ამოალაგეთ ჩანთები

ერთ ძალიან საყვარელ ბლოგზე წავაწყდი პატარა ტეგ–თამაშს. ძალიან მომეწონა და ნებითა ჩემითა ჩავერთე.

რაში მდგომარეობს თამაშის არსი?

“ამოალაგეთ ჩანთები (იგულისხმება ჩანთა, ხელჩანთა, ზურგჩანთა, გვერდზე გადასაკიდებელი, წინ ჩამოსაკიდებელი თუ რაც არის) და მოგვიყევით, გვაჩვენეთ, გაგვილექსეთ რა გიდევთ ჩანთაში.

რა ნივთია ის რომელიც ყოველთვის დევს, რომლის ადგილიც ყოველთვის იცით და ა.შ.”

ჩანთები არ მიყვარს არც მათი სიმრავლით გამოვირჩევი. აბიტურიენტობის დროს შევეცადე რაც შეიძლება კომფორტული, მოსახერხებელი, ადვილი სატარებელი და მსუბუქი ჩანთა მეყიდა. რომელიც მთელი წელი პატიოსნად მქონდა ზურგზე მოგდებული.  აი ისიც:

გარეთ როდესაც გავდივარ ვცდილობ ყველაფერი ჯიბეებში ჩავიტენო. მაგრამ ხშირად არ გამომდის და მიწევს ჩემი ერთგული ჩანთის შეწუხება. არც თუ ისე ბევრი ნივთი მიდევს. მხოლოდ ის, რაც აუცილებლად მჭირდება. აი ისინიც:

1. ნოვა – იშვიათად რომ არ მედოს. რა იცი რაში დაგჭირდეს პრინციპით.

2. საფულე. სადაც უამრავი რაღაც მიდევს. სხვა და სხვა ვიზიტკებიდან დაწყებული პატარა სურათებით დამთავრებული. + პირადობაც, რომელიც ჯერ არ დამჭვირვებია. უი, რო დამაჯარიმეს ავტობუსსში მაშინ დამჭირდა ერთადერთხელ.

3. ბლოკნოტი. ჩანთა რომ ოდნავ დაამძიმოს მაგიტომ მიდევს ხოლმე ძირითადად. თუმცა თუ გრძელ გზაზე მივდივარ, მგზავრობას ძალიან მადგება ხოლმე. ან ვკითხულობ ძველ ჩანაწერებს (ასე 3–4 წლის წინანდელებს) ან ვწერ ახლებს.

4. მარკერი რატო მედო არ ვიცი.

5. სუნამო. უიმისოდ არ გავდივარ გარეთ თუ ჩანთა მიმაქვს, და ყოველთვის როდესაც მომეცემა შანსი ვისხამ ხოლმე.

6. სახლის გასაღები. რამდენჯერმე არ მქონდა წაღებული და დავრჩი გარეთ. როცა მიმაქვს ხოლმე ყოველთვის სახლში მხვდებიან.

7. თუ ჩანთა მაქვს აკიდებული შიგნით აუცილებლად იდება ციფრული🙂

8. ტელეფონი. რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჯიბეში მიდევს. მაგრამ ხდება ხოლმე რომ უჯიბო რაღაც მაცვია და გდია თავისთვის ჩანთაში. ვიღაც რეკვით რომ გასკდეს ვერც გავიგებ.

ვთაგაც ფსიქეს, რომელიც სულ ჩანთა აკიდებული დადის და  სვითს რომლის ჩანთის შიგნით ნივთები უბრალოდ მაინტერესებს.

13 thoughts on “ამოალაგეთ ჩანთები

  1. Mari

    ჯიბეები და მათი ჯანი. ერთ ჯიბეში სამგზავრო ბარათი, მეორეში ფული, მესამეში 1 ცალი სელპაკი და ხელში მობილური. ნუ სწავლა როცა იწყება მერე კი მიწევს 1 ტონა ტვირთის თრევა ჩანთით

    Reply
  2. Givillo

    ჩანთა ერთიწელია პლასტმასისზიპიანმა გამჭვირვალე კაკკებმა შემიცვალეს, თუ არ დამავიწყდა ხვალ გადავუღებ. შიგ აუცილებლად დევს პირადობა, ორი ბეჭედი, ორი საჩეკო წიგნაკი, სახლის გასაღები, ფურცელი დღის გეგმით, კალამი, 2-3 ვიზიტკა და ამდენივე ფაქტურა და ზედდებული – მოკლედ საკმაოდ პროზაულია.
    იშვიათად სიგარეტი და სანთებელაც ესტუმრებიანხოლმე ჯიბეში თუ მოსწყინდათ.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბეჭედი თითებზე არ სჯობს, ვიდრე ჩანთაში?😀
      არ მიყვარს ჩანთა და არც ვიყენებ თუ აუცილებელი არ არის🙂

      Reply
  3. პე:>

    მშვენიერი პოსტი გამოგივიდა (სუნ)
    ჩემი პოსტიც ჩავასწორე და ოფიციალურად დაგთაგე : დ

    ერთ ძალიან საყვარელ ბლოგზე წავაწყდი
    <<
    (h)
    მადლობა❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დაწერე :* ისინი დავთაგე ვისაც ვიცი რომ ჩანთა უეჭველი აქვთ ყოველთვის

      Reply
  4. fsiQe

    ნათ რა საყვარელი ხარ❤
    კარგი პოსტია და დღეს დავწერ მეც

    Reply
  5. nafan9

    მე სუ ნაგვით რატო დავდივარ, ბლინ ))) სულ ავტობუსის ბილეთები, ჩეკები, ნოვები )) და ნუ დანარჩენი ბანალურად. + წყალი

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ, ავტობუსის ბილეთებს ნუ იკითხავ.😐
      აბიტურიენტობის დროს ჩანთა მაგით იყო გაძეძგილი, დღის ბოლოს კაი ნაგავი გროვდებოდა. ეხლა იმდენად არა🙂

      Reply
  6. Pingback: ამოალაგეთ ჩანთები! | დაწერე ის რასაც ფიქრობ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s