გზაჯვარედინზე გადაშლილია ის სილამაზე, რასაც შემოდგომა ჰქვია.

შემოდგომა თბილისში წესით უკვე თვეზე მეტია მობრძანდა.თუმცა “ვიზუალურად” რატომღაც არ იგრძნობა. არც ოქროსფერი ფოთლებია, არც ბევრი ხიდან ჩამოცვენილი ფოთოლი, არც მოწითალო ფოთოლი. მოკლედ, წვიმების და თავიდან გაცვენილი თმის გარდა არაფერია რაც გაგრძნობინებს, რომ შემოდგომა დადგა!

შემოდგომა  ყველაზე ლამაზია იმ 4 დროს შორის რომლებიც მე ვიცი. კი,ყველას თავისებური ხიბლი აქვს მაგრამ არცერთს შემოდგომის ნაირი.

წითელი,ყვითელი,ოქროსფერი,მწვანე,მოყავისფრო და კიდევ უამრავი ფერი, რომლებიც ერთმანეთში ირევა…

წვიმებისგან გაწმენდილი ჰაერი…

ძალა დაკარგული მზის სხივები,რომლებიც მაინც არ წყვეტენ კაშკაშს…

ბეღურებისთვის და ყვავებისთვის დათმობილი “ბურთი და მოედანი”…

ქუჩაში სიცივისგან აკანკალებული გოგოს და ბიჭის ჩახუტებაც კი უფრო საყვარლად და რაღაცნაირად კარგად ჩანს…

ატალახებული და სველი ქუჩები…

და ყველაფრის მიუხედავად ულამაზესი გარემო.

თბილისში შემოდგომა ოქტომბრის ბოლოს მოდის. აი,თბილისობა რომ მოუახლოვდება მაშინ.

ყოფილხართ ამ დროს ქუჩაში მარტო დილის 9–დან საღამოს 9–მდე? გიტოპავიათ გუბეებში? გაგორებულხართ სიმწრით შეგროვებულ ფოთლებში? მერე სიმწრით გაგიცლიათ თმიდან აკრული ნაგავი და უბედურება? ბოლოს ასულხართ თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე (სავარაუდოდ მთაწმინდაზე) ან ეშმაკის ბორბალზე და იქიდან დაგიხედავთ თბილისისთვის?

თუ ეს ყველაფერი არ გაგიკეთებიათ მაშინ შემოდგომის ხიბლი ვერ გიგრძვნიათ და ნუღარ იტყვით რომ შემოდგომა არ მიყვარს იმიტომ რომ ზამთარი მოდისო, ან ზაფხული წავიდაო.

რომელი დრო გინახავთ ასეთი ლამაზი?

გაზაფხული? – აყვავებული ყველაფერი,ხასხასა სიმწვანე და დაბრუნებული ფრინველები.

ზაფხული? – გამხმარი ბალახი, კაშკაშა მზე და “ზაგარი”

ზამთარი? – თოვლი და სიცივე.

შემოდგომა – ყველაზე ლამაზი, ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბევრი სიახლით და ყველაზე ცვალებადი. რაღაცის დასაწყისი და რაღაცის დასასრული ერთდროულად. თითქოს ორი გზა იკვეთება და გზაჯვარედინზე გადაშლილია ის სილამაზე რასაც შემოდგომა ჰქვია.

6 thoughts on “გზაჯვარედინზე გადაშლილია ის სილამაზე, რასაც შემოდგომა ჰქვია.

  1. Mari

    რა არ იგრძნობა, ლამისაა გული გამისკდეს. დამიბრუნეთ ჩემი სიმწვანეეეეეეეეე

    Reply
  2. moiashi

    მე შემოდგომა მიყვვარს ქალაქგარეთ. შიო მღვიმეში იმდენად ლამაზია, წითლ და ყვითელ ფოთლებშია ყველაფერი გახვეული. 1 ვარ ნამყოფი და წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა.
    თბილისში შემოგომას მარტო მშრალ ხიდს ვატყობ

    Reply
  3. knuti

    ველაზე ლამაზია იმ 4 დროს შორის რომლებიც მე ვიცი < Sხვა დროებიც არსებობს რაც შენი იცი, იმის გარდა?

    Reply
  4. marg0rita

    რა კარგი პოსტია, აი რაღაცნაირად შემოდგომისუნიანი🙂 ძალიან თბილი პოსტია🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s