მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

ყველაზე (ერთ–ერთი) ძვირფასი რამ რაც ადამიანებს (და ცხოველებსაც) გააჩნიათ მეხსიერებაა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა თქვენი ცხოვრება მეხსიერება რომ არ არსებობდეს? იქნებოდა ცხოვრება მხოლოდ ერთი დღით. ყოველ ახალ დღეს ყველაფრის თავიდან დაწყება და ხშირ შემთხვევაში ვერ დასრულება.

რამდენჯერ ყოფილა,რომ გინატრიათ არასდროს დაგვიწყნოდათ ესა თუ ის მომენტი, ან მთლიანად დღე, ან უბრალოდ წამი. მათ დასამახსოვრებლად ხშირად ვერც ფურლები (ბლოგი) გამოდგება, ვერც ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალა. მხოლოდ გულს და გონებას შეუძლია შეინახოს თითოეული წამი, მაგრამ ისიც არა სამუდამოდ. ყველაფერი წარმავალიაო და ეგრეც ყოფილა. რამდენიმე დღის/კვირის/თვის/წლის მერე აღარ მემახსოვრება ის შეგრძნება და ემოცია რაც (სიტყვაზე) გუშინ და გუშინ წინ მქონდა, რომლის დამახსოვრებაც ვინატრე. არ იყო რამეთი განსაკუთრებული,რომ თავისით დამმახსოვრებოდა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მაგრამ რაღაცით მაინც გამორჩეული. წლების მერე უბრალოდ გავიხსენებ ამ პერიოდს და სინანულით ვიტყვი: “ეჰ,აი იყო. მომენატრა”, ისე როგორც ხანში შესული ადამიანები იხსენებენ ახალგაზრდობას სინანულით.

არ მინდა რომ დამავიწყდეს რამე. მაგრამ იმ შერძნებას რასაც ამა თუ იმ მომენტში განვიცდიდი ვერ გადმოვცემ და მიწევს ჯაჭვით დავაბა ჩემს გონებაში და ტვინის იმ ოთახში, რომელსაც მეხსიერება ჰქვია.

6 thoughts on “მეხსიერება – ერთ–ერთი ძვირფასი უნარი

  1. Mari

    როცა მშვიდად ვარ, ყველა მომენტი ზედმიწევნით მამახსოვრდება. საკმარისია ოდნავ ავღელდე და ისიც კი არ მამახსოვრდება რას ვამბობ. ამიტომ არის, რომ ვერასოდეს ვიხსენებ რა დავწერე გამოცდაზე. ცოტა დაკვირვებულიც უნდა იყო, თორემ თავისით არაფერი დაგამახსოვრდება.

    Reply
  2. »♥» ana «♥«

    მაგრამ მეორე მხარე?🙂
    მომენტები,რომლებზეც ვიძახით ხოლმე: “-ნეტავ სულ ამოიშლებოდეს ჩემი მეხსიერებიდან” )
    რამდენადაც შესანიშნავი უნარია,იმდენადვე ცუდიც.

    Reply
  3. BaT

    ერთადერთი ის არ მევასებოდა დენდის მეხსეიერება რომ არ ქონდა და მარიოს რომ ყოველთვის თავიდან ვიწყებდი🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ეხლაც ეგრე მიწევს მარიოს თამაში😦 ომპიუტერშიც მაგას ვთამაშობ ხოლმე (სუნ)

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s