კარგი დღე იყო

ყოველთვის ბევრ ხალხს ვითხოვ, მაგრამ ბოლო დროს იმას მივხვდი,რომ ცოტა ადამიანებთან უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. თუნდაც ერთი იყოს, ან ორი… მთავარია, რომ ვინმე იყოს ჩემს გვერდით. ისეთი ვისთან საუბარიც ყველაფერზე და დაუღალავად შეიძლება.

დღეს უბრალოდ ვიჯექი ორ ადამიანთან ერთად და ვსაუბრობდით “ამა ქვეყნისა ჭირსა და ვარამზე” და მსიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია. სიტუაცია რომელიც არც თუ ისე ხშირად არის.

კარგი დღე იყო დღეს. ვნახე ხალხი რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მენატრებოდნენ (გაბო, ფსიქე და ზურიუსი), გავიცანი ადამიანი, რომლის გამოც დღეს საერთოდ სახლიდან გავედი და მეორეჯერ დავესწარი ტრენინგს თემაზე ” როგორ დავწეროთ პროექტი” (რომელიც გუშინდელს ბევრად სჯობდა).

კარგ ხასიათზე ვარ🙂 დადებითი ემოციებით ვარ აღსავსე. მიყვარს ესეთი დღეები

6 thoughts on “კარგი დღე იყო

  1. Mari

    შენ მგონი შენი თავის არაფერი გესმის და მაგიტომ ითხოვ სულ ხალხთან კონტაქტს. აი მე ჩემს თავთან ერთად სულ არ ვგრძნობ თავს მარტოდ. ხან ველაპარაკები ჩემს თავს, ხან ვხუმრობთ და ხან ვჩხუბობთ. :)))))

    Reply
      1. Mari

        რაც თავი მახსოვს, სულ მაგას ვაკეთებ. ნუ, ხელჩართული ომები, პანჩურის ამორტყმები და იდაყვის მოქნევები არ ვიცით, მაგრამ ისე არც ბევრს ვაკლებთ :)))

  2. sunwaited

    შენ პოსტებს ვკითხულობ და უბრალოდ ისეთი შეგრძნება მიღრმავდება, თითქოს ბავშვობიდან ცხრაკლიტულში იყავი გამოკეტილი და ეხლა იწყებ ადამიანებთან ურთიერთობას.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀 არააა 9ლიტულში არ ვყოფილვარ მაგრამ მაშინაც სულ ადამიანებისკენ ვიწევდი (ნოდ)
      უბრალოდ ძალიან ხშირად და აბსულუტურად რადიკალურად ვიცვლები ხოლმე და მაგიტომ. :))

      Reply
  3. PaWu

    მეც მალე მოვალ … ისევ გავცივდი და მოვბუნძულდები რო მოვალ აზრზე :* მომენატრეთ :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s