რომელიც არ შეიძლება

–ნათია რა გჭირს?

–არ ვიცი.

 

და საერთოდაც, რა მინდა ადამიანისგან რომელსაც არ ვიცნობ? რას ველი ადამიანისგან რომელიც ჩემთვის არავინ არ არის? რატომ უნდა შევხვდე ადამიანს რომლისგანაც არაფერს ველოდები, რომელიც არ მომწონს? რომელსაც ჰყავს შეყვარებული და რომელსაც აწყობილი აქვს გეგმები და მომავალი?

 

–იმას გასაგებია რაც უნდა, მაგრამ შენ რა გინდა?

–არ ვიცი. ალბათ გართობა და ერთფეროვნებისგან თავის დაღწევა. ან უბრალოდ ვინმე. მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა, რომ ვნახავ ალბათ მერე მივხვდები.

 

არა, არა. არაფერიც არ მინდა. უფრო სწორედ მინდა ის რაც არ მაქვს, და როცა მექნება ის, რაც არ მაქვს აღარ მომინდება ის, რაც მექნება. არ მაქვს ზედმეტი ილუზია. არ ვარ ქალი,რომელიც აჰყვება გრძნობებს და რომელიც იოცნებეს იმაზე რაზეც “ნამიოკიც არ ჩაურტყამთ”. არა,მე არც გრძნობები მაქვს.

 

მე მხოლოდ გართობა მინდა.

 

P.S გრინმარ, ორ აგურს რომ იშოვი აქეთ გამოუშვი!

P.P.S და ბოლოს,მაინც არ ვიცი რა მინდა და რა დავარქვა ჩემს საქციელს.

5 thoughts on “რომელიც არ შეიძლება

  1. Agasfer

    მერე, გაერთე, ვინ თქვა, რომ რამე არ შეიძლება.
    ილუზიებში ნუ იქნები, მაგრამ ყალბი მორალით თავს ნუ შეიზღუდავ.
    უსინდისოდ არ მოიქცე, თორემ ამორალობა პირობითი ცნებაა და არაფერს ნიშნავს…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყალბი მორალი არაფერ შუაშია. შორსაა ჩემგან ეგეთი “მცნებები”. ვიქცევი ისე როგორც მინდა, ვაკეთებ იმას რაც მინდა. მაგრამ, ხანდახან დგება მომენტი როცა ვხვდები რომ ვიქცევი არასწორად და ესა თუ ის ნაბიჯი რომელიც უნდა გადავდგა (ან გადავდგი) არასწორია და რომ სხვის უფლება/თავისუფლებებში ვიჭრები = ))

      Reply
  2. Mari

    შენღა მაკლიხარ ჩემი ორი აგურის წილში გასაყვანად😛 ჩემთვის ვერ მიშოვნია.

    ხოდა, ღმერთმა გონება იმისთვის მოგცა, რომ გამოიყენო. მიეჩვიე გონებით აზროვნებას და ნუ ხარ დამოკიდებული წამიერ ინსტიქტებზე.

    Reply
  3. sun_waiting

    ‘მთავარი ის კი არაა რითი განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან, არამედ ის, თუ რითი ემსგავსება მას.” – ეს ერთმა გონიერმა კაცმა თქვა )))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s