თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

შევიცვალე!

თანაც ძალიან.

აღარ ვარ “ის” ნათია, რომელიც 8 თვის წინ იყო.

ვგრძნობ ამ ყველაფერს და მეთვითონვე მიკვირს.

არ მეგონა ადამიანები ესე “თვალსა და ხელს შუა” თუ იცვლებოდნენ.

ერთ რამეს მივხვდი. ჩემზე ძალიან მოქმედებს ის საზოგადოება და ადამიანთა ჯგუფი რომელშიც ვიმყოფები, რომელშიც ვტრიალებ. მოქმედებს თითოეული ადამიანი და შესაბამისად ვიცვლები “მათ ყაიდაზე”. არა, მათნაირი არ ვხდები. არ ვემსგავსები სხვას. მე ისევ მე ვარ. უბრალოდ ჩემში რამდენიმე ადამიანი ცხვრობს. ხან რომელი იჩენს თავს, ხან რომელი. მე მომწონს ეხლანდელი ნათია.

რამდენიმე დღის წინ კლასელები ვნახე და რბილად რომ ვთქვათ გაკვირვებულები იყვნენ. ერთ–ერთმა ისიც კი მკითხა ზაფხულში ბლოგერებთან ერთად ისვენებდი თუ ასე ძალიან რატომ შეიცვალეო. მერე რამდენიმე კითხვა დამისვა და პასუხს პირღია უსმენდა. ბოლოს შეტრიალდა და საუბარი დაასრულა…

რამდენიმე წუთის წინ ადომ მომწერა შეიცვალეო…

ჩემს თავს ყოველდღე ვატყობ რომ შევიცვალე და რომ კიდევ ვიცვლები.

ადამინი მთელი ცხოვრება იცვლება და ეს არ უნდა მიკვირდეს, მაგრამ… უცნაური შეგრძნებაა.

თითქოს ახალი პიროვნება არის დაბადებული ჩემში. ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი.

ადრეც ამ ეპითეტებით “მამკობდნენ”, მაგრამ დღეს უფრო სხვანაირად.

როგორი ვიყავი ერთი წლის წინ? ვერ გიპასუხებთ. იმიტომ კი არა, რომ არ ვიცი, ან არ მახსოვს, ან მიტყდება, ან… ან რამე სხვა, უბრალოდ ვერ გეტყვით, რადგან არასდროს მიყვარდა საკუთარ თავზე საუბარი. არც ეხლა მიყვარს. მაგრამ ამ “ცვლილებებმა” უკვე ძალიან იჩინეს თავი. მე თვითონ გაკვირვებული ვარ…

მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მე მომწონს ეხლანდელი ნათია, უფრო სწორედ, ეხლა უკვე სიყვარულოვნა ვარ და არა ნათია.

თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

12 thoughts on “თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს, ისევე როგორც მონეტას…

  1. ჭინკა

    Vaime genacvale siyvarulovna..
    me ar vici adre rogori iyavi magram axla rc shenze vici sheni postebis mixedvit.. tavi shemayvare da ravi,.. suratebshic getyoba saxeze rom dzalian sayvareli adamiani xar da Vinmem axla aq vazelinobad ar chamitvalos martla ase vfiqrob

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობთ :*
      ადრეც ესეთივე საყვარელი ვიყავი😛 მაგრამ, მაინ შევიცვალე ძალიან. ძნელია ამის ახსნააა

      Reply
  2. ადო

    მაინც უნდა დავწერო! შენ შეიცვალე! ყოველდღე ერთიდაიგივე სასტავში ყოფნა ადამიანს ნამდვილად შეცვლის. ბლოგსფერომ შეგცვალა, მათთან ყოველდღიურმა კონტაქტმა.. შენთვის არ მითქვამს მე ეს, მაგრამ რომ შევატყე ვიცვლებოდი, სულ სხვანაირი გაავხდი, ჩემ თავს ვერარ ვცნობდი, აი მაგ დროს თაიმ აუთი ავიღე და დღემდე აუთში ვარ, არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ვიცვლებოდი.. როგორც ლეღვი და პამიდორი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეგეთ სიტუაციაში ვიყავი… ეხლა ისევ ისეთი ვარ და ძალიან არ მომწონს, მეც შეცვლილი მე მერჩივნა თურმე.
    “ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი” ყველაზე მეტად ეს სიტყვები მომეწონა, ზუსტად ეგეთი გავხდი და თურმე თაიმ აუთს ჯობია ისევ ქამინგი გავაკეთო :)))) იმიტომ რომ მე აღარ მომწონს ისეტად ყოფნა როგორც ადრე და ეხლა ვარ… იმ შუალედის დაბრუნება მინდ ა როგორიც ამ ზაფხულს ვიყავიიიიიიიიი :(((

    Reply
  3. Pingback: ისევ ის ადო ვბრუნდები!!!!!!! | for me, for you

  4. Mari

    შენზე თუ გარემო ფაქტორები ან ახლოს მყოფი ადამიანები მოქმედებენ და ხასიათს გიცვლიან, ესეიგი არ ყოფილხარ ძლიერი ადამიანი. მე ჯუნგლებში რომ გამიშვა, იქაც ეს მარი ვიქნები რაც ახლა ვარ და ყოველთვის ვიყავი😛 ნუ ბოდიალობ რაცხას. არაფერსაც არ შეცვლილხარ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხასიათს არაა… ისევ ისეთი ხასიათი მაქვს…ისევ ისეთი ვარ შინაგანად და ყველაფრით, მაგრამ მაინც რაღაც შეიცვალა.

      Reply
  5. გვირილა

    “ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო გავხდი.”- ეს ამბავი ნამდვილად მოსალოცია, მერწმუნე. მეც მინდა თუნდაც ცოტა ხნით ”ამჩემფეხება” გავხდე, ძალიან მინდა, მაგრამ ვერა რა, ვერ შევძელი😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბევრს არ შეუძლია სხვათაშორის და მე ძალიან ძალიან კარგად გამომდის და მომწონს :))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s