ზარი უჩემოდ

ხვალ, ბოლო 12 წლის მანძილძე, პირველად იწყება სკოლა ჩემ გარეშე. ხვალ, 9–საათზე, პირველად დაირეკება ზარი და მე კლასში არ ვიჯდები “ჩემს ადგილზე”. ხვალ, სკოლის ეზოში უჩემოდ შეიკრიბება ასობით მოსწავლე (ათასამდე), უჩემოდ მოიკითხავენ ერთმანეთს და იქნება “მომენატრე”, “როგორ შეცვლილხარ”, “სად დაისვენე?”, “აუ არდადეგები როდის დაიწყება?”.მასწავლებლები კიდევ ერთხელ (და შემდეგი ერთი კვირა) მიულოცავენ სასწავლო წლის დაწყებას და ესეც უჩემოდ იქნება. კიდევ ერთხელ გააფრთხილებენ რომ ყველაფერი შეიცვალა, რომ ისე ვეღარ იქნებიან როგორც უწინ (და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გაიმეორებენ ამ სიტყვებს). პირველკლასელებს კიდევ ერთხელ მიულოცავენ სკოლაში “პირველ ნაბიჯებს”, კიდევ ერთხელ ეტყიან რომ “ისინი უკვე დიდები არიან და დროა ისწავლონ დამოუკიდებლად თავის გატანა”. აბიტურიენტებს ჩაუტარებენ მრავალწუთიან ლექციას იმის თაობაზე, რომ რთული წელი აქვთ და უნდა იშრომონ და რომ მხოლოდ სწავლის შედეგად შეიძლება მიღწეულ იქნას მათი მიზანი. შემდეგ რამოდენიმე სკოლა დამთავრებულის სახელს და გვარს დაუსახელებენ რომლებმაც ჩააბარეს და სახელწმიფო გრანტიც მიიღეს. მაგ: ჩემი დის კლასსში შევა რომელიმე მასწ. დაიწყებს ლექციას, ბოლოს ხელს გაიშვერის მარიამისკენ და იტყვის:  “აი, შენმა დამ ხომ ჩააბარა წარმატებულად? ხო და შენც უნდა ისწავლო უკვე…”

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

ხვალ პირველად დაირეკება შესვენების 5–წუთიანი ზარი…

ხვალ პირველად იქნება სკოლა ბავშვებით სავსე უჩემოდ…

ხვალიდან პირველად მოუშლიან დირექტორს (და არა მარტო) ნერვებს უჩემოდ. მაგრამ ეჭვი მეპარება ეს საქმე ჩემზე უკეთ რომელიმეს გამოუვიდეს.

არ მეგონა თუ გული ასე დამწყდებოდა, იმის გამო რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვეღარ ვიქნები.

ბავშვებო, ვიცი არ/ვერ წაიკითხავთ ამას, რადგან ფეისბუქზე დაშეარებული ლინკის ნახვა დაგეზარებათ (ესეც იმიტომ რომ არ იცით რას ვაშეარებ თორემ აქ შემოსვლას ვინ დაგასწრებდათ), მაგრამ მე უზომოდ მომენატრეთ. პირველი კლასიდან დაწყებული 12 კლასის ჩათვლით ყველა წუთი და ყველა მოგონება მახსენდება. ყველა ჩხუბი, კამათი, ცემა–ტყეპა, არ შემდგარი შატალოები, ზურგს უკან ჭორაობები, აცრემლებული თვალები, გადაკეთებული სიმღერების მღერა, უცნობის სიმღერებზე ცეკვა და “ბოლომდე დამხობა”, მასწავლებლების პაროდიები, “10 თეთრი მომეცი რა”, “აუ გარედან ჩაგვკეტე რა”, “ერთი ხელიც მას და ვამთავრებთ” (ეს ჯოკრის თამაშისას), “წამო, სადმე წავიდეთ” (და რა თქმა უნდა ვერსადაც ვერ წავსულვართ)…

ხვალ პირველად დაირეკება ზარი ჩემს სკოლაში უჩემოდ…

12 thoughts on “ზარი უჩემოდ

  1. alleskreativ

    მე მიხარია ხვალინდელი დღე და ხმამაღლა ნათქვამი “მოგესალმებით ბავშვებო”

    Reply
  2. ადო

    სამაგიეროდ უნივერსიტეტში დაირეკება ზარი შენთვის, სკოლას არ გავკარი რა დროს სკოლაა, დიდი ხარ უკვე, იურისტი უნდა გამოხვიდე :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შენ 50–წლის მერე იურისტი სიყვარულოვნას ფოტო არ გაქვს ხომ ნანახი?😀 მერე გამახსენე და განახებ.
      ხო და, მე მიყარს ჩემი სკოლა და მენატრება კიდეც. მითუმეტეს ამ საღამოს და ხვალ დილით გვერდზე რომ ჩავუვლი😦 ვაიმე😦

      Reply
  3. Mari

    შენ გარეშე მაგას როგორ იზამენ? :)))))
    ისა და, როდის გახდი ასეთი სენტიმენტალური ნათი? მე ძლივს გადავიტანე ეგ ამბავი შარშან და გისურვებ შენზე არ მოახდინოს ზეგავლენა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დღეს.
      ყველა საინფრომაციო გადაცემა მხოლოდ იმ სიუჟეტით იწყება რომ ხვალ სწავლა იწყება.
      მენატრება სკოლა😦
      და მომენატრება კიდეც.
      უბრალოდ ამ საღამოს რაღაც ნიტოდ ვარ😀

      Reply
  4. makuspotter

    au ra sevdiani postia..
    me kidv xval skolashi mival da ratqmaunda shashkini shemefeteba.
    ra skolaa aseti yvelaferi pirveli aq xdeba prezidentic aq modis da ganatlebis ministric..😐
    ise klaselebis naxva ki gamixardeba..
    vizaxi rom skolas rom davamtarevba r momenatreba da amistanebi magram gulis sigrmeshi vici bolos mainc damwydeba guli

    Reply
  5. nksh0x01

    kargad dagiweria, skola mec momenatra… pirveli zari gakvetilebze jdoma megobrebis mokitxva da uamravi shatalo… vaime ra kargi dro iyo adre arada sul ar miyvarda skolashi siaruli

    Reply
  6. კახი

    პირველ დღეს არასდროს მივსულვარ სკოლაში, ტრადიციასავით ვგქონდა მე და ჩემს კლასელებს რომ მაგ დღეს ყველანი შევკრებილიყავით და სადმე დაგველია :დ:დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s