carpe diem

carpe diem- ლათინური გამოთქმა,-დაიჭირე წამი.

ნიკოლომ დამთაგა. მისნაირი პოსტი არ გამომივა. ვერც ისე ლამაზად ავღწერ ამ ყველაფერს როგორც ნიკამ აღწერა.

10–წუთია გახსნილი მაქვს new post–ის ფანჯარა და იმ წამს ვერ ვიხსენებ რომელზეც, თუ არ მითქვამს, გამიფიქრებია მაინც “შეჩერდი წამო, რა ლამაზი ხარ”–თქო.

ვფიქრობ, და ჩემი თავისვე მიკვირს: ნუთუ არ ყოფილა ცხოვრებაში ისეთი წამი (მხოლოდ ერთი მაინც) რომლის გახსენებაზეც მომავალში ვიოცნებებდი, რომლის დაჭერა და გულის სიღრმეში შენახვა მომინდებოდა?

არ მყოლია საყვარელი ადამიანი, რომ მასთან ყოფნის სანუკვარი წამი დამეჭირა და დამემახსოვრებინა.

არაფერი მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი (კარგი), რომ მეთქვას ამას სამუდამოდ დავიმახსოვრებთქო.

ან იქნებ მომხდარა და მე ვერ შემიმჩნევია და გაფრენილა ის ერთადერთი წამიც? მე ხომ ვეღარ განვიცდი იმას რასაც ნიკა გრძნობს?

“და ისევ, როცა ის იღვიძებს, მაშინდელივით გაფრენა გინდება. მაშინდელივით იწევი თითის წვერებზე და გულწრფელად გჯერა, რომ სადაცაა და მოწყდები მიწას, გადაუფრენ ამ ოხრა ფერის ბებერ მიწას, გადაევლები ყველა ღობეს, თითის წვერებზე გადაირბენ ყველა ხიდს და შლი ხელებს… ოღონდ, დამატებით ხელებს, ის ორი ხელი ხომ ამ დროს ვინმეზე მყარად არის ჩახუტებული. ვინმზე კი არა და იმ წამზე, რომელიც დაჭერილი გყავს და არაფრის დიდებით არ უშვებ.”

თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ეხლა თუ ვერა, მომავალში მაინც შევამჩნევ იმ წამს, გავიფიქრებ: “შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხართქო”. თუმცა მეცოდინება, რომ არ შეჩერდება. დავიჭერ და გულის სიღრმეში სათუთად დავმალავ. დავმალავ ისე რომ ჩემს გარდა ვერავინ მიეკარება. მეცოდინება მხოლოდ მე და ჩემს გულს.

რახან მე ვერ გავიხსენე ვერც ერთი “წამი ბედნიერების” ასპარეზს სივრცეს, ეგოისტს, პაწუკა თაკოს და ერეკლეს ვუთმობ.


4 thoughts on “carpe diem

  1. mwvanevashli

    დარწმუნებული ვარ იქნებოდა. ალბათ, მართლა ვერ შეამჩნიე. ამის მერე ინადირე მაგ წამებზე, რომ ისევ არ გაგეპაროს.

    Reply
  2. სივრცე

    პატარაობიდან ვნადირობ ამ წამებზე.
    სულ ვიჭერ თითქმის, რადგან თვალისცეცებით ვარ = )))

    ზედმეტად დაკვირვებული ვარდა ზოგჯერ ეს გამაღიზიანებელიცაა : )

    ნაათ წარმატებას გისურვებ წამების ჭერაში

    Reply
  3. Mari

    უფ, რამდენჯერ მიფიქრია. არ გჯერა ხო? მაგრამ ძალიან ბევრი წამი “დამისკრინავს” ჩემი ცხოვრებიდან. მიყვარს ის წამები.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s