Monthly Archives: October 2010

უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.

კონტროლის გარეშე, ანუ მარტო მინდა!

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ თავისუფლება მაკლია.

არ ვარ შებოჭილი, თითქმის ყველგან დავდივარ სადაც მინდა. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა.

ოღონდ ეს ყველაფერი სახლის გარეთ. სახლში ყოველთვის ჩემთვის ვარ, მარტო. ვიცი არც აქ დამიშლიან რამეს. უბრალოდ მე თავად ვარ შებოჭილი და თითქოს განერვიანებულიც. სახლში ყველაფერი ნერვებს მიშლის და ყველაფერს ვაკრიტიკებ. სახლში ყოფნისას საუკეთესო დრო ღამის 12 დან 3–მდეა. მაშინ როდესაც ყველას სძინავს და მე ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელებზე ვარ.

მინდა მარტო ცხოვრება. თუნდაც რამდენიმე დღე. მარტო ცხოვრების სურვილი თავზე გადაჯმას არ ნიშნავს. არც 24 საათი “ფართების” მოწყობას და დაქალ–ძმაკაცების “დაბირჟავებას” ჩემს სახლში. უბრალოდ ეს იქნება სიტუაცია, როდესაც სახლში მოსულს არ მკითხავს არავინ სად ვიყავი, ვისთან ერთად ვიყავი და ბოლოს არ დააყოლებს რომ ამ ბოლო დროს ყოველდგე სადღაც დავდივარ და რომ საკმარისია წანწალი.არ დამჭირდება ფანტაზიის მოხმობა, რომელიც არ გამაჩნია, ტყუილის მოსაგონებლად რომ რამდენიმე საათით მაინც გავერიო იმ ხალხს რომელთან ურთიერთობაც უბრალოდ მჭირდება. სახლში მოსულს არ დამჭირდება იმის ახსნა რომ მე განსხვავებული აზროვნების ვარ და შესაბამისად ვერ მოვიქცევი ისე როგორც მათ უნდათ. სახლში მოსულს არავინ გამიკონტროლებს წყალს მაცივრიდან დავლევ თუ ონკანიდან. არავინ მეტყვის ფეხზე გაიხადე ეხლახანს დავგავეო, არავინ მეტყვის შენი ოთახი დასალაგებელიაო. არავინ მეტყვის მეცადინეობის დროს წელში გაიმართე, ნათურა აინთე, თავი გაასწორე, კალამი ნორმალურად დაიჭირეო… შუა საქმნის კეთების დროს არავინ დამიძახებს მივდივარ და კარები ჩაკეტეო და ბოლოს არავინ დარეკავს სახლში და არ მეტყვის ლივტით გამომიძახეო.

ჩემი ბუდე მინდა. სადაც მშვიდად ვიქნები, მარტო და კონტროლის გარეშე!

ის იყო ამოჩემება,მაგრამ…

ყველა ურთიერთობა კარკვეული ხნის შემდეგ რაღაც “სტატუს” იცვლის და ერთფეროვანი ხდება. იმისათვის,რომ ეს ესე არ მოხდეს საჭიროა ურთიერთობის გამრავალფეროვნება და არა დაკიდება და დაკარგვა იმ ადამიანისა.

მე პირიქით ვიქცევი. უფრო სწორედ, რომ ვთქვათ მეთვითონ ვხდი ხოლმე ურთიერთობას მოსაბეზრებელს და აუტანელს.

გრინ მარიმ ექსკურსიაზე მითხრასავით ადამიანების ამოჩემება იციო. ყურადღება არ მივაქციე მაგრამ გულში კი ჩამრჩა. ეგრე გამოდის. ძალიან ვიცი ადამიანების ამოჩემება და გარკვეული ხნის შემდეგ ისევ ჩვეულ გრძნობას და სიტუაციას ვუბრუნდები. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც “ამოჩემების დაავადება” გამივლის,  ვამჩნევ ხოლმე ამა თუ იმ ცუდ თვისებას. ან ადრეც მქონდა შემჩნეული და მხოლოდ ეხლა ვრეაგირებ.

იყო ეს ამოჩემება და გადამიარა იმ “ფანატიზმა”, სამაგიეროდ არ გამნელებია ის გრძნობა და არ მინდა რომ დავკარგო უაზრო გამოხტომების და ჩემი სუსტი ნერვების გამო.

ის იყო ამოჩემება, მაგრამ ეხლა მეგობარია. ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა და მეორე კიდევ უფრო კარგია.

ბლოგერების ექსკურსია #7

ჩემთვის რიგით მეოთხე.

ამ ექსკურსიას ყველაზე მეტად ველოდებოდი. შემოდგომა განსაკუთრებით მიყვარს თავისი მრავალფეროვნების გამო.თუმცა თბილისში მისი შეგრძნობა და შემოდგომის ფერების აღქმა ცოტა არ იყოს და ძნელია.

ცხვარიჭამიის ტყე – ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილი შემოდომაა. უამრავი ფერი, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი პეიზაჟები, არაჩვეულებრივი ხალხი და საისამოვნო განწყობა. ყვლაფერი მქონდა იმისთვის, რომ არაჩვეულებრვად ჩამეთვალა ეს ექსკურსია (ისევე როგორც წინა სამი).

დღეს რატომღაც ისეთი “სასტავი” შევიკრიბეთ ჯერ რომ არ ვყოფილვართ ერთად.  პირველად იყო ზურ.ჯი, ნიკას მეგობარი. საერთოდაც ცოტანი ვიყავით, თუმცა მაინც მშვენიალური გარემო იყო. მართალია ზურა ცოტა მოვაწყინეთ მგონი, მაგრამ საბოლოოდ მგონი კმაყოფილი დაბრუნდა შინ. სამაოდ პროდუქტიული დღე იყო სურათების მიხედვითაც. ლეონსიომ უამრავი უმაგრესი სურათი გადაგვიღო ^_^

ცხვარიჭამიის ტყის შემდეგ სიონის წყალსაცავს (ტბას) დავხედეთ. სულ ნისლში იყო გახვეული. წყალი საერთოდ არ ჩანდა. სამაგიეროდ ჩვენს თვალწინ სულ მალე ისე მოიწმინდა იქაურობა ვერც იტყოდი,რომ ნისლი იდგა ოდესმე. მზემაც გამოანათა და სხივები გვიწილადა.

სასიამოვნო დღე იყო ^_^ მიყვარხართ ყველა :* და საზიზღრები ხართ ვინც არ წამოხვედით 😐 აი ეგრე!

ექსურსიის მერე თბილისობას შევუერთდით მე,გაბო და ალუკარდი. გზად ნოჩურა,ზურიუსი და ადოც ავიკიდეთ. ვიმაიმუნეთ, ვიპოზიორეთ და დავიშალეთ. ზურიუსს კი უნდოდა დარჩენა და ვერის უბნის მელოდიების მოსმენა (მშვიდობის ხიდთან კონცერტი იყო) მაგრამ არ/ვერ გამოდიოდა = ( + ნერვები მომიშალა ჩემს პოსტებს ნუ ალაიქებო. ხო და მეყოლოს ეგრე ამის მერე 😀
მიყვარს მსგავსი დღეები რა. ბოლო რამდენიმე დღე არაჩვეულებრივად სრულდება და მეც უაზროდ კმაყოფილი და უაზროდ ბედნიერი ვიძინებ ხოლმე. მიყვარხართ ხალხოოოო!

 

უფრო მეტი სურათის ნახვა შეგიძლიათ ჩემს პირწიგნაზე ამ ბმულზე – www.facebook.com/siyvarulovna

თბილისობა 2010

ვინაიდან და რადგანაც დღევანდელი (23.10.10) დღე საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა გადავწყვიტე ორ ნაწილად დამეწერა. საერთოდ ეს დღე სამ ნაწილადაც შემიძლია დავყო: 1. გარემოს დაცვის კვირეულთან დაკავშირებული მარათონი დილის საათებში. 2. თბილისობა რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. 3.ჩემი დედიკოს დაბადების დღე და ხალხი რესტორანში.

ამ სამიდან, ჯერჯერობით მხოლოდ მეორეს შევეხები. რადგანაც პირველ ნაწილს ცოტა დამუშავება და საჭირო ინფორმაციის გადაკითხვა სჭირდება.

თბილისობა, როგორც წესი ოქტომბრის ბოლო შაბათ–კვირას იმართება ხოლმე. თუმცა წელს გამოიჩინეს ორიგინალურობა და ოქტომბრის ბოლო შაბათ–კვირის ნაცვლად თბილისობა 10–დღეს გაგრძელდება. დაიწყო 22–ოქტომბერს, ესეც სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც ავტობუსით მიმავალმა სპორტის სასახლესთან გაშლილი სამწვადეები, წაქცეული ჭიქები და მაგიდებთან აქა–იქ შეორჩენილი მთვრალი, ღიპიანი კაცები შევამჩნიე. მიყვარს მე ეს დღესასწაული ❤ ჩემი ქალაქის დღესასწაულია. მაგრამ არ მიყვარს სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ერთ დიდ დომხალს ემსგავსება ხოლმე.

დღეს, სულაც არ ვგეგმავდი ამ საერთო დღესასწაულში ჩაბმას,მაგრამ სრულიად შემთხვევით მე ადომ და ნოჩურამ თავი ამოვყავით რუსთაველზე. ადოს გამუდმებული წუწუნის მიუხედავად სადღაც 30–40 წუთი მაინც გავჩერდით. დავათვალიერეთ ცხენები, მოვუსმინეთ კონცერტს, რომელიც ძირითადად 10–15 წლის წინანდელი რეპერტუარით და მომღერლებით შედგებოდა, მოვინახულეთ სოფლის ნობათი, უფრო სწორედ ყველი, ავუარ–ჩავუარეთ იქ მოშიშხინე მწვადებს, სახელდახელოთ გაკეთებულ თათარას (სიტყვა “ფელამუშს”, სიტყვა “თათარა” მირჩევნია) და სხვა ათას წვრილმან ატრიბუტიკას, რომელიც ყოველ თბილისობას არის ხოლმე გამოფენილი.

წლევანდელი თბილისობა მართლაც გამორჩეულია. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, კონცერტი, ჩვენება და გასართობი პროგრამები. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://tbilisoba.ge/. მთავარია სურვილი და არაჩვეულებრივად გაატარებ დროს.

რადგანაც ხვალ მე არ ვიქნები თბილისში და ვერ ავღნიშნავ ამ დღესასწაულს ისე როგორც შემეფერება, ამ პოსტის დაწერა და სათაური “თბილისობა 2010” ადრე ნამდვილად არ არის. ვინც იქნებით თბილისში და დილის 11–დან დაიწყებთ აქტიურ აღნიშვნას დაე გამიხსენეთ და ჩემს მაგივრადაც გაერთეთ.

ზოოპარკი,რეგთაიმი და მებო ნუცუბიძე

დღეს გაბოსგან შემთხვევით გავიგე, რომ ილიაუნიში უნიკინო იმართებოდა და “რეგთაიმი” უნდა ენახებინათ. გრინმარის დაყოლიება არ გამიჭირდა. მითუმეტეს რომ ზოოპარკში ვიყავით ფილმის ჩვენებამდე. მოვინახულეთ ცარიელი გალიები, ლომის გალიაში დამწყვდეული ორი დათვი, მელია,რომელმაც მთელი გალია გადათხარა, კიდე რომელიღაცა მოღორო ცხოველი, ზებრა და სირაქლემა რომლებიც ერთად ძოვდნენ თივას და წითელტრაკა მაიმუნები. სუნი იყო არაჩვეულებრივი. სამაგიეროდ კარგად გავერთე.

დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას ვიყავი. ფილმიც თავის დროზე დაიწყო, მაგრამ ვაი მაგ დაწყებას. კადრები ცალკე გარბოდა ხან აჩქარებული ხან შენელებული და ხმა ცალე. მოკლედ 5–წუთზე მეტხანს ვერ გავჩერდით და დარბაზიც დავტოვეთ.ამასობაში ნოჩურაც მოსისინდა.  გრინ მარის რის მაღლიველია თუ თსუ–ს ყველა ამბავი არ იცის, ხო და მოგვახსენა რომ მერვე კორპუსში იმართებოდა რაღაც კონცერტი და ჩვენც იმ “რაღაც” კონცერტზე გავეშურეთ.

კითხვა კითხვით VIII–კორპუსიც ვიპოვეთ და დარბაზიც. აღმოჩნდა,რომ მერაბ ნუცუბიძის (ჯეოსტარელის) კონცერტი ყოფილა. რომელიც ბლოგერიც აღმოჩნდა. ეს უკანასნელი ფაქტი ძალიან გამიხარდა.  ესეც მისი ბლოგი http://merabino.wordpress.com/. ამ დღეებში ჩავუჯდები და გადავიკითხავ და დავადგენ ისევე კარგად წერს როგორც მღერის თუ სიმღერა ჯობია. მოკლედ, მებო საკმაოდ მხიარული და თავისუფალი იყო სცენაზე. ხუმრობდა, იცინოდა და რაც მთავარია შეძლო აეყოლიებინა მსმენელი. არაჩვეულებრივად ჰქონდა შერჩეული რეპერტუარი. მსმენელთან იყო მუდმივ ურთიერთობაში, რაც ძალიან მომეწონა. დარბაზიც თავის მხრივ საკმაოდ აქტიურობდა. მაყურებელს შეეძლო დაესვათ მებოსთვის ნებისმიერი კითხვა. თუმცა კითხვები იყო სასწაული. რამდენიმე მათგანი სპეციალურად ჩავიწერე კიდეც. მაგ:

კითხვა 1. ” ფრანგულში რამდენად მომამზადებ? პასუხი: “50–ლარად” საკმაოდ იაფია ისე, ხო და ღირს დაფიქრებად.

კითხვა 2: “რს რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს” ამ კიტხვაზე მებომაც ბევრი “იკაიფა” და არაჩვეულებრივი პასუხი გასცა: “თქვენ,რომ ჟურნალ თბილისელების ჟურნალისტი იყოთ გიპასუხებდით ღალატსო, და თქვენც ეგ გიპასუხოთ? მაგრამ თუ ადამიანი მიყვარს შეიძლება ყველაფერი ვაპატიო”.

კითხვა 3: “საფრანგეთში კაი იყო?” პასუხი: კი. მაგრამ აქ უფრო კაია და ამიტომაც ვარ აქ.”

კითხვა 4: “კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან” პასუხი: “აქ მგონი თბილისელებიდან არის შემოგზავნილი ვიღაც. მაგრამ კურიოზსს მაინც გავიხსენებ, რომელიც სულ ახლახანს გადამხდა…”

კიტხვა 5: “რას იზამ 2,3,4 ნოემბერს კოლოქვიუმში?” პასუხი: “ალბათ გადავიწერ ცხოვრებაში პირველად”.

და ა.შ  საბოლოოდ მშვენიერი კონცერტი გამოვიდა. რამდენიმე სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდანაც შეგვისრულა.  მოლედ, ღირს ამ ადამიანის ჯეოსტარში გამარჯვება ან ფინალამდე მიღწევა მაინც. ასე რომ დაუმესიჯეთ 3011 (თუ სწორად მახსოვს) და უგულშემატკივრეთ.

ხარისხს არ ვიმჩნევთ. არც ხმა ისმის გადასარევად მაგრამ მიხვდებით რომ იქ რომ ყოფილიყავით ისიამოვნებდით.

ამ არაჩვეულებრივი საღამოს შემდეგ 1–2 საათი გარეთ ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად. მიყვარს ესეთი საღამოები. თითქოს ჩვეულებრივი, თითქოს არაფრიდ გამორჩეული მაგრამ მაინც სასიამოვნო.

რომელიც არ შეიძლება

–ნათია რა გჭირს?

–არ ვიცი.

 

და საერთოდაც, რა მინდა ადამიანისგან რომელსაც არ ვიცნობ? რას ველი ადამიანისგან რომელიც ჩემთვის არავინ არ არის? რატომ უნდა შევხვდე ადამიანს რომლისგანაც არაფერს ველოდები, რომელიც არ მომწონს? რომელსაც ჰყავს შეყვარებული და რომელსაც აწყობილი აქვს გეგმები და მომავალი?

 

–იმას გასაგებია რაც უნდა, მაგრამ შენ რა გინდა?

–არ ვიცი. ალბათ გართობა და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა. ან უბრალოდ ვინმე. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა, რომ ვნახავ ალბათ მერე მივხვდები.

 

არა, არა. არაფერიც არ მინდა. უფრო სწორედ მინდა ის რაც არ მაქვს, და როცა მექნება ის, რაც არ მაქვს აღარ მომინდება ის, რაც მექნება. არ მაქვს ზედმეტი ილუზია. არ ვარ ქალი,რომელიც აჰყვება გრძნობებს და რომელიც იოცნებეს იმაზე რაზეც “ნამიოკიც არ ჩაურტყამთ”. არა,მე არც გრძნობები მაქვს.

 

მე მხოლოდ გართობა მინდა.

 

P.S გრინმარ, ორ აგურს რომ იშოვი აქეთ გამოუშვი!

P.P.S და ბოლოს,მაინც არ ვიცი რა მინდა და რა დავარქვა ჩემს საქციელს.