Daily Archives: October 5, 2010

სექსი და სტუდენტობა ანუ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას მიხედეთ

ბოლო 2–3 დღეა ინტერნეტ სამყაროში ყველაზე აქტუალური თემა “სექსი და სტუდენტობაა”. ვერ გავცდით ამ სფეროს 😐 ისევ ისე საინტერესოა ვის როდის,რანაირად,რატომ,ვისთან ჰქონდა პირველი სექსი. ისევ ვატარებთ გამოკვლევებს და ისევ ვასკვნით რომ საქართველოში სექსი “უხერხული” თემაა და ისევ ტაბუდადებულია. ვასკვნით ასევე იმას რომ ბიჭებს სექსი მოეთხოვებათ, აი გოგონებს კი ქმართან მოეთხოვებათ (მოვალეობაა ბოლოს და ბოლოს). გულის ამრევი და საშინლად გამაღიზიანებელია როდესაც ყოველი მეორე სიახლე სექს, სტუდენტობას და გავრცელებულ სტერეოტიპებს ეხება.

არ დაიღალეთ სხვისი შეხედულებებით ცხოვრებით? რაში გაინტერესებთ ვიღაცის სექსუალური ცხოვრება. საკუთარს მიხედეთ თუ გაგაჩნიათ! თავისუფალი სექსუალური ცხოვრება შეცვლის რამეს? გვეშველება რამე? რა მნიშვნელობა აქვს ჩემს თანაუნივერსიტეტელს ექნება თუ არა სექსი. შეცვლის რამეს? პრივილეგიაა? დააკნინებს? მაღიზიანებთ ყველა ვინც ამ თემით ხართ დაინტერესებულნი!

P.S ეხლა, ხუთშაბათს, პროფილში ქალიშვილობის ინსტიტუტზე იქნება გადაცემა და მთელი ერთი კვირა “დღის თემა” ეს უნდა იყოს? 😐 უნდა დაინტერესდეთ ვინ ამოიკერა გახეული აპკი და ვისთვის არაა სასურველი არა ქალიშვილი? 😐