Daily Archives: October 12, 2010

წერილი––>მესიჯი––>ფეისბუქი

“რა გახდა კაცო ეს ეშმაკის მანქანა,ეხლა მაგაში გაცნობილებზე თხოვდებიან ეს ჩერჩეტი გოგოები” (c) მეზობელი

არა და მე რომ მკითხოთ ყოველთვის ასე იყო. ვირტუალურ, გამოგონილ სამყაროში უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ქალი და კაცი და ბოლოს ქმნიდნენ ერთ დიდ ბედნიერ ოჯახს.

მეოცე საუკუნემდე:

დაინახავდნენ გოგონას,მოეწონებოდათ და იმავე საღამოს იწყებოდა წერილების მიწერ–მოწერა, ჩუმ–ჩუმად შეხვედრები…

მეოცე საუკუნის ბოლოს:

დაინახავდნენ გოგონას/ბიჭს და იმავე საღამოს თუ არა მეორე დილით ტელეფონის ნომერი იცოდნენ და იწყებოდა მიწერ–მოწერა, ჩუმ–ჩუმად შეხვედრები…

ოცდამეერთე საუკუნეში:

დაინახავდნენ გოგონას/ბიჭს და იმავე საღამოს ფეისბუქზე მოძებნილი,მეგობრების სიაში დამატებული და ყველა სურათი დალაიქებული იყო.მათი შეხვედრა ჩუმი აღარ იყო, მთელმა თუ არა ნახევარმა ფეისბუქმა მაინც იცოდა.

ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება: წერილი––>მესიჯი––>ფეისბუქი

 

რატომ წერილებით და მესიჯებით? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ვირტუალურ სამყაროში ყველაფრის თქმა ადვილია. ადვილია ისაუბრო შენს გრძნობებზე, ადვილია დაუნიშნო პაემანი, მერე რა რომ შეხვედრის დროის 90% ჩუმად იქნებიან და ისაუბრებენ ისევ იმაზე რაც არაერთხელ განუხილავთ. სამაგიეროდ შინ დაბრუნებული მეოცე საუკუნემდე არსებული ბიჭი აუცილებლად მიწერდა გოგონას რომ “ამ საღამოს ულამაზესი და თვალის მომჭრელი იყო და რომ თვით მზესაც კი ჩრდილავდა”, მეოცე საუკუნის, ქე რომ ოცდამეერთეში გადმოდის, ღამის 12–ის მერე (ბალის ღამის ფართი რომ დაიწყებოდა) მიწერდა რომ მაგრად “დაევასა”, 21–ე საუკუნის გოგო/ბიჭი საღამოს ფეისბუქის ვოლზე რაიმე ვიდეოს დაუდებდა გოგოს/ბიჭს და ასე გაგრძელდებოდა უსასრულოდ…

და მიუხედავად ყველაფრისა ვირტუალურად ყველაფერი მარტივი და ადვილია, ყველაფერი ლამაზი და მომხიბვლავია. კომპიუტერს მიღმა სამყარო ბევრად ფერადი და მიმზიდველია…