სექსი და სტუდენტობა ანუ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას მიხედეთ

ბოლო 2–3 დღეა ინტერნეტ სამყაროში ყველაზე აქტუალური თემა “სექსი და სტუდენტობაა”. ვერ გავცდით ამ სფეროს😐 ისევ ისე საინტერესოა ვის როდის,რანაირად,რატომ,ვისთან ჰქონდა პირველი სექსი. ისევ ვატარებთ გამოკვლევებს და ისევ ვასკვნით რომ საქართველოში სექსი “უხერხული” თემაა და ისევ ტაბუდადებულია. ვასკვნით ასევე იმას რომ ბიჭებს სექსი მოეთხოვებათ, აი გოგონებს კი ქმართან მოეთხოვებათ (მოვალეობაა ბოლოს და ბოლოს). გულის ამრევი და საშინლად გამაღიზიანებელია როდესაც ყოველი მეორე სიახლე სექს, სტუდენტობას და გავრცელებულ სტერეოტიპებს ეხება.

არ დაიღალეთ სხვისი შეხედულებებით ცხოვრებით? რაში გაინტერესებთ ვიღაცის სექსუალური ცხოვრება. საკუთარს მიხედეთ თუ გაგაჩნიათ! თავისუფალი სექსუალური ცხოვრება შეცვლის რამეს? გვეშველება რამე? რა მნიშვნელობა აქვს ჩემს თანაუნივერსიტეტელს ექნება თუ არა სექსი. შეცვლის რამეს? პრივილეგიაა? დააკნინებს? მაღიზიანებთ ყველა ვინც ამ თემით ხართ დაინტერესებულნი!

P.S ეხლა, ხუთშაბათს, პროფილში ქალიშვილობის ინსტიტუტზე იქნება გადაცემა და მთელი ერთი კვირა “დღის თემა” ეს უნდა იყოს?😐 უნდა დაინტერესდეთ ვინ ამოიკერა გახეული აპკი და ვისთვის არაა სასურველი არა ქალიშვილი?😐

12 thoughts on “სექსი და სტუდენტობა ანუ საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას მიხედეთ

  1. Mari

    ვაიმეე, რა მწარედ უჭირთ. ვერ გასცდნენ, მეტზე ვერაფერზე ფიქრობენ. უშველეთ ვინცხამ რაცხა. :))))))

    Reply
  2. ana

    yelshi amovida ukve raaa ) a gulisamrevad banaluri temaa ukve, nutu ver xvdeba es xalxi? maias es ukve metismeti mouvida😀

    Reply
  3. alleskreativ

    მთავარია რეიტინგი და ეს პროფილი ყველაზე რეიტინგული იქნება მაგ თემაზე საუბრით😀 (დიდი უაზრობაა,მაგრამ ჭორიკნებს მოსწოთ,იმათ სხვის ცხოვრებაში რომ უყვართ ცხვირის ჩაყოფა)

    Reply
  4. Di@

    ყველამ თავის ბუხარს მოუაროსო… (C) შერეკილები…

    Reply
  5. ethnorevaz

    დავიჯერო ვინც აქ დააკომენტარეთ არავინ ხართ ზოგადად სექსუალურობის თემით დაინტერესებული?😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იცი,რატომღაც საერთოდ არ მაინტერესებს სხვისი სექსუალური ცხოვრება და მითუმეტეს სხვისი აზრები ამ საკითხთან დაკავშირებით.
      მე ჩემი აზრი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და ასევე ჩემი სექსუალური ცხოვრება რომელშიც ყოველ მეორე დაინტერესებულ პირს არ ჩავრევ.

      Reply
  6. kakato

    ისევ ისე საინტერესოა ვის როდის,რანაირად,რატომ,ვისთან ჰქონდა პირველი სექსი.

    ეს იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეყოლება ”სხვისი ფუჩუს ყარაული” მეზობელი (არაკორექტულობა მაპატიეთ)

    პ.ს ზოგადად სექსი ძალიან საინტერესო კი არა ზესაინტერესო თემაა🙂

    Reply
  7. siyvarulovna Post author

    svani

    რა გინდა, რას ერჩი ჩემს სექსუალურ ცხოვრებას?😛

    kakato

    ხო და მეც სწორედ ”სხვისი ფუჩუს ყარაული” მეზობელი მაღიზიანებს😐

    Reply
  8. ჭინკა

    არც მიყურებია მე მაგაზე ტელევიზორში და საერთოდ არ ვინტერესდები პროფილში იქნება თუ არა.. იყოს მერე მე რა ვისაც აინტეესებს ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს მე სხვისი ცხოვრების გარჩევაში იმდენ დროს ვერ დავკარგავ რომ ჩემი ვეღარ მოვასწრო

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ტელევიზორი ცალკე, ინტერნეტ მედია ცალკე… მოკლედ თითქმის ყველა რაღაც უაზრო გამოკვლევებზე საუბრობდა

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s