სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

ხშირად მეკიტხებიან აღმოჩნდა თუ არა სტუდენტური ცხოვრება ისეთი როგორიც მეგონა.

ჩემი პასუხი ყოველთვის უარყოფითია.

როგორი მეგონა?

პირველ რიგში მინდოდა რომ ჯგუფი მყოლოდა ბევრად აქტიური, მხიარული და კომუნიკაბელური. მერე იმედი მქონდა რომ რაღაც სამსახურს ვნახავდი, მიმიღებდნენ და ვიმუშავებდი. მექნებოდა ხელფასი და დილით გზის ფულის გამორთმევა მაინც აღარ დამჭირდებოდა. არ მინდოდა ლექციების დასრულების შემდეგ გადავსულიყავი ქუჩაზე,დავლოდებოდი 169 ნომერ “მარშუტკას” და წამოვსულიყავი სახლში. არ მინდოდა სახლში ერთი–ორი საათი მეწუწუნა იმაზე,რომ ხვალ სემინარი მაქვს და რომ აუარება მაქვს სასწავლი, არ მინდოდა რომ საღამოს ჩვეულებრივად გამომერთო კომპიუტერი და დამეძინა საშინელი განწყობით, რომელსაც დილის 8–საათზე დარეკილი მაღვიძარა გააგრძელებდა.არ მინდოდა ყოველ დილით მეფიქრა წავიდე არ წავიდეზე და ისევ ისეთი უინტერესო,მოსაბეზრებელი და პასიური დღე ყოფილიყო,როგორიც წინა იყო.

ჯერ სულ რაღაც 3 კვირაა რაც სწავლა დავიწყე და ყველაფერი წინ მაქვს? პირველ კვირაშიც მაგას მეუბნებოდნენ, მეორე კვირაშიც და ალბათ ასე გაგრძელდება იქამდე სანამ სიტუაცია არ შეიცვლება.

ჯგუფს რას ვერჩი?

არაფერს :)) ყველანი კარგები არიან, უბრალოდ ჩვენ ყველა ერთად ვერ ვქმნით ისეთ სიტუაციას რომელშიც თავს ისე ვიგრძნობდი, როგორც თევზი წყალში.

ასე რომ, ძირფასო აბიტურიენტებო წინასწარ ნუ შეიქმნით რაღაც ფანტაზიებს სტუდენტობასთან დაკავშირებით. მე თავი ისევ სკოლის მოსწავლე მგონია, რომელიც გაკვეთილების შემდეგ სახლში მიიჩქარის სამეცადინოდ

14 thoughts on “სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა

  1. kikito

    yvelaferi win gaqvs namdvilad.
    yvela jgupshi masea tavidan, magram rac ufro meti dro gadis mit ufro axlovdebit da bolos rodesac daamtavrebt, mashin igrdznobt rom ertmanetistvis dzalian bevrs warmoadgent.
    mushaobas moaswreb, mitumetes jer mxolod 3 kviraa, amitom ar dayaro farxmali da nu elodebi rom ragac saswauli moxdeba studentobisas. isini ar arian komunikabelurebi da mxiarulebi, shen iyavi, aiyole yvela, gaerte, mere agyvebian da ise iqneba rogorc warmogedgina🙂 :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      4 წელი ჯერ ისევ ერთად უნდა ვიყოთ და იმედია შეიცვლება სიტუაცია, თუ არ გადავედი მანამდე :))
      სამსახური კიდევ ძალიან მინდა😦 უფრო სწორედ ხელფასი და სიახლე მინდა და ეს ორი რამ სამსახურში ერთიანდება

      Reply
  2. Mari

    მე საკმაოდ აქტიური პირველკურსელობა მქონდა, მაგრამ მაშინ სხვა საფიქრალები მქონდა და სულ მეკიდა სტუდენტობაზე ფიქრი. პირინციპში, ახლაც ასეა. რაც არ უნდა “კაი პონტი” იყოს, მაინც ვეღარ ვჩერდები უნივერსიტეტის სიტუაციაში დიდხანს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიდხანს ვერ რჩები მაგრამ “პონტი” არის, ჩემთან გულითაც რომ გინდოდეს ვერ დარჩები😐

      Reply
  3. ჰექსე

    ჩემი სტუდენტობის პირველი წელი
    შვიდის ნახევარზე დარეკილი მაღვიძარა – ავტობუსის გაჩერებაზე კანკალი. დილის 9-ის ნახევარზე დაწყებული ლექცია. ლექციების მერე ერთად დგომა ქსეროქსების რიგში, მერე თითქმის მთელი დღე ბიბილოთეკებში. მთელი დღე არა როგორც წესი 6 საათამდე, რადგან ბიბლიოთეკები მხოლოდ აქამდე მუშაობდა.🙂
    მერე სახლი და მინიმუმ ღამის 2 საათამდე სწავლა, იმისა რაც არ გესმის, მაგრამ ვალდებული ხარ გაიგო.
    ხოლო მეორე დღეს ყველაფერი ისევ თავიდან🙂
    30დეკემბერს დაწერილი კოლოქვიუმი და 31-ში ჩაბარებული გამოცდა🙂

    რა თქმა უნდა არაფერს ვამატებ, თუ არ ვაკლებ კიდევ.

    ახლა კი შეადარე და შესაძლოა გულზე მოგეშვას.🙂

    გურმამიშვილის ფრაზას სწავლის ძირის სიმწარის შესახებ, ვფიქრობ სრულად უნივერსიტეტში ხვდები. რაც დრო გადის უფრო ადვილი ხდება სწავლა. :))))
    წარმატებები -იმედია ჭკუის დამრიგებლური კომენტარი არ გამომივიდა.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა,სწავლა არ მიჭირს და არც იმაზე მაქვს პრობლემა რომ ბევრი მაქვს სასწავლი და ის ფრაზები უნდა შევიგნო რაც არ მესმის😐 უბრალოდ, თვითონ სტუდენტის ცხოვრება ცოტა სხვანაირი მეგონა. ბევრად აქტიური და სახალისო + საინტერესო.

      Reply
  4. Pingback: Tweets that mention სტუდენტობა ისეთი,როგორიც მინდოდა « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  5. კნუტი

    ეჰ… ზუსტად ასახე ჩემი სტუდენტობა.
    სწორედ მასე მეგონა და სწორედ ის შემრჩა, რაც აღწერე.
    და მერე კიდევ მკითხავენ თეუსუ რატომ არ გევასებაო😐

    Reply
  6. nakrina

    გული დამწყდა ეს პოსტები რომ წავიკითხე, მე ძველი თეუსუ-ელი ვარ და დღემდე გულგრილად ვერ ჩავუვლი ხოლმე შენობას. ეს იყო ჩემი საუკეთესო წლები, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ლექციებიდან სასწრაფოდ სახლში გავრბოდი მეორე დღის სემინარის მოსამზადებლად, ერთი შეხედვით გამაღიზიანებელი დისციპლინაც მოსაბეზრებელია, მაგრამ დამიჯერე, ეს ყველაფერი შენს მომავალს ემსახურება. თეუსუ-ს სტუდენტობა არ ჰგავს ჯავახიშვილში ან გეპეიში გატარებულ სტუდენტობას, მაგრამ გავა წლები და კმაყოფილი იქნები. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს დროს (თვართქილაძე იყო რექტორი) ბევრად მეტი სიმკაცრე და მოთხოვნა იყო. თუ მიჰყვები, პროფესიონალი დადგები. გართობას კი ყოველთვის მოასწრებ.

    Reply
  7. nata_tui

    nakrinas vetanxmebi, IV kurseli var da 2 weli wilad mxvda bedniereba b.n tavartqiladzis mmartvelobas movswrebodi da minda vtqva rom es ori weli chemtvis iyo bedzniereba. miuxedavad mkacri dzisciplinisa, zustad egaa raac sxva universitetebisgan gangvasxvavebs. postis avtors ki minda vutxra, rom namdvilad mesmis misi…is mashin movida chvens unishi, roca yvelaferi airia…p.s. arc chemi jgufia shekruli, magram jgufidan 6 kaci dz.magrad vart ertmanettan da movlili gvaqvs saqartvelo….me dz.dz kmayofili var chemi studentobit, miuxedavad imisa, rom fuli ar maq:P:P:P:P:P:P:P

    Reply
  8. cinikosi

    aba me raga vtqva mxolod ortan rom var kargad jgufhsi? skolashic eg problema mqonda da universitetshic gagrdzelda. magram ravici chemi profesiidan gamomdinare dzaan bevr saintereso rames vaketeb da marto scavlit ar shemovifarglebi. me girchev rom yvelafershi chaixedo scado da rame aucileblad iqneba iseti rac dagainteresebs :)):* carmatebebs gisurveb

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიდი მადლობა :))
      უნივერსიტეტი შევიცვალე და ეს პრობლემებიც აღარ მაწუხებს ^^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s