ბლოგერების ექსკურსია #6

მგონი პირველად ხდება, რომ ახალი დაბრუნებული არ ვწერ ამ პოსტს. თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ იგივე ემოციებით იქნება დაწერილი, რადგან ყოველი ექსკურსიის შემდეგ “კაკ მინიმუმ” 3 დღე ისევ იმ ემოციებში ვარ ხოლმე და ყოველთვის ამომიტივდება თავში ფრაზა: “აუ ძალიან მაგარი იყო, კიდევ მინდა”.

გუშინ დავით გარეჯი მოვინახულეთ. სანახაობრივად (მგონი) ყველაზე წარმატებული ექსკურსია აღმოჩნდა + ის ხალხი იყო ვისთან ერთადაც წინა ორ ექსკურსიაზე არ ვიყავი: zurriussi, ბექა, ნიკა, doOdy, თიკო, გვანცა გრინი, ქეთი… სამაგიეროდ არ იყვნენ ისინი ვისთან ერთადაც წინა ორი ექსკურსია გავატარე: ფსიქე, გაბო და სვანი (მინდოდა რომ ყოფილიყვნენ).

მოკლედ, დავით გარეჯის მამათა მონასტრის კომპლექსი დაახლოებით ერთი კილომეტრის (880მ) სიმაღლეზე მდებარეობს. სრულად სანახავად საჭიროა ფეხით უდაბნოს მონახულობა. ჩვენ ეს შევძელით! რამდენიმე საათი (2–3) მზის გულზე, წყლის და ქუდის გარეშე ვიბოდიალეთ. მაგრამ, ლეონსიომ გაიღო მოწყალება და გერმანელ ტურისტებს, უკაცრავად, მასწავლებლებს ცოტა წყალი გამოართვა ჩემთვის. მადლობა ლეონსიო! მზის გულზე შებრაწვა ღირდა იმ სანახაობად რაც ჩვენს წინ იყო. ულამაზესი ადგილები. დაე, გშურდეთ ვინც არ/ვერ წამოხვედით.

მონასტრის მონახულების შემდეგ ჩრდილი ვიპოვეთ ძლივს, უფრო სწორედ ერთი ხე და მის მიერ შექმნილი ჩრდილი. დავბანაკდით, დავისვენეთ და ლეონსიო აფოტოგრაფეს. ლევანიმაც თავის მხრივ სურათები გადაიღო… თავად შეაფასეთ მის პირწიგნაკზე (დააჭირეთ) და რამდენიმე აქვე:

სიმართლე გითხრათ, გართობის მხრივ თუ შევაფასებთ ამ ექსკურსიას ათ ბალიანი სისტემით, მაშინ 8–ს დავუწერდი.. = )) თუმცა აქვე ბონუსად ერთ ვიდეოსაც შემოგტავაზებთ

და მაინც, მე თქვენ მიყვარხართ. და თქვენთან ერთად გატარებული ნებისმიერი წუთი მიყვარს.

8 thoughts on “ბლოგერების ექსკურსია #6

  1. Mari

    მშვენიერი ექსკურსია იყო. რა ვთქვა არ ვიცი. ჩემს პოსტშიც ვერაფერი ამოვღერღე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის (c) ვასასი
      😀 😀 + ყველაფერს ვაფიქსირებ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვათაშორის ხვალ მივდივართ ცვხარიჭამია–სიონი და შეგიძლია შემოგვიერთდე 🙂 9–საათზე სპორტის სასახლიდან გავალთ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s