თბილისობა 2010

ვინაიდან და რადგანაც დღევანდელი (23.10.10) დღე საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი აღმოჩნდა გადავწყვიტე ორ ნაწილად დამეწერა. საერთოდ ეს დღე სამ ნაწილადაც შემიძლია დავყო: 1. გარემოს დაცვის კვირეულთან დაკავშირებული მარათონი დილის საათებში. 2. თბილისობა რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. 3.ჩემი დედიკოს დაბადების დღე და ხალხი რესტორანში.

ამ სამიდან, ჯერჯერობით მხოლოდ მეორეს შევეხები. რადგანაც პირველ ნაწილს ცოტა დამუშავება და საჭირო ინფორმაციის გადაკითხვა სჭირდება.

თბილისობა, როგორც წესი ოქტომბრის ბოლო შაბათ–კვირას იმართება ხოლმე. თუმცა წელს გამოიჩინეს ორიგინალურობა და ოქტომბრის ბოლო შაბათ–კვირის ნაცვლად თბილისობა 10–დღეს გაგრძელდება. დაიწყო 22–ოქტომბერს, ესეც სრულიად შემთხვევით გავიგე, როდესაც ავტობუსით მიმავალმა სპორტის სასახლესთან გაშლილი სამწვადეები, წაქცეული ჭიქები და მაგიდებთან აქა–იქ შეორჩენილი მთვრალი, ღიპიანი კაცები შევამჩნიე. მიყვარს მე ეს დღესასწაული❤ ჩემი ქალაქის დღესასწაულია. მაგრამ არ მიყვარს სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ერთ დიდ დომხალს ემსგავსება ხოლმე.

დღეს, სულაც არ ვგეგმავდი ამ საერთო დღესასწაულში ჩაბმას,მაგრამ სრულიად შემთხვევით მე ადომ და ნოჩურამ თავი ამოვყავით რუსთაველზე. ადოს გამუდმებული წუწუნის მიუხედავად სადღაც 30–40 წუთი მაინც გავჩერდით. დავათვალიერეთ ცხენები, მოვუსმინეთ კონცერტს, რომელიც ძირითადად 10–15 წლის წინანდელი რეპერტუარით და მომღერლებით შედგებოდა, მოვინახულეთ სოფლის ნობათი, უფრო სწორედ ყველი, ავუარ–ჩავუარეთ იქ მოშიშხინე მწვადებს, სახელდახელოთ გაკეთებულ თათარას (სიტყვა “ფელამუშს”, სიტყვა “თათარა” მირჩევნია) და სხვა ათას წვრილმან ატრიბუტიკას, რომელიც ყოველ თბილისობას არის ხოლმე გამოფენილი.

წლევანდელი თბილისობა მართლაც გამორჩეულია. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, კონცერტი, ჩვენება და გასართობი პროგრამები. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://tbilisoba.ge/. მთავარია სურვილი და არაჩვეულებრივად გაატარებ დროს.

რადგანაც ხვალ მე არ ვიქნები თბილისში და ვერ ავღნიშნავ ამ დღესასწაულს ისე როგორც შემეფერება, ამ პოსტის დაწერა და სათაური “თბილისობა 2010” ადრე ნამდვილად არ არის. ვინც იქნებით თბილისში და დილის 11–დან დაიწყებთ აქტიურ აღნიშვნას დაე გამიხსენეთ და ჩემს მაგივრადაც გაერთეთ.

3 thoughts on “თბილისობა 2010

  1. litterator

    კარგია კარგი, მშვენივრად გაგიტარებიათ დრო🙂 :**** მე ჯერ ვერ ჩავერთე ამ ამბავში🙂🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s