www.amboben.com

სადაც არ უნდა იყოთ, ყველგან დაინახავთ მოჭორიკნე ხალხს. ავტობუსში, “მარშუტკაში”, მეტროში, მაღაზიაში… ყველგან ვიღაცა ვიღაცაზე ჭორაობს.

ჭორაობა – ესაა ვიღაცის ზურგს უკან დასაზუზტებელი (ან უკვე დაზუზტებული) ინფორმაციის გაცვლა და შემდეგ საგულდაგულოდ განხილვა.

რატომღაც სხვისი პირადი ცხოვრება გაცილებით საინტერესოდ ეჩვენება ზოგს, ვიდრე საკუთარი. ამიტომ მზად არის “ჩაყოს ცხვირი იქ, სადაც არ ეკითხებიან” ნებისმიერ ფასად. გაგებული/ყურმოკრული ინფორმაცია კი ჯერ მეზობელს უთხრას, მერე ნათესავს და ასე ნელ–ნელა მთელ თბილისში გავრცელდება. თუმცა ინფრომაციასაც გააჩნია. ყველას ყველაზე ყველაფერი არ აინტერესებს.

რამდენიმე დღის წინ როკოს მიერ შეიქმნა საიტი www.amboben.com – საქართველოს ცენტრალური ჭორ–ბიურო. მაგრამ იქ მყოფნი ძირითადად ბლოგერებზე ჭორაობენ რატომღაც. თავიდან მეგონა სახალისო იქნებოდა… თუმცა ბოლოს იმდენად გადაიჯვეს თავზე რომ იქ შესვლის სურვილიც არ მაქვს.

ამ საიტზე ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენი, ქართველების, დაინტერესების სფერო: ვის რამხელა აქვს, ვის ვინ ევასება, ვინ ვის დაშორდა, ვინ ვის ეზასავა, ვინ ვისი კევი დაღეჭა, ვინ ვის უთხრა მოდი ჩაგბანოვო, ვინ ვაჟიშვილია, ვინ ქალიშვილია, ვინ ნაშობას იბრალებს, ვინ ვის აბამს და ა.შ. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის მსგავსი “ჭორები” სულაც არაა საინტერესო და მითუმეტეს გასართობი. შეიძლება ჩაერიო სხვის პირად ურთიერთობებში (თუ გულით გსურს) მაგრამ არა ამ ფორმით.

არამგონია იქ “ჭორების გამვრცელებელი” ამ ყველაფერს სერიოზულად ფიქრობდეს. მაგრამ, ეხლა რომ დავფიქრდი სჯობს ისევ სერიოზულად ფიქრობდეს და ერქვას დებილი, ვიდრე ამით ირთობდეს თავს და მერე გულიანად იცინოდეს რადგან საქვეყნოდ გამოაცხადა “ლანდიშა სიყვარულოვნას ფოტოზე ანძრევდაო”. მსგავსი ადამიანი … (ყველაზე დამამცირებელი სიტყვა ვერ მოვიფიქრე), ყოველშემთხვევაში დებილზე უარესია 😐

ამ საიტს რომ ჰყავდეს წესიერი პატრონი ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული გახდებოდა ალბათ. თუმცა ეჭვი არ მეპარება რომ რეიტინგების მიხედვით ჯერ კიდე ერთ–ერთი ლიდერია, თუმცა მისი მომავალი გაურკვეველია 😐

საიტის იდეა (“საქართველოს ცენტრალური ჭორ–ბიური”) არაჩვეულებრივია. მაგრამ “საქართველოში” არამგონია მხოლოდ ბლოგერები მოისაზრებოდნენ და “ჭორაობაში” მხოლოდ ინტიმური თემები. ასე რომ, მიხედეთ გეთაყვა ამ საიტს თორემ ეტირა დედა 😐

31 thoughts on “www.amboben.com

  1. vasasi

    ჩემზე არ ჭორაობენ, არაპოპულარული ადამიანი ვარ.. :დ

    ახლა ამას ნახავს ვინმე და დაწერს, კი არა, დაიკიდე რა..

    Reply
    1. knuti

      არც ჩემზე წერენ :ბედნიერი:

      დაწერენ და მომიწევს მერე ვინმესტან ჩხუბი და არ ღირს :დ

      Reply
  2. egoisti

    მე მეგონა ჩემზე არ იჭორავებდნენ, ყოველშემთხვევაში ჩემი თავი არაპოპულარული მგონია… მაგრამ დღეს ვნახე 2 ჭორი ჩემზე : )) არანაირად არ გავბრაზებულვარ… გამეღიმა.. უაზრო კომენტარი დავტოვე და გამოვედი.
    ასე რომ შენც ნუ იშლი ნერვებს :)) ნუ ფიქრობ მაგაზე სერიოზულად. ჩემი აზრით, ეგ საიტი გასართობია (და არის კიდეც) 🙂 გაიღიმე ბეიბ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა არა…
      სერიოზულად არ ვიღებ :))
      არც ვდარდობ.
      მკიდია კიდეც 😀
      მაგრამ, მაგრად მაინტერესებს ჩემზე ვინ წერს 😀 დანარჩენი მკიდია.
      და კიდე იმაზე მწყდება გული რომ ეს საიტი უფრო მაგარი შეიძლებიდა ყოფილიყო ვიდრე ეხლა არის

      Reply
  3. knuti

    არც ჩემზე წერენ :ბედნიერი:

    დაწერენ და მომიწევს მერე ვინმესტან ჩხუბი და არ ღირს :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნებისმიერს შეუძლია შესვლა და სასურველი “ჭორის” დაწერა 🙂 მათ შორის შენც. ტანაც ისე, რომ ვინაობა არ გამოჩნდება.

      Reply
      1. alleskreativ

        კი ერთხელ დავწერე მეც,მაგრამ ასეთ რაღაცეებს მაინც არ უნდა წერდნენ…ნუ რავიცი საინი სახალისოაო და ასეთ ჭორებზე მე მაგალითად საერთოდ ვერ ვხალისობ 😀

      2. Mr. Nomad

        რა საინტერესოა 😀
        მაგ საიტზე მგონი რომ ჩემზე არ უნდა ჭორაობდნენ (მე ვაბშე ვინ ვარ ნეტა), მაგრამ მაინც დაიკიდეთ რა. ენას ძვალი არ აქვსო, გამიგია…
        ჩვენ უფრო საინტერესოდ გავატაროთ ცხოვრება და მაგათმა ეგრე იჭორაონ სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

  4. LiLaC

    me rasac vuyureb ertidaigive xalxi wers da tan rasac weren ucxo ar iqneba, isev is wers magas, vinc mere veris bagshi shekrebebze dadis albat, ara?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი ლილაქ. მეც მანდ ვარ ზუსტად = ) რამდენიმე ისეთი “ჭორია” რომელიც ვერის ბაღიდან არის გასული

      Reply
      1. LiLaC

        me vabshe ro vkitxulobdi, megona ro es saiti blogerebistvis iyo shekmnili da yvela gadaobda, magram mere mivxvdi, rom zogs cudi reakcia konda ama tu im chorze, arada aramgonia vinmem seriozulad agiqvas rac iq weria

      2. kevana

        ესე იგი ვიღაც განზრახ ერთობა ასეთი “ჭორებით” : )
        როგორ არ მიყვარს ასეთი ადამიანები : |

  5. siyvarulovna Post author

    არა იასნად ყველა ღადაობს, მაგრამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ა.შ უკვე მოსაბეზრებელი ხდება.

    Reply
  6. Pingback: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

  7. Pingback: რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება | for me, for you

  8. makuspotter

    მარტო ბლოგერებზე წერენ და ტეხავს რა..: ))
    მანდწესით
    საღადაო ჭორები უნდა ეწეროს.. გაან ისეთ რომელიც მარტო ჭორის ავტორისთვის იყო სასაცილო არამედ ყველასთვის და მარტო ბლოგერებზე ჭორაობა და მითუმეტეს ეგეთ რაღაცეების .. მაგ ყველაფერს მოყვება მერე ბლოგერების ჩხუბი და ცუდი ურთიერთობა და თუ ეს ასე იქნება მაგას ჯობია საიტი დაიხუროს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა ტეხავს რომ საიტი ბლოგერების ზომა/სიდიდეს ვერ გასცდა

      Reply
  9. lex tempus

    ეს ის შემთხვევაა, როცა ხალხს არც საქმე აქვს და არც დროის გაყვანის სხვა საშუალება… საცოდაობაა და სასაცილოც!!!

    Reply
  10. siyvarulovna Post author

    Mr. Nomad

    ნამდვილად არ ვიცი ჭორაობენ თუ არა შენზე 😀 მგონი ჩემტანაც პირველად ხარ და არ ვიცი ვინ ხარ… :)))
    ხო და გვკიდია კაცო…
    უბრალოდ მეტი ინტერესის სფერო რომ არ არის ტეხავს 😦

    Reply
  11. anina

    ჩემზე ბევრი რამ თქვეს. პირველად რომ დამილინკეს, გამოვშტერრრრრდი : ) მე არც იდეა არ მომწონს : ) როცა ადამიანი ხვდება, რომ მის სახელს ვერავინ გაიგებს, ადამიანის სახეს კარგავს : )

    Reply
  12. PaWu

    ძალიან არასასიამოვნო საიტია… ქართველებისთვის პრინციპში დამახასიათებელი, მაგრამ აუტანელი.. ერთხელ შევედი, ისიც თქვენგან გავიგე მისი არსებობა და აღარც მაქვს ნახვის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე არ ჭორაობენ.. იდიოტიზმია მაგარი…

    Reply
  13. Pingback: www.amboben.com (via Siyvarulovna’s Blog) « სამყარო, სადაც ვცხოვრობ მე…

  14. Di@

    მართალია, ჩემზე არაფერი უთქვამთ… 😀 თუმცა, ნაკლებად შევდივარ და შესაძლოა, უბრალოდ არ მინახავს, მაგრამ აბლოლუტურად მსგავსადვე აღშფოთებული ვარ!

    Reply
  15. უცნობი

    გული ამერია ამ საიტზე მოჭორავეთა უგემოვნებით. არადა ალბათ ბლოგებში რა ბრძნულ აზრებს აფრქვევენ…
    ალბათ ქუჩაში ნაგავსაც არ ყრიან (ვითომ?).
    “გატეხილი ქოთანი შეწებდება, ხოლო გაბზარული გული – არასოდეს”. “მიმინო”

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s