თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #2

რეგისტრაცია თეუსუ–ში 1–სექტემბერს დაიწყო.

სადღაც 7–ში მეც მივედი. ჩავაბარე ყველა საბუთი, შევავსე ანკეთასავით რაღაც და 13–ში დამიბარეს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

13–ში 11 საათზე უკვე იქ ვიყავი. თურმე რა ხელშეკრულებაზეა საუბარი… დარბაზი სავსეა ტელევიზიებით, დედიკოებზე ხელჩაკიდებული სტუდენტებით. თურმე ნუ იტყვი და იმისთვის დაგვიბარეს, რომ მინისტრის მოადგილეს ეცნობებინა ჩვენთვის პირველ კურსელებს 4 წიგნს გათხოვებთ უფასოდო. (ტელევიზორში თქვეს ვჩუქნითო და არ დაიჯეროთ). რამდენიმეს იქვე გადასცეს (ამსახველი ფაქტები ხომ უნდა ყოფილიყო?). 15–წუთში ბოდიში მოიხადეს, მინისტრის მოადგილეს ეჩქარება და უნდა წავიდესო. პირველ კურსელები დარჩით და წიგნები აიღეთო. მაგრამ არც ისე ადვილია ეს “დარჩი და აიღე წიგნები”. იმისათვის რომ “კუთვნილი” 4 წიგნი მიიღო, საჭიროა ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია.

გრინ მარის ველოდებოდი, თავისუფალი 10–წუთი მქონდა და ბარემ გადავიღე ის საძაგელი 3X4–ზე სურათი, გავაკეთე პირადობის მოწმობის ასლი, ვიპოვე გრინ მარი და მივედი ბიბლიოთეკაში. თურმე, წიგნების გაცემა არ შეიძლება დღეს 🙂 ესე უთხრეს და ბიბლიოთეკარს რა ექნა? მაგრამ ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. ჩაიბარეს საბუთები, ხელი მომაწერინეს და ოთხივე წიგნი გამომატანეს, თანაც წარმატება მისურვეს და წლის ბოლოს წიგნები დააბრუნეო დააყოლეს.

მაგრამ, ყველაზე უარესი რაც დღეს გავიგე ის არის, რომ მაკროეკონომიკის სწავლა მომიწევს. ვერ ვიტან ვერაფერს რაც ეკონომიკასთან და მათემატიკასთან კავშირშია. თუნდაც სულ ოდნავ! პროტესტი გამოვთქვი რად მინდა მაკროეკონომიკა, ან პროგრამებითქო მაგრამ ვინ გისმენს.

საბოლოოდ ისიც გაირკვა რომ ხელშეკრულებები დღეს არ გაფორმდებოდა, რადგან ბევრი ხალხი იყო და არ ეცალათ. რაც თავისთავად კიდევ ერთი, პატარა მაგრამ მაინც, მინუსია. როდესაც იბარებ პირველ კურსელს რაღაცისთვის (ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გასაფორმებლად) კეთილი უნდა ინებო და “დაპირებული” გააკეთო.

2 დღე დამრჩა სანამ შევუდგები სწავლას. უკვე 2–ჯერ ვიყავი უნივერსიტეტში და ჯერ ისეთი არაფერი/არავინ მინახავს რაც უფრო შემმატებდა სტიმულს და განმაწყობდა დადებითად თეუსუს მიმართ 🙂

იმედია მომავალში გამოსწორდება.

პ.ს რაღაც ამ პოსტის მერე მგონია რომ ჰექსეს ვემსგავსები, რომელიც ყოველ ხუთშაბათს თიკო სადუნიშვილს უთვლის “მოკითხვებს”.

8 thoughts on “თეუსუს და ჩემი ურთიერთობა #2

  1. Natalia

    ara ushavs, nel-nela miechvevi da mere daikideb eget ragaceebs :))) nu, ekonomikis ra gitxra, magram areulobas da uwesrigobas michveuli vart yvelgan da yvelafershi 🙂

    p.s warmatebul studentobas gisurveb 🙂

    Reply
  2. Mari

    ტყუილად ნუ ეძახი მაგ წიგნს მაკროეკონომიკას. აი ნახავ როგორ გაგიადვილდება. სულ არაფერია რთული. გუშინ ხომ გადავხედე და შეგიძლია მშვიდად ბრძანდებოდე.
    უი, ასეთი კეთილი კომენტარი დიდი ხანია არ დამიწერია :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვეძახი რა…
      ყდაზე ეგრე წერია 😀
      აი, ხვალ უკვე სწავლას ვიწყებ… = ))

      Reply
  3. ana

    mechveneba tu fulosoifiis wignia 😀 eg meore semestramde arc dagchirdeba da jobda sxva rame etxogebinat :S damplebi :}

    Reply
  4. nata_tui

    tbilisis EKONOMIKUR urtiertobata saxelmwifo universitetshi rom abarebdi, aba ra gegona? ekonomikas ar gagatarebdnen? me turizmze var da didad matematika ar mexateboda gulze, magram shedzlebisdagvarad vswavlobdi da mifasebdnen kidec gaweul shromas…pativiscemit sheni universiteteli

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა მნიშვნელობა აქვს სად ვაბარებდი, მთავარია რაზე მოვხვდი. იურისტს ნამდვილად არ სჭირდება მგონი ეგ საკიტხები 🙂

      Reply

Leave a reply to nata_tui Cancel reply