ზოოპარკი,რეგთაიმი და მებო ნუცუბიძე

დღეს გაბოსგან შემთხვევით გავიგე, რომ ილიაუნიში უნიკინო იმართებოდა და “რეგთაიმი” უნდა ენახებინათ. გრინმარის დაყოლიება არ გამიჭირდა. მითუმეტეს რომ ზოოპარკში ვიყავით ფილმის ჩვენებამდე. მოვინახულეთ ცარიელი გალიები, ლომის გალიაში დამწყვდეული ორი დათვი, მელია,რომელმაც მთელი გალია გადათხარა, კიდე რომელიღაცა მოღორო ცხოველი, ზებრა და სირაქლემა რომლებიც ერთად ძოვდნენ თივას და წითელტრაკა მაიმუნები. სუნი იყო არაჩვეულებრივი. სამაგიეროდ კარგად გავერთე.

დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას ვიყავი. ფილმიც თავის დროზე დაიწყო, მაგრამ ვაი მაგ დაწყებას. კადრები ცალკე გარბოდა ხან აჩქარებული ხან შენელებული და ხმა ცალე. მოკლედ 5–წუთზე მეტხანს ვერ გავჩერდით და დარბაზიც დავტოვეთ.ამასობაში ნოჩურაც მოსისინდა.  გრინ მარის რის მაღლიველია თუ თსუ–ს ყველა ამბავი არ იცის, ხო და მოგვახსენა რომ მერვე კორპუსში იმართებოდა რაღაც კონცერტი და ჩვენც იმ “რაღაც” კონცერტზე გავეშურეთ.

კითხვა კითხვით VIII–კორპუსიც ვიპოვეთ და დარბაზიც. აღმოჩნდა,რომ მერაბ ნუცუბიძის (ჯეოსტარელის) კონცერტი ყოფილა. რომელიც ბლოგერიც აღმოჩნდა. ეს უკანასნელი ფაქტი ძალიან გამიხარდა.  ესეც მისი ბლოგი http://merabino.wordpress.com/. ამ დღეებში ჩავუჯდები და გადავიკითხავ და დავადგენ ისევე კარგად წერს როგორც მღერის თუ სიმღერა ჯობია. მოკლედ, მებო საკმაოდ მხიარული და თავისუფალი იყო სცენაზე. ხუმრობდა, იცინოდა და რაც მთავარია შეძლო აეყოლიებინა მსმენელი. არაჩვეულებრივად ჰქონდა შერჩეული რეპერტუარი. მსმენელთან იყო მუდმივ ურთიერთობაში, რაც ძალიან მომეწონა. დარბაზიც თავის მხრივ საკმაოდ აქტიურობდა. მაყურებელს შეეძლო დაესვათ მებოსთვის ნებისმიერი კითხვა. თუმცა კითხვები იყო სასწაული. რამდენიმე მათგანი სპეციალურად ჩავიწერე კიდეც. მაგ:

კითხვა 1. ” ფრანგულში რამდენად მომამზადებ? პასუხი: “50–ლარად” საკმაოდ იაფია ისე, ხო და ღირს დაფიქრებად.

კითხვა 2: “რს რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს” ამ კიტხვაზე მებომაც ბევრი “იკაიფა” და არაჩვეულებრივი პასუხი გასცა: “თქვენ,რომ ჟურნალ თბილისელების ჟურნალისტი იყოთ გიპასუხებდით ღალატსო, და თქვენც ეგ გიპასუხოთ? მაგრამ თუ ადამიანი მიყვარს შეიძლება ყველაფერი ვაპატიო”.

კითხვა 3: “საფრანგეთში კაი იყო?” პასუხი: კი. მაგრამ აქ უფრო კაია და ამიტომაც ვარ აქ.”

კითხვა 4: “კურიოზი თქვენი ცხოვრებიდან” პასუხი: “აქ მგონი თბილისელებიდან არის შემოგზავნილი ვიღაც. მაგრამ კურიოზსს მაინც გავიხსენებ, რომელიც სულ ახლახანს გადამხდა…”

კიტხვა 5: “რას იზამ 2,3,4 ნოემბერს კოლოქვიუმში?” პასუხი: “ალბათ გადავიწერ ცხოვრებაში პირველად”.

და ა.შ  საბოლოოდ მშვენიერი კონცერტი გამოვიდა. რამდენიმე სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდანაც შეგვისრულა.  მოლედ, ღირს ამ ადამიანის ჯეოსტარში გამარჯვება ან ფინალამდე მიღწევა მაინც. ასე რომ დაუმესიჯეთ 3011 (თუ სწორად მახსოვს) და უგულშემატკივრეთ.

ხარისხს არ ვიმჩნევთ. არც ხმა ისმის გადასარევად მაგრამ მიხვდებით რომ იქ რომ ყოფილიყავით ისიამოვნებდით.

ამ არაჩვეულებრივი საღამოს შემდეგ 1–2 საათი გარეთ ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად. მიყვარს ესეთი საღამოები. თითქოს ჩვეულებრივი, თითქოს არაფრიდ გამორჩეული მაგრამ მაინც სასიამოვნო.

5 thoughts on “ზოოპარკი,რეგთაიმი და მებო ნუცუბიძე

  1. Mari

    პირველ აბზაცზე ისე ავხარხარდი, ორი დღე მეყოფა. ხოდა, ზოოპარკში მხოლოდ ლომის სანახავად თუ დადიხარ, მეორედ აღარ წამომყვე.😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა მარტო ლომის სანახავად არა. მაგრამ ეგეც ხო უნდა ყოფილიყო? (სუნ) მე სპილოც მიყვარს და ის პანტერაც, შავი (h) რა მაგარი იყო. ხელს გადავუსმევდი დიდი სიამოვნებით.

      Reply
  2. ადო

    ბლოგერი ბლოგერს სად აღარ ნახავს თურმე. დღეიდან ნოჩურაც გაპიარდა, წითელტრაკა მაიმუნიც და მებოც :)))))))))))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s