვნის პრობლემა და თან ყველგან გამოცდილებას ითხოვენ… შე კაი დედ–მამიშვილო, თუ არ დაასაქმე გამოცდილებას როგორ მიიღებს???????
    2.გურამიშვილი გვაფრთხილებს, უფრო სწორად ვაჭრებს აფრთხილებს – სმასა და ყომარბაზობას უნდა ერიდონო =)))

    Let’s lovee each other!!!

    Reply
  7. izabellaanuki

    გამარჯობაა ნაათ, ამ ბოლო დღეებში შენს ბლოგს ყურადღებით ვათვალიერებ და ძალიან მომწონს როგორ გულწრფელად წერ… დღევალნდელი პოსტი გამორჩეული და ახლოა ჩემთან მეც მაქვს ვაჭრობის გამოცდილება, და შემიძლია თავისუფლად ვთქვა რომ ეს ერთ ერთი ყველაზე რთული სამუშაოა, ამდენი ხალხის ყურება და ყველასთან საერთო ენის გამონახვა არ გინდა? წარმატებები ორიფლეიმთან დაკავშირებით…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობთ, რომ მოგწონს და წარმატებისთვის.
      მართლაც ძალიან რთულია ამდენ ადამიანს სულ უღიმო. თანაც ხომ იცი “კლიენტ, ვსეგდა პრავ”

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s