კონტროლის გარეშე, ანუ მარტო მინდა!

სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ თავისუფლება მაკლია.

არ ვარ შებოჭილი, თითქმის ყველგან დავდივარ სადაც მინდა. თითქმის ყველაფერს ვაკეთებ რაც მინდა.

ოღონდ ეს ყველაფერი სახლის გარეთ. სახლში ყოველთვის ჩემთვის ვარ, მარტო. ვიცი არც აქ დამიშლიან რამეს. უბრალოდ მე თავად ვარ შებოჭილი და თითქოს განერვიანებულიც. სახლში ყველაფერი ნერვებს მიშლის და ყველაფერს ვაკრიტიკებ. სახლში ყოფნისას საუკეთესო დრო ღამის 12 დან 3–მდეა. მაშინ როდესაც ყველას სძინავს და მე ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელებზე ვარ.

მინდა მარტო ცხოვრება. თუნდაც რამდენიმე დღე. მარტო ცხოვრების სურვილი თავზე გადაჯმას არ ნიშნავს. არც 24 საათი “ფართების” მოწყობას და დაქალ–ძმაკაცების “დაბირჟავებას” ჩემს სახლში. უბრალოდ ეს იქნება სიტუაცია, როდესაც სახლში მოსულს არ მკითხავს არავინ სად ვიყავი, ვისთან ერთად ვიყავი და ბოლოს არ დააყოლებს რომ ამ ბოლო დროს ყოველდგე სადღაც დავდივარ და რომ საკმარისია წანწალი.არ დამჭირდება ფანტაზიის მოხმობა, რომელიც არ გამაჩნია, ტყუილის მოსაგონებლად რომ რამდენიმე საათით მაინც გავერიო იმ ხალხს რომელთან ურთიერთობაც უბრალოდ მჭირდება. სახლში მოსულს არ დამჭირდება იმის ახსნა რომ მე განსხვავებული აზროვნების ვარ და შესაბამისად ვერ მოვიქცევი ისე როგორც მათ უნდათ. სახლში მოსულს არავინ გამიკონტროლებს წყალს მაცივრიდან დავლევ თუ ონკანიდან. არავინ მეტყვის ფეხზე გაიხადე ეხლახანს დავგავეო, არავინ მეტყვის შენი ოთახი დასალაგებელიაო. არავინ მეტყვის მეცადინეობის დროს წელში გაიმართე, ნათურა აინთე, თავი გაასწორე, კალამი ნორმალურად დაიჭირეო… შუა საქმნის კეთების დროს არავინ დამიძახებს მივდივარ და კარები ჩაკეტეო და ბოლოს არავინ დარეკავს სახლში და არ მეტყვის ლივტით გამომიძახეო.

ჩემი ბუდე მინდა. სადაც მშვიდად ვიქნები, მარტო და კონტროლის გარეშე!

21 thoughts on “კონტროლის გარეშე, ანუ მარტო მინდა!

  1. LiLaC

    მეც მინდა მარტო ცხოვრება, ნაკლები ნერვების შლაა : ))

    Reply
  2. Kate_AlukaЯD

    მესმის შენი ნათ :((( მიუხედავად იმისა რომ როგორც იცი დიდად შებოჭილი არ ვარ გასვლების მხრივ :))) თუმცა სახლში საკუთარი კუთხე არ მაქვს თან ბებიაჩემი თავზე მადგას სანამ არ დავწვები ისტერიკაში მაგდებს და ასე შემდეგ :))) თუმცა ვიცი ჩემების გარეშე ვერ ვიცხოვრებ :))) ჯერჯერობით მაინც :))) როცა განმარტოება მომინდება ჩემი ძმის სახლში მივდივარ და იქ ვრჩები ხოლმე :)))))

    Reply
  3. Di@

    სახლში კი მიშლიან ნერვებს, მთლად ეგრეც არა, მაგრამ მაინც გამისწორდებოდა მარტო ცხოვრება. ოღონდ, სულ მარტო არა. მეშინია, როცა მარტო ვრჩები.

    Reply
  4. anna

    სახლში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს ბავშვობაში😦 შენგან განსხვავებით, მე რაღაცების დამტკიცება მიყვარს საკუთარი თავისთვის და მაგიტომ მისწორდება მარტო ცხოვრება.

    Reply
  5. ika pagava

    ar arsebobs adamiani vinc realurad icis ra unda…..ubralod akviatebaa…mounda gaaketa an unda da ver aketebs…da sabolood roca gaaketebs(mitumetes rom marto cxovreba arc ise auxdeneli ramea) mere xvdebi rom es ki ara ragaca sxva ginda… da ase usasrulod… “adamiani piqristvis aris gachenili”-o …xoda am ragaceebze ki ara…sakutar tavze da sakutar me-ze unda vipiqrot… … … … … …

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იკა, შეიძლება აკვიატებაა… მაგრამ ამ ეტაპზე უბრალოდ მესაჭიროება ეს რამდენიმე ხნიანი მარტოობა რომ თუნდაც მერე შევძლო დავაფასო. საკუთარ თავზე უკვე იმდენს ვფიქრობ რომ ყელში ამომივიდა😀 ოღონდ მართლა

      Reply
  6. otad

    eh bavshvebi🙂
    ai me shemilia shen grmad dagarwmuno ro shen depresia gaq :)motentiloba,ukmayopiloba,sul gsurs vigacas echxubo an ubralod ekamato mainc, piqrob imaze tu sxvas ra moudzebno nakli mara shensaze ar piqrob🙂

    ravi me vicodi ro adamiani mushaobistvis iyo sheqmnili🙂
    rac shexeba marto cxovrebas mova eg droc da damijeret ar gesiamovnebat magrad🙂
    natia ar gipiqria imaze ratom guebnebian sheni mshoblebi msgavs rames ese qeni ise qeni ? mat xo shentvis kargi undat ara nu xedav yvelapershi cuds dainaxe kargi da miige shens irgvliv macxovreblebi isetebi rogorebic arian…shen ar irchev mshoblebs da arc mshoblebi ircheven shvilebs…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ასევე ამაყად ვიტყვი რომ დეპრესია არ მაქვს😀
      მართლა დიდი ხანია მინდა მარტო ცხოვრება და უბრალოდ ამ ბოლო დროს ეს სურვილი უფრო გამიმძაფრდა და კიდევ უფრო განმძაფრდება ასაკის მატებასთან ერთად.
      მგონია რომ არასდროს ვინანებ მარტო ცხოვრებას მხოლოდ იმიტომ რომ არავინ მეყოლება ვინც გამაკონტროლებს.
      ვიცი რომ ჩემთვის კარგი უნდათ. მაგრამ იმათმაც უნდა იცოდნენ რომ 19 წელი არაა პატარა და რომ მეც შემიძლია ცუდის და კარგის გარჩევა და თუ ცუდი ავირჩიე მაინც რაც არ უნდა მოხდეს მაინც იმ გზაზე ვივლი🙂

      Reply
      1. otad

        ho ho dawynardi😀
        mshobeli ar xar da shen ra ici ras ganicdis mshobeli mashin roca shvilis esa tu is saqcieli ar moswons ?
        ert adamians vkitxe chemi dzmakacis mamas magari tanamedrove da mogulave kacia😀 kai tipia mokled
        metqi chemtan dzmakacurad xar yvelastan da am shen shvils ra guatrake saqme ra shechame cocxladdtqo…
        pasuxi: dato gana me ar vici rom eg yvelaperi mosabezrebelia ubralod me mama var da eg aris chemi movaleoba tore rac me chemi shvilis asakshi yleobebi miketebia imis naxevari ro man gaketos cudad iqneba saqmeo…magalitad ratom ezareba yvela patara bavshvs kbilebis gamoxexvao? ezarebat ar undat mara unda chachichino tavshi da aidzulo dzalit gaketebino da gaizdeba da mixvdeba rom turme eg sachiro yopila…
        ase rom mousmine da gaitvaliswine mshoblebs chvenze 2 jer meti cxovreba mainc unaxavt…sheileba drota cvlilebas ver gaudzles !

  7. siyvarulovna Post author

    otad

    შეიძლება 2–ჯერ მეტი აქვთ ნანახი მაგრამ ყველაფერი იცვლება და ის რაც მათი ბავშვობის დროს იყო ეხლა აღარ არის. ან უფრო ცუდია ან უფრო კარი. მაგრამ მე ვარ მორგებული ამ სიტუაციას და შესაბამისად ამ ეტაპზე მე უფრო კარგად ვიცი სად როგორ უნდა წავიდე🙂

    Reply
    1. otad

      shentvis advili gasagebia da sheni mshoblebistvis dzneli🙂
      gaxdebi mshobeli da mere vnaxot rrogor ilaparakeb😀 tu ar inerviuleb, aba sada ras aketebs exla da ravici atasi kide

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        როგორ არ ვინერვიულებ… მაგრამ რომ გავიგებ სადაცაა არ მოვთხვოვ რომ 6–საათზე სახლში იყოს = ))
        მირჩევნია ვიცოდე სად და ვისთან ერთად არის, ვიდრე ჩემსავით მომატყუოს მეც შვილმა

  8. Taa

    სახლში მოსულს არ დამჭირდება იმის ახსნა რომ მე განსხვავებული აზროვნების ვარ და შესაბამისად ვერ მოვიქცევი ისე როგორც მათ უნდათ.

    ჩვემ ყველას გაგვივლია ეს პერიოდი
    საშინელებაა ::(

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თაა, მართლა ძალიან საშინელებაა😐
      ყველა განსხვავებულ აზრზე საათ ნახევრიანი ლექციების მოსმენა და დასკვნა ბოლოს რომ ჩემგან არაფერი გამოვა.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s