მე რომ მეგობრები არ მყავდეს

ხახიტომ დამთაგა…

ორი დღეა რაღაც მოდეპრესიო ხასიათზე ვარ და ეს თემაც ზუსტად ჩემთვის არის.

მე რომ მეგობრები არ მყავდეს? ალბათ გავგიჟდებოდი. იმიტომ კი არა რომ არავინ მეყოლებოდა ვისაც მოვუყვებოდი ჩემს ამბებს, ვისაც წავეჭოვებოდი ”ამა ქვეყნისა სიახლეებზე”, ვისი ნახვაც ყოველდღე მომინდებოდა… უბრალოდ, მე ადამიანის გარეშე ვერ გავძლებდი. მე ადამიანები მიყვარს და შესაბამისად თითოული ადამიანი, მეგობარი თუ უბრალოდ ჩემს გარშემო მოტრიალე პიროვნებაც კი მნიშვნელოვანია.

უმეგობრობა შეიძლება გადამეტანა … ჩემს დარდს და განცდებს გავუზიარებდი იმას,ვისაც უკვე წლებია ვუზიარებ – ჩემს დღიურს.

მაგრამ ვერ გავძლებდი ადამიანების გარეშე.

მე მიყვარს ჩემი მეგობრები,მიყვარს მათთან უაზროდ ჯდომა და არაფერზე საუბარიც კი…

არასოდეს გამოვირჩეოდი მეგობრების სიმრავლით. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ძნელად აღვიქვამ ადამიანს ჩემად და შესაბამისად ჩემს მეგობრად… ჩემი “მეგობრების სიაში” ვერასდროს ნახავთ ერთი “კატეგორიის” ადამიანებს. სია არც ისე დიდია, თუმცა მრავალფეროვანი და თითოეული მათგანის დაკარგვაც კი დიდ ზიანს მომაყენებს.

ვინ ვიქნებოდი მეგობრები რომ არ მყავდეს?

– ალბათ ისევ ის ვინც ვარ დღეს.

როგორი ვიქნებოდი შინაგანად?

– მექნებოდა მუდმივად დაუკმაყოფილობლობის შეგრძნება. ჩემს სულს დააკლდებოდა რაღაც, ვიქნებოდი მუდმივად რაღაცის ძიებაში… (თუმცა ამ ეტაპზეც ეგრე ვარ)

არ მინდა წარმოვიდგინო რა ვიქნებოდი მე რომ მეგობრები არ მყავდეს. ბედნიერი და მადლობელი ვარ რომ ცოტა, მაგრამ მაინც მყავს ადამიანები ვისაც მეგობარს ვუწოდებ.

თქვენ იცით რას ნიშნავს მეგობარი? მე ვიცი, მაგრამ არ შემიძლია ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, ისევე როგორც სიყვარულის ახსნა. უბრალოდ უნდა გწამდეს მეგობრობის სიწმინდისა და ყველაფერი კარგად იქნება.

არ მინდოდა არავის დათაგვა რადგან უინტერესო და არასასიამოვნო მეჩვენება იმის წარმოდგენა როორი იქნებოდი მეგობრები რომ არ გყავდეს…

მაგრამ მაინც

გრინ მარ დაწერე რა, კნუტ შენც, ჭინკა შენც

15 thoughts on “მე რომ მეგობრები არ მყავდეს

  1. Mari

    მეგობრების გამოა რომ დღეს ვარ ის ვინც ვარ. ზოგჯერ, როცა რაღაცაზე ხელს ჩავიქნევ, მაშინვე ისინი მახსენდებიან და სტიმული მეძლევა. სამაგიეროდ მეც შემიძლია ვიყო მათთვის ისეთი, როგორი მეგობარიც ჭირდებათ. თუმცა თბილი და საყვარელი მხოლოდ 1-2 თან ვარ და მაგაზე გული მწყდება, რომ სათანადოდ ვერ გამოვხატავ ვერაფერს.

    Reply
    1. Mari

      ხოდა ისა, მე ვერ დავწერ. არ ვარ ემოციების ფრქვევის ხასიათზე.😛

      Reply
  2. sunwaited

    მეგობრები რომ არ მყავდეს უბრალოდ არ მეყოლებოდა მეგობრები. ამიტომ უფრო ძლიერი ვიქნებოდი.

    Reply
  3. Pingback: მეგობრების გარეშე? « ✿Makus's Blog✿

  4. knuti

    გამიხარდა, რომ დამთაგე, მაგრამ ძალიან ბევრი დაათაგულ და არდაწერილი პოსტი დამიგროვდა… ვეცდები ეს მაინც დავწერო. რა ვიცი. მაინc ვაპირებდი მსგავს თემაზე დაწერას და ბარემ იყოს🙂

    Reply
  5. nksh0x01

    ici roca megobrebi ar gyavs da amastan arc natesavebi vfiqrob dzalze cota iseti ram razec sheidzleba mterma dagartyas. ertis mxriv kargia umegobroba🙂

    Reply
  6. Pingback: დრაფტომანია – ზარმაცას წუწუნი « კნუტის ბლოგი

  7. Tatu

    me megobrebi ar myavs. es dalian cudia, adre myavda, magram exla paqtiurad marto var. amqveynad yvelaze dzvirpasi ertguli megobrebi arian da mat didi gaprtxileba schirdeba. advilad aravis ar unda daumegobrde.magram umegobrobac didi sircxvilia. me dalian menatreba chemi dzveli megobrebi, tavis droze mat ar vapasebdi da roca isini davkarge, mivxvdi rogor gamichirda cxovreba. adamianebo gauprtxildit megobrebs.

    Reply
  8. qimikosi

    ცჰემი სჰეცდომის გამო მეგობარს გული ვატკინე,,მეგონა მე ის დავკარგე,,ჯერ ბოლომდე კიდე ვერ მპატიობს ცჰემ შეცდომას,,,,ტყუილს და ცჰემგან ასეთი რამის გაკეთებას….მე ის ისე მიყვარს მის გამო ნებისმიერ დაბრკოლებაზე ვარ წამსვლელი საწირო რო გახდეს სიცოცხლესაც დავტმობ,,,,ის როგორც ჩემი დაიკო ისეა ჩემთვის,,,,,მეგობარზე დზავირფასი არაფერია,ნეტა სჰემედზლოს რო ის სჰეცდომა გამოვასწორო და ტუნდაც იმ დღესვე დამთავრდეს ჩემი ცხოვრება,;,,,;,,;საუკეტესო ადამიანია,,,,,,,,,,,,,რაც მთავარია ღვტის მოშიში,.,.,,,მეგობარს გაუფრტხილდიტ თორე მწარეა მისი დაკარგვა,,,,,მე არ დამიკარგავს ნელ ნელა ისევ მირიგდება .,,..,.,მადლობა უფალს,……

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s