გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები

რომ ამბობდნენ ქალებს მეექვსე გრძნობა გვაქვსო უბრალოდ მეღიმებოდა ხოლმე 🙂

თუმცა ბოლო ერთი პერიოდია ჩემს თავს გაძლიერებულ ინტუიციის გრძნობას ვამჩნევ.

მაგალითი 1:

სახლიდან უნივერსიტეტში მივდიოდი და გზად სკოლა უნდა გამევლო. ორ მასწავლებელზე ვფიქრობდი: ერთზე, რომელიც ძალიან მიყვარს და მეორე, რომელიც სკოლიდან გაუშვეს. პირველი პირდაპირ სკოლის გზასთან ვნახე, მეორე გადასასვლელზე. გამიკვირდა რომ ასე უცნაურად დაემთხვა თუმცა იმ დროს უფრო გამიხარდა ვიდრე გამიკვირდა და ამიტომ დიდი ყურადღება არც მიმიქცევია.

მაგალითი 2:

რუსთავში ვიყავი. ბევრჯერ მითქვამს იქ ბევრი ნაცნობი მყავსთქო და როდესაც თბილისში ვბრუნდებოდი ერთ–ერთ ნაცნობზე ვფიქრობდი, რომლის ნახვაც არ მაწყენდა და “მარშუტკიდან” დავინახე.

მაგალითი 3:

ყოველთვის როდესაც ჩემს სოფელს, დვალთას, ახსენებენ ხოლმე ეგრევე ტყუპები მახსენდებიან. ადამიანები რომლებიც ვერასდროს გაიზრდებიან და მუდამ იქნებიან ისეთები როგორებიც 5 წლის წინ, 2 წლის და თუნდაც წელს. ერთი კვირის წინ სოფელში წავყევი გვანცას და რა თქმა უნდა გამახსენდნენ და გავიფიქრე მომენატრნენთქო. ჩემი სახლის ჩასახვევს რომ მივუახლოვდი ბეგას (ტყუპების მამის) მანქანა დავინახე და ტყუპებიც იქ აღმოჩნდნენ.

მაგალითი 4:

ჩვენი ჯგუფი ექსკურსიას აწყობს და რამდენიმე დღეა ვფიქრობ წავიდე თუ არა. წასვლა ძალიან მინდოდა თუმცა რატომღაც მეგონა, რომ ბლოგერებიც (უფრო სწორედ ლევანი) ამ კვირაში თუ არა ამ თვეში მაინც იჩალიჩებდა ექსკურსიის მაგვარს და ფული დამჭირდებოდა და დედიკო აღარ დამაფინანსებდა. დღეს უნდა გადამეწყვიტა წავსულიყავი თუ არა და ბოლოს ისევ ჯგუფთან ერთად წასვლა ავირჩიე. თუმცა საღამოს ლევანი, რომ ვნახე მითხრა იმ კვირაში ექსკურსიას ვგეგმავოო…

მაგალითი 5:

ყოველთვის როდესაც გვანცას ვუმესიჯებ პასუხად მომდის ჯერ “აუ აი ამწამს გწერდი მეც” ან “ტექსტი მქონდა აკრეფილი და გიმესიჯებდი” და ბოლოს პასუხი მესიჯზე. ხშირად ხუმრობს ხოლმე ტელეპატები ვართო…

მოკლედ, რაც არ უნდა იყოს ალბათ დამეთანხმებით, რომ ინტუიციის თუ არა რაღაც მაგვარის გაძლიერებული გრძნობა მაქვს.

Advertisements

19 thoughts on “გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები

  1. piglii

    მე მაქვს საშინელი ინტუიცია, აი თითქმის არ არსებობს რამე გავიფიქრო , და არ მოხდეს . მეშინია ზოგჯერ ცუდზე არ გამეფიქროსმეთქი )) არადა ეს ცუდები უფრო ხდებაა :დ

    Reply
  2. კნუტი

    მეც საშჳნელი ინტუიცია მაქვს :შ
    და ზოგჯერ ეს ისეთი ცუდია…
    რომ ხვდები, რომ გატყუებენ…
    რომ იცი, რომ ცუდი რაღაც უნდა მოხდეს :შ
    არ მინდა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვერ ვხვდები როდის მატყუებენ, სამაგიეროდ ის დამთხვევები (თუ რაც არის) ძაან მავირვებს ხოლმე 😀

      Reply
  3. Mari

    ინტუიცია ჩემნაირი მაინც არ გაქვთ არავის. ყოველთვის ვიცი როდის რა იქნება სწორი და ვგრძნობ თუ როდის რას უნდა ველოდე. ინტუიციით გზის გაგნებაც შემიძლია სრულიად მარტოს და კიდევ ბევრი საკვირველი რამის ჩადენაც 😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გზის გაგნება მეც ნებისმიერი ადგილიდან შემიძლია. არ ვიკარგები არასდროს :))

      Reply
  4. ადო

    ქალები რა შუაშია, ეგ მე-6, მე-5, თუ მე7 გრძნობა ინტუიცია წინასწარმეტყეველება არ ვიცი რა დავარქვა მეც მაქვს )) რა ჩამოანთვალიც არის ეგენიც და + მიცვალებულის სუნი მეცემა ხოლმე და არარსებობს რომ ვინმე არ გარდაიცვალოს ან უბანში ან სანათესაოში

    Reply
  5. Pingback: Tweets that mention გაძლიერებული ინტუიცია თუ რაღაც მაგვარი ანუ სასწაული დამთხვევები « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

  6. Qilipa

    გვანცა გატყუებს ხოლმე მეც ახლა გწერდიო რო გეუბნება 😀

    Reply
  7. ჰექსე

    მე ერთხელ ისე უბრალოდ გავუშვი მარ\სუტკა, რომელიც ავარიაში მოყვა შემდეგ 🙂

    Reply
  8. »♥» ana «♥«

    აი,ამგალითად დღეს თვალებით ვეძებდი ადამიანს და დავინახე კიდეც 🙂 ინტუიციის რა გითხრა,მაგრამ გული რომ რაღაცეებს მკარნახობს ეგ კი ვიცი 🙂

    Reply
  9. chankotadze

    მეც უაზრობად ვნტუიციას და მსგავს რამეებს, მაგრამ ბოლო ასე ერთი წელია ალბათ, ისე მაქვს ეგ მეექვსე რამე გააქტიურებული, რომ იძულებული გვხდი, მეც კი დავიჯერო რომ არსებობს :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბოლო დროს მართლა იმდენი უცნაური დამთხვევა იყო,რომ გაკვირვებული ვრჩებოდი.

      Reply
  10. Natalia

    მე ძირითადად სიზმარში თუ ვნახე ადამიანი, მეორე დღეს მხვდება ხოლმე, როგორც წესი 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სიზმრები ძირითად არ მამახსოვრდება ხოლმე :)) მაგრამ,ბოლო 2 დღე ადაბმულად ლანდიშა მესიზმრებოდა რატომღაც 😀

      Reply
  11. Nodariko Norka Julayidze

    me ar vici mara eset irameebiii yvela adamins emarteba da mec xshirad.. ogond ufro metad sizmrebshi…da intuicia ubralod cudi tu moxda rame vgrdznob…. daa kide.. zustad is maq mec ro maxsendeba adamiani neta exla vis vnaxav mgonia ro vigacas vnaxav egreve mxvdeba vigaca nacbobi vicn ar midna ro vnaxo amitom gzashi maqsimalurad vcdilob ro dabla viyuro a nmobilurshi 😀 😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s