ბლოგები და ბლოგერები

მარიმ მთხოვა და როგორ არ დამეწერა უკვე მეორედ “ორნაირი ბლოგერები”.

როდესაც პირველად დავწერე პოსტი იგივე სათაურით (ნახეთ აქ), მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი ყველას.

იძახიან ბლოგი და ბლოგის პატრონები განსხვავებულები არიანო. ძნელია ბლოგის მიხედვით გამოიცნო როგორია მისი პატრონი და “შემოქმედი”. პირადი ბლოგების მიხედვით ეს ადვილი გასაკეთებელია. მაგრამ, როდესაც წერენ ზოგადსაკაცობრიო თემებზე, როდესაც ბლოგებზე უფრო ჟურნალისტები არიან, ან კრიტიკოსები ვიდრე “უბრალო მოკვდავები” ძნელია მიხვდე სინამდვილეში რას წარმოადგენენ. მაგალითად ვასასი, მწვანე ვაშლი, ჰექსე, ლანდიშა, გაბო, ლეონსიო, ლიტერატორი, ყვავა. მათი ბლოგების კითხვით ვერ გაიგებთ როგორი ხასიათი აქვთ, რა უნდათ, რა სიამოვნებთ, რა აღიზიანებთ. შეძლებ მხოლოდ ერთი ან ორი დამახასიათებელი ნიშნის გამორჩევას, მაგრამ მთლიანად ამ ადამიანების დახასიათება მხოლოდ ბლოგით გამორიცხულია. აუცილებელია პირადად იცნობდეთ.

რამდენიმე წლიანი ურთიერთბის მერეც კი არ არის ხოლმე ადამიანი ბოლომდე “ამოცნობილი” და ბლოგით ეს მითუმეტეს შეუძლებელია. პირადი ჩანაწერების ბლოგებიდან გამოვარჩევდი მწვანე მარის, ეგოისტს, დიანიკოს, ადოს, ფსიქეს (რატომღაც მეტს ვერ ვიხსენებ) რომელთა ამოცნობაც ბლოგით შედარებით იოლია. მათი ხასიათი გაცილებით უკეთ ჩანს ბლოგებზე ვიდრე ნებისმიერი სხვისი. თუმცა “ლაივში” ისინიც სვანაირები არიან.

კიდევ არის რამდენიმე პირადი ჩანაწერის ბლოგი რომელთა კითხვის მერე ნამდვილად ვერ გამოიცნობ როგორები არიან მათი პატრონები. ამ შემთხვევაში მხოლოდ პოსტების კითხვა არ არის საკმარისი და აუცილებელია პირადად იცნობდე რომ მიხვდე სინამდვილეში როგორები არიან. ასეთებად კი ალუკარდი, კნუტი, ვეკო, ეკუსი, ქილიფა, დუდი, ქევანა, წყარო, სივრცე, ზურიუსი მიმაჩნია. ზურიუსი კიდევ ცალკე ფენომენია. სულ სხვანაირი ბლოგი აქვს. სამაგიეროდ ვიდეო პოსტები აქვს ისეთი კი მიხვდებით ადვილად სინამდვილეში როგორიცაა.

კი ვიძახი “სინამდვილეში როგორიცაა–მეთქი” მაგრამ ეს იმას არ  ნიშნავს რომ ბლოგზე ან “რეალში” ისინი “ყალბები” არიან. უბრალოდ, კომპიუტერს მიღმა მარტოდ მყოფი მხოლოდ კლავიატურით და გარეთ ბევრი ხალხის თვალწინ ერთი და იგივე ვერ იქნები (ლოგიკური დასკვა).

გამორიცხულია ბლოგზე და ნაწერებში გამოვიცნოთ ავტორის რეალური სახე. როდესაც კითხულობ რომელიღაცა პოსტს, შენ არ იცი რა ემოციით, რა გრძნობით, რა ინტონაციით წერდა ავტორი და ამიტომ ხშირად სწორი დასკვნები ვერ გამოგვდის.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ბლოგები სულ სხვა სამყაროს ეკუთვნის. ის ინტერნეტის და მკითხველის კუთვნილებაა. ბლოგერები კიდევ სულ სხვას. შეიძლება მოგწონდეს ბლოგი მაგრამ გაღიზიანებდეს ავტორი, ან პირიქით. ამიტომ ადამიანზე მხოლოდ ბლოგით მსჯელობა ძნელია, ხშირად ვერც პირადი ურთიერთობებით ვახერხებთ მათ გაცნობას. აი როდესაც იცნობ ბლოგსაც და მის ავტორსაც უფრო ადვილია მიხვდე რას წარმოადგენს.

რამდენიმე ბლოგია კიდევ რომელთა ავტორების გაცნობაც ძალიან მინდა. ვკითხულობ მათ ბლოგებს, ველაპარაკები ვირტუალურად და ვინტერესდები ისეთივები არიან თუ არა პირად ურთიერთობებშიც. რადგან არაერთი შემთხევა მქონია რომ ინტერნეტში დაუგრძელებიათ ენები და “ლაივში” ხმას ვერ ამოაღებინებ. ინტერნეტში ურთიერთობა გაცილებით ადვილია თუმცა ეს არაა შანსი ადამიანის ბოლომდე გაცნობის.

მოკლედ, სიამოვნებით გავიცნობდი ერეკლეს, ჯუნას, პაწუკა თაკოს, თინის, თემუჩინსzur.ge–ს…

პ.ს შეიძლება ბევრი გამომრჩა ვისი დაწერაც მინდოდა, მაგრამ მომიტევეთ. მკითხეთ და ისე გეტყვით რას ვფიქრობ თქვენზე.

50 thoughts on “ბლოგები და ბლოგერები

    1. siyvarulovna Post author

      არ გიცნობ კნუტ ისე რომ შენი დახასიათება შევძლო.
      თუმცა იმას ვხვდები რომ ბლოგიდან და პოსტებიდან ნამდვილად ვერ მივხვდები როგორი ხარ.
      თუმცა ერთი კია, მევასები :*

      Reply
  1. wasp

    aba ras piqrob chemze?😀 dznelia ise gamce pasuxi…mxolod ertxel vnaxet ertmaneti….sxva danarchenshi ki, rac postshi gaqvs agwerili, getanxmebi…sruliad tu ara arc naklebad🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნათ, შენი ბლოგის მკითხველი არ ვარ😦 დაგამატებ ეხლა ჩემს ბლოგროლზე და შემოგიჭყიტინებ ხოლმე.
      საერთოდ, ერთხელ გნახე მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება არ დაგიტოვებია. მხიარული ხარ და ეგ მომეწონა.

      Reply
  2. ჰექსე

    არადა… ჩემი ბლოგით ადვილი მისახვედრია რა მაღიზიანებს.. :))
    მივხვდი რაზეც არის საუბარი..🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀 კი, ეგ ყველაზე ადვილი მისახვედრია, შენთანაც და ვასასისთანაც :))
      მაგრამ დანარჩენი?😛

      Reply
  3. Mari

    ოჰო, რა იფილოსოფოსა… :)) :* :*
    მეგონა მშრალად და მოკლედ დაწერდი, შენ კი ყველაფერი ჩააყოლე რასაც ფიქრობდი. მშვენიალურია :)))
    ხო და ინტონაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთოდაც, პოსტში გრაფიკული გამოსახულებების ჩასმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტონაცია იგრძნობოდეს. მე მაგალითად როცა სმაილების დაწერა მავიწყდება, სულ მგონია, რომ ის პოსტი ცუდ ხასიათზე მაქვს დაწერილი :))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მიყვარს მეც სმაილების გამოყენება.
      ყველას ცალ–ცალკე დახასიათზებას ესე დაწერა სჯობდა. მაინც ვერ დავახასიათებდი ყველას და ერთი და იგივეს წერა მომიწევდა.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე მომიკვდეს თავი, შენ როგორ დამავიწყდი…
      მაგრამ, შენს ბლოგს რომ არ ვკითხულობ ხოლმე :((
      შენთან ვირტუალური ურთიერთობაც კი არ მაქვს😕 არც ფბ–ზე გელაპარაკები ხოლმე ხშირად.
      სამაგიეროდ 2–ჯერ გნახე, ორივეჯერ იწვიმა (როგორი რომანწიკულია😀 ). მხიარული, სასიამოვნო ადამიანი ხარ, შენთან კაცი არ მოიწყენს. საკაიფო ვინცხა ხარ ხო იცი ♥

      Reply
  4. temuchin

    ეს თემუჩინი ვინაა რო ჩაგიკვეხებია გასაცნობთა სიაში?😀😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი შენ გასაცნობთა სიაში ხარ😀
      თუმცა ბლოგის მიხედვითაც არ არის რთული გამოიცნოს ადამიანმა როგორი ხარ.
      ბლოგის მიხედვით თუ ვისმჯელებთ ჩვეულებრივი გოგო ხარ, ჩვეულებრივი ემოციებით და ქცევებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება რაღაც რაც მხოლოდ “ლაივში” გამოჩნდება. არა?

      Reply
  5. alleskreativ

    მე რომც გამიცნო მაინც ვერ მიხვდები როგორი ვარ😀 და ჩემი ბლოგიდან ხო საერთოდ შეუძებელია ამის გაგება😀

    Reply
  6. mwvanevashli

    არა, ნამდვილად გვჭირდება კიდევ ერთხელ, ვითამაშოთ,– ვის რას ვფიქრობთ ერთმანეთზე. მაინტერესებს რპგორი ვჩანვარ😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როგორი?
      აი, მე ნამდვილად არ ვიცი როგორი ხარ😕
      თუმცა ერთი კია, ადამიანი ხარ რომელთანაც ნებისმიერ თემაზე შეძლებ საუბარს მოწყენის გარეშე.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      რას მიცინით გეთაყვა?😀
      თქვენ რაღაც გაქვთ სათქმელი ისე😛

      პ.ს შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე😀

      Reply
  7. okey

    საკმაოდ საინტერესო პოსტია…
    საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან ყველა ეხება ამ თემას როგორც მივხვდი…

    და მართალია… მიუხედავად იმისა რომ ამ პოსტებს ძალიან ბევრი კითხულობს, წერის დროს ავტორები სწორედ საკუთარ თავთან რჩებიან და ისე გვესაუბრებიან… ჭეშმარიტად….

    საბოლოო ჯამში ბევრი აბსოლუტურად განსვხავებული ადამიანი მოიპოვება ბლოგოსფეროშ, ბევრი ძალიან საინტერესოა!

    მე ვისაც ვიცნობ ასე თუ ისე და ვის ბლოგებსაც ვკითხულობ ყველას გაცნობას ვისურვებდი, თუმცა არანაირ წინასწარ წარმოდგენას მათ შესახებ არ ვიქმნი… ვერ იტყვი ადამიანზე ისეთია ან ესეთიაო სანამ სინამდვილეში არ გაიცნობ!

    მოკლედ რო ვთქვათ – თუ ბლოგია საინტერესო, არამგონია ბლოგერი იყოს უინეტერესო…
    თუმცა სანამ არ გაიცნობ პირადად, მაინც ვერაფერს იტყვი მასზე – როგორც პიროვნებაზე!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო. სანამ ადამინს პირადად რ გაიცნობ მხოლოდ ბლოგის მიხედვით მასზე ვერ იმსჯელებ. მაგრამ ბლოგი გვეხმარება ადამიანის უფრო სრულად ამოცნობაში :))
      ბლოგოსფეროში არავინ არაა ერთნაირი. ყველა განსხვავებულია. და ამიტომაც მომწონს ეს სამყარო. აფსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ერთად ვართ და ერთად ვცდილობთ გავერთოთ. :))

      Reply
  8. Di@

    Wow…🙂 No Words.
    პატივია ჩემთვის შენს ლისტში მოხვედრა… თან ისეთებში, რომლებშიც მოვხვდი… გმადლობ. :*:*:*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უი, ჩემო პაწუკა :*
      შენ გასაცნობთა სიაში ხარ. თუმცა ბლოგითაც არ არის ძნელი იმის მიხედრა რომ ძალიან საყვარელი ხარ. სიმართლე გითხრა ხშირად არ გსტუმრობ ხოლმე, თუმცა როცა შემოვდივარ ყოველთვის კარგ განწყობაზე ვტოვებ ხოლმე შენს პატარა სამყაროს.
      მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენე, ადამიანებზე მხოლოდ ბლოგით მსჯელობა ძნელია. ამიტომ, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი.
      უი, და ტვიტერზე მეორეჯერ გაგიკეთე unfollow😦 პირველის მერე აგედევნე ისევ და დღეს წეუთების თვლას რომ მიჰყევი ვერ გავუძელი. აქედან იმ დასკვნის გამოტანაც შემიძლია რომ უსაქმოდ ვერ ძლებ და მზად ხარ ნებისმიერი რამე აკეთო თუნდაც უინტერესო და ნერვების მომშლელი იყოს.

      Reply
  9. lasha

    როდესაც დრო გექნებათ იქნებ მეც (ჩემს ბლოგს) გადამხედოთ . მაინტერესებს თქვენი (ჰ)აზრი :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბოლო ერთი საათი შენს ბლოგს დავუთმე (მართლა) ზოგი პოსტი გამოვტოვე და არ წამიკითხავს.
      მაგრამ, რა გინდა რომ გითხრა. შენ ჟურნალისტობ ბლოგზე, და როგორ პოსტის ზედა ნაწილში ვახსენე ჟურნალისტების “ამოცნობა” ძნელია.
      პიროვნების და ხასიათის გაგებას თავი, რომ დავანებოთ მომწონს როგორ წერ. შენი ნამუშევრები ადვილად იკითხება და პოსტის ბოლოში გასვლაც არ დაეზარება მკითხველს.

      ხო და ერთს გირჩევ კიდე რა… :)) კომენტარებზე მოდერაცია მოხსენი. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ ბევრს აღიზიანებს როდესაც თავის აზრს აფიქსირებს და ამ დროს მისი კომენტარი არ ჩანს, და ღმერთმა იცის როდის გამოჩნდება :))

      პ.ს შენს ბლოგზე დღეს პირველად ვიყავი და მომეწონა. საინტერესო ინფრომაიები გაქვს :)) ხშირად შემოგივლი ხოლმე და კარი ღია დამიტოვე რომ ყოველთვის ზარის დარეკვა არ დამჭირდეს

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ალუბალ, შენ ბლოგიდან ვერაფერს გეტყვი😀
      აი მარის მოყოლილებით გიცნობ და… :)) პრინციპში ვერც გიცნობ თუმცა… მიუხედავად იმისა რომ ოჯახი გყავს უკვე, პატარა სანდრო და ა.შ მაინც ბავშვი ხარ😛

      Reply
  10. Mari

    მოკლედ, თუ იცნობ ადამიანს და გაინტერესებს მასზე ბევრი რამე, უნდა აიძულო რომ ბლოგერი გახდეს :)))

    Reply
  11. makuspotter

    ui magan tu gagagiziana vwuxvar ramdenime wuti iyo darchenili chemi daqalis dabadebis dgemde daa.. :S😀 daikide madloob.. mec minda sheni gacniba

    Reply
  12. პე:>

    მე და გვანცაც (ბლოგის მეორე ავტორი) მოვალთ ერთ შეკრებაზე და გაგიცნობთ ყველას❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვათაშორის პოსტს რომ ვწერდი მახსოვდი… მაგრამ არც შენს ბლოგზე ვარ ხშირად და არც შენ გინობ… შესაბამისად დამრჩი ისე

      Reply
  13. Taa

    საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ბლოგები სულ სხვა სამყაროს ეკუთვნის. ის ინტერნეტის და მკითხველის კუთვნილებაა. ბლოგერები კიდევ სულ სხვას.

    Getanxmebi

    Reply
  14. siyvarulovna Post author

    პაწ შენ ძალიან მევასები… აი დაბ.დღე რო მომილოცე ეგრე არავის გავუხარებივარ😀
    არა, მართლა მომწონხარ. რაღაცნაირი კომუნიკაბელური (რამხელა სიტყვაა) ადამიანი ხარ. ადვილად ახერხებ ყველასთან ურთიერთობას (ნუ თუ ეგრე არაა ჩემზე ეგეთი შთაბეჭდილება დატოვე და…) თავისუფალი ხარ ურთიერთობებში და არ ხარ დაძაბული (ნუ გაკივირდება ევრია დაძაბული ხოლმე). მოკლედ, კარგი ხარ :* ლოვე იუ :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s