ღამის სეირნობა

დილიდან მეწუწუნება და არავინ მომყვება სასეირნოდ. ხან ვის მივწერე, ხან ვის და არავინ ამყვა, არავინ წამოვიდა ჩემთან ერთად ორიდე ნაბიჯის გადასადგმელად.ბოლოს 7–საათი რომ მოახლოვდა გავიკეთე მაკიაჟი (რა ჯანდაბად მინდოდა), გამოვიპრანჭე, ქუსლებზე შევხტი (თავში ტვინი რომ არ მქონდა), გადავიკიდე ჩანთა და გავუყევი წერეთელს.

ჯერ ჩემი საყვარელი ხიდი მოვინახულე. ცოტა ხანს იქ გავჩერდი. ძალიან ბნელოდა მაგრამ მაინც კარგი იყო. ელექტრო დეპოსთან მივცუნცულდი და მეტროთი რუსთაველზე ამოვყავი თავი. ვიფიქრე ვერის ბაღში გავისეირნებ და მერე წავალ სახლშითქო,მაგრამ მაგდონალდის ნაყინის სურვილმა მძლია. ნელ–ნელა რუსთაველს ჩავუყევი და თან გზაში ჩემს სიდებილეზე ვწუწუნებდი, ქუსლებზე რამ ჩამაცმევინა როცა სასეირნოდ მივდივარ, თანაც მარტო. მთაწმინდაზე მინდოდა ასვლა მაგრამ დამეზარა ავტობუსის ლოდინი. თავისუფლებაზე ვიყავი როდესაც ერთი ადამიანი გამახსენდა და მისი ნახვა ვინატრე, უფრო სწორედ გავიფიქრე ვნახავთქო, მაგრამ გვიანი იყო. თანაც დღეს ისეთი დღეა დალევის შანს ხელიდან რომ არ უშვებენ ხოლმე, ხოდა ისევ მარტო ყოფნა ვარჩიე. თავისუფლებიდან ლესელიძეზე გადავედი, ბოლოს მეტეხთან ამოვყავი თავი. რა ლამაზი იყო ღამის თბილისი ♥♥ სახლში სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი და კიდევ ერთ ასეთ საღამოს ვნატრობ, ოღონდ ზამთარში და ოღონდ თოვლში.

დავდიოდი და ვფიქრობდი არაფერზე… არ მინდოდა ეს საღამო ფიქრებს გაეფუჭებინათ.

ჩემი წასვლა არავის გაუგია, შესაბამისად არც დაბრუნება…

6 thoughts on “ღამის სეირნობა

    1. siyvarulovna Post author

      ალბათ😀
      ადრე მინდოდა და არ ვაკეთებდი ხოლმე, ეხლა მომინდა და გავაკეთე (sun)

      Reply
  1. sunwaited

    ♥ ♥ ♥ მმმ, რა მაგარი დღე გქონია. წლების განმავლობაში ასე ბოდიალი ჩემი სისუსტე იყო .

    მაგრამ მე კეტებით, დახეული ჯინსებით და გვერდზე გადაკიდებული მწვანე ჩანთით მიყვარდა ხოლმე, ზედ კი მრგვალი სმაილი მეკიდა . ყელზე დიდი შარფი და ჩანთაში კოკა-კოლა და ტრიკორაჩკი ან შოკოლადის ჩხირები ♥

    პ.ს. ამ პოსტმა ღამით ნარიყალაზე ასვლა გადამაწყვეტინა. იმედია მოზასავე ელემენტები არ დამირღვევენ ღამის მყუდროებას ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად მასე ვიყავი, უბრალოდ კეტები არ მეცვა და ჩანთა შაბი იყო :)) და ნარიყალაზე ასვლა ვიფიქრე მაგრამ მაგას ფეხზე გახდა უნდოდა და ეგ ფაქტი დამეზარა😀

      Reply
  2. Pingback: Tweets that mention ღამის სეირნობა « Siyvarulovna's Blog -- Topsy.com

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s