პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება

მთელი მონდებით და ენერიით ვცდილობთ დავცინოთ ისეთ სიმღერებს როგორებიცაა: “სამი დალიე შეგერგება”, “ტრულაიას ფული რად უნდა”, “აფრები”, “ყარაჩოღელნო მე ჩემს სატრფოს აღარ ვუნდივარ”, “დამისხით ძმებო”… და ნუ ჩამომათვლევინებთ ბოლომდე.

სამაგიეროდ ორი–სამი (10–20) ჭიქის და კარგად შეზარხოშების შემდეგ მთელი მონდომებით და ენერგიით ვცდილობთ კარგად ვაქნიოთ საჯდომი და არეული ხელ–ფეხი და ჩვენი მოძრაობები ცეკვას მივუსადაგოთ. იმ მომენტში ნებისმიერი “სამი დალიე” საოცრად სასიამოვნო, მელოდიური და ცეკვის ხასიათზე მომყვანია.

მეორე, მესამე დღეს ისევ ისევ ვიგდებთ მასხრად ნებისმიერ “სატრფიალო, დარდიმანდულ” სიმღერებს. ისევ ათი თითით დავცინით ყველას ვინც უსმენს და მოსწონს  და არც კი ვიმჩნევთ, რომ რამდენიმე საღამოს წინ ჩვენც “გავაჯაზეთ” და ჩვენც “დავიმხეთ” რესტორანი თუ სახლი ამ სიმღერებზე ცეკვით.

რა გვჭირს ადამიანებო? რატომ ვცდილობთ ყოველთვის დავფაროთ რეალური სახე და ვიყოთ ძალით შეთითხნილი ვითომდა პიროვნებები? რატომ ვცდილობთ გამოვჩნდეთ სხვებზე მაგრები და რატომ გვინდა რომ ამ ყველაფერს ხაზი გავუსვათ? რატომ ვართ ადამიანები განვითარების ასეთ დაბალ საფეხურზე?

მთვრალი ადამიანი რა შესაყვარებელია, მაგრამ ზოგიერთი მხოლოდ სიმთვრალეში იმსახურებს პატივისცემას. რადგან მხოლოდ სიმთვრალეში ახერხებს (უფრო სწორედ ვერ ახერხებს დაფაროს რეალური სახე) იყოს ის რაც არის და არ გაურბის რეალობას. არ “უტყდება” საკუთარი მეობის, მერე რა რომ ფეხი ერევა და “იქვე კიბესთან იკეცება”, სამაგიეროდ მხოლოდ მაშინ სჩანს რეალური პიროვნება.

მე მომწონს 

P.S რა თქმა უნდა პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება და არც მათ ვისაც არ აქვს პრეტენზია ერქვას ადამიანი.

11 thoughts on “პოსტი ყველა ადამიანს არ ეძღვნება

  1. Kate_AlukaЯD

    ჰმ… მე არ მიყვარს ეს ქალაქურები ჩქარები და დარდიმანდულები : ))) ცოდვა გამხელილი ჯობია და ბევრისთვისაც დამიცინია (ნუ ადრე :დ) იმიტომ რომ ვერ ვხვდები რატომ უნდა ქონდეს მობილურში ჩაწერილი ჩემხელა ბიჭს ნა პრიმერ “სამი დალიე” და ამას სერიოზულად უსმენდეს :დ სხვათაშორის არც რესტორანში მიქნევია ტრაკი ზემოთ აღნიშნულ სიმღერებზე და სავარაუდოდ არც ვაპირებ :))) უფრო მეტიც მთრგუნავს ეგ მუსიკა😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც მე მესმის რატომ უნდა ჰქონდეს მობილურში მსგავსი სიმღერები და უსმენდეს…
      მაგრამ, ძალიან ბევრი ვნახე ამ ბოლოს ზემოთ რომ ავღწერე მსგავსები და რაღაცნაირად არ მესიამოვნა.

      Reply
  2. tamaRa

    იცი, ასე მარტივადაც არ არის… მე არასოდეს ჩავრთავ მსგავს სიმღერებს ჩემი ნებით მოსასმენად ან საცეკვაოდ.
    მაგრამ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ვარ რესტორანში (ქორწილში, დაბადების დღეზე და ა.შ.), მინდა გართობა, მაგრამ პატივცემულმა მუსიკოსებმა დარდიმანდულებისა და “მულატკას” გარდა სხვა სიმღერები არ იციან!
    ვიცეკვებ, აბა, რა ჯანდაბა ვქნა??:):):):) მათ გამო ჩავიმწარო მხიარულება??? მეორე დღეს კი მათზეც გულიანად გავიცინებ და საკუთარ თავზეც:):):):)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როცა დასაცინ ობიექტს საკუთარ ტავსაც მიაყოლებ ეგ უკვე სხვა მომენტია :))
      მაგრამ,როდესაც მხოლოდ სხვისი მოსმენილი ე სიმღერები გახსოვს და შენი მხიარულება მა სიმღერებზე ეგ უკვე აღარ იქნება ნორმალური.
      ყოფილა შემთხვევა მეც მიცეკვია და გემრიელად გავრთობილვარ, მაგრამ მეორე დღეს ანალოიურ სიტუაციაში სხვა რომ აღმოჩნდება იმათ არ დავცინი ხოლმე

      Reply
    2. kevana

      მუსიკოსებმა დარდიმანდულის გარდა სხვა არ იციან? გამიკვირდა.
      არადა, მე პირიქით გამიგია :დ
      რესტორნის მუსიკოსები ჩივიან საზოგადოებას მდარე გემოვნება აქვსო, სასწაულს რეპერტუარს გვიკვეთავენო :დ

      Reply
  3. ადო

    რატომ ვართ ადამიანები განვითარების ასეთ დაბალ საფეხურზე? ამ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია ამ პოსტში, არადა უნდა დაგეწერა ეგეც. იმიტომ კი არ ვართ დაბალ საფეხურზე რომ არ ვუსმენთ ესეთ მუსიკას და ათი თითით დავცინით სხვებს (ვინც უსმენს).. ზუსტად იმიტომ ვართ დაბალ საფეხურზე, ან დასაცინები რომ ასეთი მუსიკა იქმნება და იმდენს სვამენ რომ მერე ამ მუსიკებზე ცეკვავენ.
    It’s all :))))

    Reply
  4. Leo

    სრულიად შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ამ პოსტს. არა ჩემო კარგო სიყვარულოვნა, როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო, მე არა თუ არ ვიცეკვებ, უფრო მეტიც – ღმერთმა დამიფაროს(!), რომ არ სისაძაგლეზე ვიცეკვო ან თუნდაც ოდნავ თითებით ტაქტში ავაყოლო -ამ დონემდე ჯერ არ დავცემულვარ. როცა კარგ ხასიათზე და ცოტა გარადუსში ვარ, კარგი ბლუზი ან სამოცდაათიანების როკი მინდება ხოლმე. ამ ”მუსიკაზე” უბრალოდ ვითრგუნები ხოლმე.

    ის ფაქტი, რომ საქართველოში ეს მდაბიო მუსიკა ყველაზე პოპულარულია, იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან კულტურის დონე ნულზე დაეცა. მთელი საქართველო რადიო ”არ დაიდარდოს” მუტანტურ ჰანგებში იხრჩობა. სულაც არ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ მაღალკულტურული ერი. ნამდვილად არ ვართ ასეთები.

    და საერთოდ, რატომ უნდა მომწონდეს ეს უსაშინლესი, უსაზიზღრესი, უსაძაგლესი, უბანძესი, უგოიმესი, უმდარესი, უმდაბიოესი, უმახინჯესი და უგულისამრევესი ”მუსიკა”. ეს არის ნამდვილი სულიერი დეგრადაცია და სიმახინჯე!!! სხვები არ ვიცი, შეიძლება ბევრი მართლაც თავს იკატუნებს ვითომ არ მოწონს, მაგრამ მე ნამდვილად მეზიზღება ეს მუსიკა გინდ მთვრალი ვიყო და მითუმეტეს გინდ ფხიზელი. ისე, მაია ასათიანის გადაცემას რომ ვუყურე, უნებლიედ გამახსენდა გიზო ნიშნიანიძის სიტყვები: ”ქაჯებმა გვაჯობეს.”.

    Reply
    1. kaxiii

      იცით რაა?? ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, ყველას თავისი გემოვნება აქვს და “გემოვნებაზე არ დაობენო”, სხვას თუ არ მოსწონს ნუ მოუსმენს მაგრამ მე ზუსტად აი ამ წამს რომ ვუსმენ მაგ შენი თქმით -უსაშინლეს, უსაზიზღრეს, უსაძაგლეს, უბანძეს, უგოიმეს, უმდარეს, უმდაბიოეს, უმახინჯეს და უგულისამრევ სიმღერას “დამისხით ძმებო” რით ვარ თუნდაც თქვენზე ან თქვენი აზრის მქონე ადამიანებზე ნაკლები?? მაგალითად მეე როგორც ერთერთი მელომანი არასდროს დამიცინია მძიმე როკის მსმენელთათვის და არ მითქვამს რომ “იცი მე როკი არ მიყვარს და შენ ჩემზე დაბალი დონე ხარ რადგან რა დროს მეტალიკაა როცა (მაგალითად) დისკოტეკებზე ახალგაზრდობა ჰაუსზე ცეკვავს…

      Reply
  5. kaxiii

    პოსტის ავტორს ვეთანხმები! როცა ნასვამი ხარ ყველანაირი ჟანრის მელოდია და სიმღერა გიწრორდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს რუსული ესტრადაა, ინგლისური თუ ქართული ბაიათი!!! და ნურავინ ნუ იტყვის ასეთ სიმღერებზე არასდროს მიცეკვიაო… ჯერ მარტო ადრე ახლო წარსულში სანამ ქართველი კარგად გაიცნობდა “ევროპას” რა ჟანრს უსმენდა?? სულ არ დამვიწყებია როგორი ოვაციებით ხვდებოდნენ ქართველ მომღერლებს კონცერტებზე, ახლა კი მოუსმინეს შაკირას, DJ ალიგატორს და მიხვდნენ რომ თურმე ესაა ცვეტში და დაიწყეს ძერსკობა… ვიტ ტაკ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s