შვილი ქორწინების გარეშე

შვილი კი არა, ქორწინების გარეშე სექსიც კი გაფართოებულ თვალებს, ჩუმად გადალაპარაკებას და ბოზის “იარლიყს” იწვევს.

ნებისმიერი ქალისთვის (იმედია) ყველაზე მთავარი მაინც შვილია.

სწავლა, კარიერა, სამსახური, დაწუნებული ბიჭები (შეიძლება სულ არც არავინ ყოფილა), შემოპარული ჭაღარა, სარკეში ჩახედვისას გაფიქრება რომ უკვე ხანშიშესულის სტატუს აღწევ… და უცბად სინანული. სინანული იმისა, რომ მარტო ხარ (თუნდაც 395 ადამიანი გყავდეს გვერდზე), სინანული იმისა რომ არ გამოიყენე ის “საჩუქარი” რასაც დედობა ჰქვია, სინანული იმისა რომ სიკვდილის მერე ვერავისში დატოვებ შენს კვალს, არავის ეტყვიან დედის ტუჩები,თვალები, ცხვირი,წარბები ან ხასიათი გაქვსო. სინანული იმისა რომ არავის დაუძახია შენთვის დედა, სინანული იმისა რომ არასდროს მოგიწოვებია ბავშვისთვის ძუძუ (თუნდაც მტკივნეული იყოს), სინანული იმისა რომ არასდროს გიმღერია იავნანა ძილის წინ (თუნდა სმენა და ხმა არ გქონდეს), სინანული იმისა რომ არასდროს წაგიკითხავს ზღაპარი ძილის წინ და არასდროს გიკოცნია ცხელ შუბლზე როდესაც სიცხე ექნებოდა. სინანული იმისა, რომ არ გინერვიულია მოტეხილ ხელზე, გადატყავებულ ფეხზე, სკოლაში მიღებულ ორიანზე… სინანული იმისა, რომ არ გააჩინე შვილი.

შვილის დაბადებისთვის არ არის აუცილებელი ქორწინება და ბეჭედდარტყმული საბუთი უჯრაში… როდესაც მიუახლოვდები ასაკს, რის მერეც სათუოა შენი დედობა შესდგება თუ არა უნდა მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გააჩინო თუ არა ნაბიჭვარი (რა საშინელი სიტყვაა). ზუსტად ვიცი, რომ თუ ეს პერიოდი მოვა, შვილს ავირჩევ. სულ არ მივაქცევ ყურადღებას ხალხის გაოცებულ სახეებს როდესაც გაიგებენ რომ ქმარი არ მყავს, არც საქმრო… სამაგიეროდ მეყოლება შვილი, ღვთის საჩუქარი.

38 thoughts on “შვილი ქორწინების გარეშე

  1. Taa

    გიმღერია იავნანა ძილის წინ (თუნდა სმენა და ხმა არ გქონდეს)

    Chemze cer?

    Shvilze magari araferi ar aris dedamicaze
    bavshvis gagvizebaze da dedas dazaxebaze didi kaifi ar arsebobs

    erti suli maqvs rodis mival saxlshi da rodis shemomanatebs xolme tavis cisfer tvalebs da gaixarebs chemi misvlit

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვერ წარმომიდგენია მაგ სიამოვნებაზე უარს როგორ ამბობენ მხოლოდ იმიტომ რომ “ხალხი რას იტყვის” აზროვნება კიდევ არსებობს

      Reply
  2. Anna Dark

    რაღაცნაირად იმოქმედა ამ პოსტმა იცი… მართალი ხარ, ხალხს ყურადღება არ უნდა მიაქციო, თორემ დარჩენილ ცხოვრებას სინანულში გაატარებ…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად… :))
      და სულაც არ მინდა სინანულში გავატარო…
      მე აუცილებლად მეყოლება შვილი🙂

      Reply
      1. Mari

        აუცილებლად გეყოლება როცა გაიზრდები. ჯერ საკმარისი გამოცდილება უნდა გქონდეს იმისთვის რომ შვილი აღზარდო კარგ ადამიანად, ძალიან ძლიერი უნდა იყო. ყველაფერს აქვს თავისი დრო🙂

    1. siyvarulovna Post author

      ვასასი ეხლა არ მინდა😀
      შვილი მარტო გასართობად არ მინდა. მინდა რომ ავღზარდო.
      30–35 წლის ასაკში აუცილებლად გავაჩენ (თუ მანამდე არ გავთხვდო ან მსგავსი).
      უბრალოდ, ეს პოსტი იყო იმათზე ვინც უკვე 40–45 წლისები არიან და არ გათხოვდნენ და ეხლა ნანობენ შვილი მაინც გამეჩინაო.

      Reply
  3. okey

    ვაფშე თუ ტეხავდეს….
    რა იციან ისე ამ იარლიყების მიკერება…😐 საკუთარი ცხოვრება არ აქვთ ეტყობა😀

    Reply
  4. vasasi

    მერე მაგისთვის ბავშვთა სახლები არსებობს..
    🙂

    პირადად მე, ტრაგედიას ვერ ვხედავ. სეგიძლია შვილი აიყვანო..

    რა თქმა უნდა, საკუთარს არაფერი სჯობიაო, ამბობენ, მაგრამ ალტერნატივა ყოველთვის არსებობს..🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე საკუთარი მინდა.
      რატომ უნდა ავიყვანო ბავშვთა სახლიდან როდესაც ყველაფერი მიწყობს ხელს იმისთვის რომ დედა გავხდე?

      Reply
  5. Me Var

    ra kargi gogo yofilxar shen da me ratom ar vicodi aqamde?🙂 :* ramdeni wlis xar ar vici, me 23is var, bevri ocneba da mizani maqvs da erterti dedobaa. martla ar vici ratom minda ase dzalian. kargi iqneba tu chem shvils mamamisis gvari eqneba. magram tu eg ar moxda 10 welshi aucileblad meyoleba shvili chemi gvarit mainc 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      18–წლის ვარ… :))
      აქ გვარზე და ეგეთებზე არც კი მიფიქრია. მე თუ შვილს გავაჩენ ისეთ სიტუაციაში ზევით რომ ავღწერე (ანუ რაღაც მიზეზების გამო არ გათხოვება და ქმრის/საქმროს გარეშე ყოფნა) გავაჩენ ჩემთვის და სულ არ მჭირდება კაცი გვერდით.

      Reply
      1. Me Var

        bavshvis gvarshi vigulisxme mama romelic mas daschirdeba. torem qorwinebis gareshe tu gavachen, gvaris qona – ar qona, arafers shegvicvlis me da chems shvils🙂 sizmarshic ki myavs nanaxi🙂

  6. Social Animal

    როცა შვილი არ გყავს, ალბათ სწორია ის რასაც წერ. მაგრა, როცა შვილი გყავს, მიხვდები, რომ სინამდვილეში შვილი უფრო სხვა რამეა, ვიდრე მსგავსი ცხვირი და ტუჩი, მარტო არ დარჩენა და ამისთანები (რაც ასევე მნიშვნელოვანია, თუმცა არც ისე).
    შვილი ეს არის.. ჰუმმმმ… ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, აი ისეთი, რო ეგრევე მიწაზე გადასრისავს სიმძიმით (და ვინც ვერ გრძნობს ამას, ესე იგი ვიღაც სხვა გრძნობს მის მაგივრად, მე იმათზე ვწერ, ვისაც სხვა არ უზრდის შვილს), ეს არის აღარ ეკუთვნოდე საკუთარ თავს მეტად, ეს არის რაღაც (დარდი, ზრუნვა, კითხვები) რაც მუდამ თან დაგყვება სადაც არ უნდა წ3ახვიდე და ვისაც არ უნდა დაუტოვო ბავშვი.. მოკლედ, ეს არის ძალიან დიდი შრომა, ბევრი დარდი, ნერვიულობა და აშ და აშ უსასრულოდ.
    და ერთადერთი რაც ამ ყველაფერს მაინც გადასწონის სასწორზე, ეს არის – ბედნირება რომელსაც ის, შვილი თავისი მხოლოდ არსებობით განიჭებს!
    როცა იქნება მიხვდები, რომ რაც არ უნდა გააკეთო, ახალი ადამიანისთვის სიცოცხლის მიცემის გარეშე – შენ არაფერი ღირებული არ გაგიკეთებია და გამოტოვე ყველაზე მნიშვნელოვანი!
    ღმერთმა შექმნა ადამიანი და შენც ქმნი.
    საოცარი რამეა. მუცლად ყოფნის პირველივე დღიდან ეს არის საოცარი რამე.
    მაგრამ, გირჩევთ, ჯერ გააკეთეთ რისი გაკეთებაც გინდათ, ისწავლეთ რისი სწავლაც გინდათ, მიაღწიეთ რისი მისღწევაც გინდათ, წადით სადაც წასვლა გინდათ და მერე იფიქრეთ ბავშვზე🙂
    მე ორი მყავს. ორი თვალი🙂
    სინანული იმისა, რომ არ გინერვიულია მოტეხილ ხელზე, გადატყავებულ ფეხზე, სკოლაში მიღებულ ორიანზე… 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვიცი, მაგრამ წარმომიდგენია რამხელა პასუხისმგებლობა და ნერვიულობაც არის შვილი!
      მაგრამ, მაგ ეგ ნერვიულობაც უკვე სინანული ხდება როდესაც შვილი არ გყავს (ალბათ). რატომღაც, მგონია რომ ყველა ქალს სურს გამოსცადოს დედობა, მაგრამ რაღაც–რაღაც მიზეზების გამო ვერ/არ ახერხებს. მე ყველაფერს უკან დავწევ ოღონდ “დედა” დამიძახოს ვინმემ. მზად ვარ ყველანაირი პასუხისმგებლობისთვის და ნერვიულობისთვის შვილის გამო. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი 15 წლის მერე… ჯერ არა…

      Reply
  7. Fashion Blonde

    (+++ zustad vici ram dagacerina es) da is rac ak dacere sruli cheshmaritebaa… amas kidev ici ras davamateb? scorad gaige:) miuxedavad imisa, rom bevr rameshi sheidzleba ar getanxmebode an tundac garemoebata gamo sxvadasxva shexedulebebi gvkondes, did pativs gcem imitom, rom shens yvela postshi chans ADAMIANI. am sityvis sruli mnishvnelobit: ) damijere amas yvelas postebshi ver vxedav:) carmatebebs gisurveb:)

    P.S shvili yvelaze dzvirfasia rac gamachnia da ver carmomidgenia rogor vcxovrobdi mis gareshe:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა არა…
      არ იცი რამ დამაწერინა… უბრალოდ დაემთხვა…
      ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი, ყოველთვსი ასე ვფიქრობდი უბრალოდ მაშინ გამახსენდა და აქაც დავწერე…
      ხო და მადლობა :*

      Reply
  8. mecmikvarkhar

    შვილი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა…შვილი არის ყველაფერი ამქვეყნად…ერთ რამეს გეტყვი თუ ძლიერი იქნები ვერავინ იტყვის რომ შენი შვილი “ნაბიჭვარია” თუნდაც მას მამა არ ყავდეს…რაც არ უნდა იყოს მაინც ჯობია როცა გვერდით შენს შვილს მამაც ყავს დამიჯერე…თუმცა მარტო იმიტომ, რომ ეს ასე არაა ნამდვილად არ ღირს შვილზე უარის თქმა…

    გისურვებ ბედნიერებას, საყვარელი ადამიანის პოვნას და ბევრ შვილებს🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა თქმა უნდა ბავშვისთვის აუცილებელია მამა…
      მაგრამ, ყველაფერი ხდება… ეს პოსტიც მომავლის ერთ ერთი ვარიანტის განსახიერებაა…
      მადლობა წარმატებისთვის :*

      Reply
  9. ninucaelectro

    100%-ით გეთანხმები რაა… ხალხის აზრი არა ფეხი კიდე… მთავარია მე ვიყო ბედნიერი, თორე “ბრბოს” აზრი არასოდეს მაინტერესებდა :))

    Reply
  10. naoki sama

    იმის გამო, რომ სექსი გქონდეს და ბავშვი იყოლიო სულაც არაა საჭირო ოჯახი შექმნა.
    maincdamainc kanonieri seqsi unda gqondes? საერთოდაც 21 საუკუნეა და მოიშოროს ცოტა საქართველომ მენტალიტეტი….
    რა პრობლემაა, საერთოდ ყველამ თავის დანგრეულ და არეულ ცხოვრებას მიხედოს. ვინ რას გააკეთებს სულ არაა სხვების პრობლემა (საქმე).
    ტრაგედიად არ უნდა მიიღო ყველაფერი, ბავშვები რამ დალია ქვეყანაზე ან იშვილე ან ისე გააჩინე.
    shenze ar vwer zogadad vidzaxi : )
    ჰომმ დიადი Naoki sama

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნუ რაღაც მომენტში ის გრძNობა გამიჩნდა რომ პოსტი სულ არ წაგიკითხავს😀

      Reply
    2. naoki sama

      :D:D:D:D:D:D mapatie postis dasawyisi wavikitxe marto da.. mxolod axla wavikitxe bolomde😀
      biene, bienee😀

      Reply
  11. dakarguli

    დღეს ვფიქრობდი ამაზე. მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მქონდა აკვიატებული ეს თემა… გეთანხმები სრულიად… მაგ ასაკში კი არა ეხლაც რომ გაჩნდეს საკითხის განხილვის აუცილებლობა, ბავშვს არ მოვიშორებ… მიხარია, რომ ქართველი ქალები ესე აზროვნებენ… ტოესწ გოგონები)
    ღმერთო, რა ბედნიერებაა იყო დედა… უფალმა ყველას მოგვმადლოს…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეხლა არ ვიცი რას ვიზამ…
      ყოველთვის ვიძახი რომ რაც არ უნდა მოხდეს აბორტს არ გავიკეთებთქო, შვილს ვერ მოვკლავთქო. მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დადგები ძნელია. ეხლა რომ დავორსულდე ფაქტი შემდეგი იქნება: ერთ თვიან–წლიანი ოჯახის შეურაცყოფები და მერე მთელი ცხოვრება წამოძახება… ტავს ვანებებ სწავლას და ყველაფერს კარგს რაც სტუდენტს ექნება… მამენტ მზად ვარ მაგისთვისაც. მაგრამ მინდა რომ ჩემი შვილი მე ავღზარდო, ჰქონდეს კარგი პირობები და არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული. ხო კიდევ, ჩემს შვილს ძიძას ვერ გავაზრდევინებ

      Reply
  12. ana

    mec didi xania igie gadavwyvite :)) ar mchirdeba qmari, magas shevalio chemi cxovrebis sauketeso wlebi?😀 meyoleba gverdit megobari mamakaci, da ragac drois mere shvilsac aucileblad gavachen, mec zustad ase gamachina dedachemma da cemtvis aravis araferi wamoudzaxebia da arc dachagrulad migrdzvnia tavi, piriqit. ishrome vigac kacistvis, romelic sinamdvileshi ver dagafasebs, vin xar da rogori xar. es oficialuri versia, sinamdvileshi ki vnaxav ra moxdeba chems cxovrebashi :PP

    Reply
  13. Pingback: ქორწილი « Siyvarulovna's Blog

  14. კაია კაჩო

    ეგ კარგი აზრია თუ ტყნაურს აპირებ ვიგაც მაინც დატოვე რომოინანიოს შენი ცოდვები სიკვდილის შემდეგ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      : )))) ლოლ :დ და ესეთი ცინიკური დამოკიდებულება რატო? ტყნაურზე არ იყო აქ აქცენტი :)) და როგორც ჩანს ვერაფერიც ევრ გაიგე : )

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s