პოსტ საწყობი

რევაზის ტეგ–თამაშში მეც ავღმოჩნდი დათაგული.

თუმცა,ჩემს პოსტ–საწყობს რომ გადავხედე სულ ორიოდე დრაფთია და ისიც ძალიან გამიკვირდა. როგორც წესი პოსტს დაწერისთანავე ვაქვეყნებ და მეორეჯერაც არ ვკითხულობ (მაგიტომ არის ხოლმე შეცდომებით სავსე). თუმცა, რაღაც სასწაულად ორი მათგანი მაინც შემორჩა საწყობს.

პირველი რომლის წერაც ორიოდე დღის წინ დავიწყე უბრალოდ ვერ დავასრულე და როგორც ჩანს არც დასცალდა დასრულება, რადგან ეხლა უნდა გამოვაქვეყნო.პოსტი სავარაუდოდ ეხებოდა თავისუფლად აზრის დაფიქსირების კომპლექსებს და გაურკვეველი მიზეზების გამო მისგან თავის არიდებას.

“თავისუფალი სიტყვის კულტურამ არც თუ ისე დიდი ხანია რაც ფეხი მოიკიდა ჩვენთან. თუმცა გარკვეული შეზღუდვები რატომღაც მაინც არსებობს. შეზღუდვები არა ვინმეს ან რამის მიერ, არამედ საკუთარი თავების მიერვე, რაც რატომღაც მაკვირვებს და მაღიზიანებს ერთდროულად. ვერ ვხვდები რა უნდა იყოს მიზეზები, რის გამოც თავისუფლად აზრის დაფიქსირებას ვერ შეძლებ 😐

თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარი აზრის და შეხედულებების დაფიქსირება.მაგრამ, მათ სიმრავლეს ძირითადად მაინც სოციალურ ქსელებზე თუ წააწყდებით (ტვიტერი, ფეისქუბი, ბლოგი)…”

ალბათ მაინც დავასრულებ რადგან მინდა ამაზე დავწერო…

მეორე დრაფტი ზედმეტად პირადულია და მის გამოქვეყნებას არც წერის დროს ვაპირებდი და არც ეხლა ვაპირებ მიზ გამომზეურებას… ვინ იცის,იქნებ ეღირსოს მკითხველის თვალი.

მე ჩემის მხრივ სიამოვნებით ვნახავდი ზურიუსის დრაფტებს, ეგოისტის დრაფტებს და ჰექსეს დრაფტებს.

7 thoughts on “პოსტ საწყობი

  1. alleskreativ

    😦 რატომ არის ჩემი “პოსტ საწყობი” ცარიელი 😀 ნუთუ რისი წერაც დავიწყე ყველაფერი ბოლომდე დავწერე და გამოვაქვეყნე 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგრე გამოდის 😀
      მეც როგორც წესი პოსტს ყოველთვის ვამთავრებ და ყოველთვის ვაქვეყნებ ხოლმე

      Reply
  2. ana

    ise miyvars ise miyvars chemi azris dafiksirebaaa ) arc socialur qselebshi veridebi da arc liveshi, magram amavdroulad grmad mwams da mjera, xshirad energias tyuilad vxarjav, radgan adamians tu ramis dajereba ar unda, camde martali romc iyo, ver daajereb ..:D

    Reply
  3. ჰექსე

    მადლობა რომ დამთაგე
    ახლა ვნახე და მართლა არ მაქვს დრაფტი 🙂
    პოსტს როგორც კი ვწერ ეგრევე ვაფაბლიშებ – ვერ ვითმენ.
    ტვინში კი მაქვს ბევრი დრაფტი, მაგრამ ტვინის სკანერი არ გამოუგონიათ ჯერ :)))

    Reply
  4. Mari

    ვეღარ ვიტან ამ თავისუფალი აზრის დაფიქსირების თემას, იმიტომ, რომ ყველას სხვადასხვანაირად ესმის და იქმნება რაღაც საზიზღრობა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s