17:17

“23.09.2010

17:17

ციფრების რა საოცარი დამთხვევაა…

ამ დროს ძირითადად სურვილს ჩაიფიქრებენ ხოლმე, ჩუმად, თავისთვის და არავის უმხელენ… მეც ჩავიფიქრე…

ვერის ბაღში ვარ. მარტო. ადრე მომივიდა მოსვლა, მაგრამ სახლში მისვლა არ მინდოდა. ერთი საათი არავინ მოვა. ცოტა მოღრუბლულია, ალბათ იწვიმებს.

ვათვალიერებ აქაურობას და ხალხს.

ეს ბაღი ბლოგერების გარეშე ბევრად საინტერესო ყოფილა. ბლოგერებთან ერთად როცა ვარ, მხოლოდ მათ ვამჩნევ.

ეხლაც მათ ველოდები. ლეონსიომ დამირეკა, გამოდიო. უცბად მოვიფიქრე ტყუილი რისი საშუალებითაც 9–მდე არ შემაწუხებდნენ კითხვებით: “სად ხარ?” “როდის მოხვალ?” და ა.შ.

ბაღში სეირნობისას იმ ადგილებს ჩავუარე სადაც ერთი–ორი (ბევრი) ტკბილი მოგონება მაკავშირებს და თითოეული მათგანი ბლოგერებთან ასოცირდება.

წერა, რომ დავიწყე ვფიქრობდი მათზე არ დავწერთქო, რადგან არა ერთი პოსტი მაქვს მიძღვნილი მათთვის (დახასიათება გინდა თუ სიყვარულის ახსნები). მაგრამ ვერ ავცდი. ვერის ბაღი მხოლოდ მათთან ასოცირდება.

სწავლა დამეწყო. თავი სკოლაში მგონია. ნიშნის გამო ტირილი და დაფასთან მოყოლები… ყოველდღე სამეცადინო და კონსპექტები გასაკეთებელი. დრო – ფაქტიურად აღარ.

17:17

მეც ჩავიფიქრე სურვილი…

მთელი გულით მინდა, რომ ცოტა დრო მაინც გამოვნახო ბლოგერების სანახავად ხოლმე. უბრალოდ თვალის შევლებაც საკმარისი იქნება იმ დანაკლისის შესავსებათ, რომელიც მათთან არა–ურთიერთობის დროს გამიჩნდება.

თითქმის ერთი საათია ვწერ, ყავაც გაცივდა…

დუდი მოვიდა…”

11 thoughts on “17:17

  1. Mari

    ეგეთი რამე მე არ გამიგია. ძალიან უაზროდ გაქვს გაფანატებული. მგონია რომ ამ ეტაპზე ეს შენი ცხოვრების აზრია. დრო გავა და მეორეხარისხოვანი გახდება, არ რარაც შეიცვლება. მოკლედ, თავს მიხედე და შენი საქმე გააკეთე. თავისუფალ დროს კი – რაც გინდა ის ქენი.

    Reply
  2. ჰექსე

    პირველი სემესტრი შეეგუე მაგას რომ სკოლაში გეგონება თავი
    შეიძლება პირველი წელიც
    მერე ყველფერი შეიცვლება🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რატომღაც მგონია რომ თეუსუ–ში მუდამ სკოლის სიტუაცია იქნება😦

      Reply
  3. ჰექსე

    რიზ უიზერსპუნის (ქერათმიანი ადვოკატის ) მიმდევრები არ გყავს კურსზე>?
    მინიშნება: ხშირად აცვიათ ვარდისფერი, ყოველთვის ზედმეტად მოვლილები არიან, მინიმუმ 12 სანტიმეტრიან ფეხსაცმელებით დაწკაპუნობენ, ატარებენ სათვალეს რომელიც არ სჭირდებათ, ყოველთვის ნერვიულად უყურებენ საათს. ჩანთის ზომის მიუხედავად ყოველთვის ხელში უჭირავთ წიგნები და სვამენ იდიოტურ, მაგრამ ვითონ ზედმეტად პროფესიონალურ კითხვებს მაგ: ვინ დაწერა სამოქალაქო კოდექსი?
    და ამ კითხვას როგორც წესი წინ უძღვის საათნახევრიანი შესავალი სიტყვებით : მომიტევეთ მე მინდოდა მეკითხა მთელი ლექცია ამაზე ვფიქრობდი, გუშინ სპეციალურ ლიტერატურასაც კი გავეცანი, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება თქვენი როგორც პრაქტიკოსის აზრი ამასთან დაკავშირებით🙂

    პ.ს. იმედი მაქვს შენი ფაკულტეტი არ მეშლება :დ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ მყავს მსგავსები😐
      ნეტა იყვნენ გავერთობიდი მაინც.
      სამაგიეროდ მყავან რომლებიც პრაქტიკის ლოტკინზე ჩატარებას მოითხოვენ, ოღონდ რა,რომელი, რანაირი პრაქტიკის არ ვიცი. და მყავს ისეთი რომელიც მიტინგებზე და აქციებზე სიარულისკენ ისწრაფვის.ოღონდ იქ რის გაკეთებას აპირებს არ ვიცი.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყოველი წაკითხვისას ზუსტად იგივე განცდებით ვივსები რასაც წერის დროს ვგრძნობდი. მაგრამ ვხვდები რომ მერხევა😦

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s