ბლოგერებო მიყვარხართ!

მას შემდეგ რაც ბლოგერები გავიცანი (და არა მათი ბლოგები) ძალიან ხშირად ვსაუბრობ მათზე. ერთი სული მქონდა თბილისში ჩამოვსულიყავი და ყველა მენახა, ყველა ერთად.

თითქოს ბლოგერები სამყაროს ცალკე ნაწილს შეადგენენ. ბლოგერებში გაერთიანებულები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთებიც კი სხვა დროს, სხვა სიტუაციაში რომ გამეცნო ან საერთოდ არ მექნებოდა ურთიერთობა ან მექნებოდა და აბსოლუტურად განსხვავებული.

ბლოგოსფერო თითქოს ერთი დიდი ოჯახია და ჩვენ ყველანი ოჯახის წევრები ვართ, ჩვენ–ჩვენი მოვალეობებით და უფლებებით.

თითოეული მათგანი მიყვარს, მიყვარს არა როგორც მეგობარი, ნაცნობი, არამედ როგორც ბლოგერი. მიყვარს მათი ქმნილებები – ბლოგები.

აქვე პაწუს სიტყვები რომ არ მოვიტანო არ იქნება:

ყველანი სათითაოთ რომ აგიღოთ, ერთფეროვნები ხართ, ჩემი ჩათვლით, მაგრამ ერთად ფერადები ხდებით…”

Advertisements

11 thoughts on “ბლოგერებო მიყვარხართ!

  1. Pingback: Tweets that mention ბლოგერებო მიყვარხართ! | Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  2. kevana

    სიყვარულს უწვიმია, ვაშაააააა :დ
    მინდა ამ წვიმაში დასველება :დ

    Reply
  3. mwvanevashli

    მეც მიყვარხართ ყველა. აი, ყველაც კი. მგარმ არ ვფიქრობ, რომ ერთფეროვნები ვართ. პირიქით თითოეული ჩვენგანი რადიკალურად განსხვავებულია სხვებისგან. თითქოს, ბევრი არც არაფერი საერთოც კი არ გვაქვს ერთმანეთთან. მე მგონი ცალკე სამყარო ვართ, აი, რომელიმე ფილმში რომ იქნებოდა, ხალხი რომელიც ცხოვრობს სხვებთან ერთად და მაინც ცალკე სამყაროს რომ წარმოაფგენს. აბა, მაგალითად სხვა ლეონსიოს სად იპოვი?! მენატრება ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტი წინასწარმეტყველია. ზურიუსი გამუდმებით ტვინს ანაყოფიერებს, მაგრამ მოუთმენლად ველოდები მის ჩამოსვლას. მე აბსოლუტური ბაიყუში ვარ და მიუხედავად ამისა, ვიცი რომ მაინც გიყვარვართ ( დედა,დედა, რა ოპტიმისტი ვარ).

    Reply
    1. Mari

      გეთანხმები. სულაც არ ვართ ერთფეროვნები. ყველა ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან და მაინც მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს, ნუ შეძლებისდაგვარად :)))

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ცალკე არეღებულები ჩვეულებრივები ვართ. ერთად რომ ვართ მაშინ ვართ განსხვავებულები. უფრო სწორედ მაშინ შეიმჩნევა ეგ განსხვავებულობა

  4. Mari

    არაფერიც ნათ. ცალ-ცალკეც კარგად ვპუტავდით მე და შენ ერთმანეთს როცა იყო თუ გახსოვს 😛 და არ ვართ ერთნაირები არანაირად. ყველას განსხვავებული აზრები და შეხედულებები გვაქვს. ბლოგერობა გვაერთიანებს მხოლოდ. აბა შენნაირი მეორე ვინ არის დაასახელე? ან მე მიპოვნე ჩემნაირი თუ მაგარი ხარ 😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      “უფრო სწორედ მაშინ შეიმჩნევა ეგ განსხვავებულობა” – არ მითქვამს რომ ერთნაირები ვართ 🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s