უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.

88 thoughts on “უცნობი ქალის წერილი

  1. anna

    uh natia, gaixare ra … rac postis dasawyishi tqvi, egeti simartle am nawarmoebze ar momismenia. “13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

    დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. diaxac asea, da yvela chvenit viqmnit ocnebis princs, chvenivre bralia esa tu is chkuis dakargavmde rom gviyvardeba

    Reply
  2. viko

    dzn sainteresod wer, survilic ki gamichnda rom wavikitxo… ici, shesadzloa shen ar gjera aseti siyvarulis, magram tuki faqtis winashe agmochndebi, aravin icis rogor moiqcevi, ar aris gamoricxuli shenc mase dzalian shegiyvardes vinme… amjamad mec shensavit vfiqrob, magram shesadzloa dadges is dge roca vigac dzalian shemiyvardeba da mec misi mona gavxdebi… tumca meechveba😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იცი, შეიძლება შემიყვარდეს და შეიძლება გავხდე მონა. მაგრამ, არ/ვერ შემიყვარდება ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ. ეგ მხოლოდ ამოჩემება იქნება, იგივე რასაც ეს ქალი გრძნობდა

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀 ნუუ ჯერ სხვა ნაწარმოებებსაც გადავხედავ და მერე ვიფიქრებ მიჩმორებაზე😀
      მაგრამ, ეს ნაწარმოები ნამდვილად არ იყო გენიალური.
      15–16 წლის ასაკში ინტერნეტში ლოვე სთორებს რომ ვკითხულობდი ხოლმე იმას ჰგავდა.

      Reply
  3. tamaRa

    ნათ, შენ უკვე დიდი ხარ “უცნობი ქალის წერილისთვის”, თოთხმეტი წლის მეზე კი მას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, მეც ეგრე მგონია რომ დიდი ვარ და რეალურად აღვიქვი. 14 წლისას და + შეყვარებუსლ რომ დამეკითხა შეიძლება ცრემლებიც მეღვარღვარა

      Reply
  4. Mari

    კარგი პოსტი იყო ნათ. ჰოდა, ახლა მომინდა მაგ წიგნის წაკითხვა. მაინტერესებს როგორ გავიგებ და რას ვიტყვი. თუმცა ალბათ არ ვიტყვი, მასეთი სიყვარულის დედაც-მეთქი, რადგან მგონია, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად უყვარს. ისიც მგონია, რომ ადამიანს ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად უყვარდება. ამოჩემებას რაც შეეხება, ამოჩემება ისეთი ძლიერი გრძნობა არ არის, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს. ან ძალიან ამბიციური უნდა იყო, რომ ეგრე ამოიჩემო ვინმე. ამოჩემებას ვერ შეწირავ მთელ ცხოვრებას, თუ იმის უკან უფრო ძლიერი გრძნობა არ დგას. მოკლედ, ყველას თავისებურად უყვარს და სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      წაიკითხე წაიკითხე🙂 სულ რაღაც 35–40 გვერდია და ადვილად იკითხება. ერთ ჩვეულებრივ პოსტს ჰგავს🙂

      Reply
  5. თინი

    ლოლ…ცოტა რომ გამოვალ იმ შოკიდან, რაც ამ პოსტის შინაარსით მივიღე (რომელიც მარტო არაფერშუაში მყოფი ჩემი და მაიკლის დამოკიდებულების ამ წერილთან შედარებით არ იყო გამოწვეული და სხვა მიზეზებიც აქვს :დ ), იქნება მერე მომაფიქრდეს რა გითხრა, როგორ დაგამშვიდო :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀😀 კაი თინი, ველოდები შენს შოკიდან გასმოვლას😀
      შენ მოგწონს ეს ნაწარმოები ხო? და უეჭველი ძაან დაიგრუზე თავი დროზე ალბათ🙂

      Reply
  6. Katiee.Ge

    მე არ მახსოვს როდის წავიკითხე, სავარაუდოდ, მეც დიდი ვიყავი საკმაოდ და არა 13-14 წლის.
    არ ვიტყვი, რომ მეორედ და მესამედ წაკითხვის სურვილი მქონია ან რომ წლები გამომყვა შთაბეჭდილება და ახლაც გული მეკუმშება. ახლა შინაარსიც ბუნდოვნად მახსოვს.
    ნამდვილად იმოქმედა როცა წავიკითხე, აბსოლუტურად გავუგე იმ ქალს, ალბათ მსგავსი ყველას თუ არა, ნაწილს და ნაწილობრივ გამოგვიცნია – უცნობის გაიდეალება, მითის შექმნა და შემდეგ ამ მითით ცხოვრება. ნუ, წიგნია და უტრირებული, ცხოვრებაში თუ ვიღაცას რამდენიმე წელი მიჰყვება, წიგნის პერსონაჯს – მთელი ცხოვრება გაჰყვა ეს გრძნობა. პრინციპში, გრძნობა ყოველთვის მანამდე მიგყვება, სანამ ახალი გრძნობა არ გადაფარავს🙂

    პ.ს. მე მახსოვს, რომ თარგმანი ხელოვნური მეჩვენა მაშინ. აქ ამონარიდებიც ამას ადასტურებს. ან შეიძლება ცვაიგი წერდა ასე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, ძალიან ხელოვნურად იყო. ბრტყელ–ბრტყელი ფრაზებიო რომ ამბობენ ეგრე იყო ზუსტად.
      მეც მაგას ვამბობ რომ ეს უბრალოდ უცნობის გაიდიალება იყო და ამ მითის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის სურვილი და არა სიყვარული

      Reply
  7. თინი

    well,ცოტა მოვიცალე და ახლა ჩემი კომენტარი:

    “უცნობი ქალის წერილები” შარშან წავიკითხე პირველად და ძალიან იმოქმედა. რამდენიმე მომენტზე ცრემლებიც წამომივიდა. ეს ჩემი ემოციური ხასიათის ბრალია შეიძლება უბრალოდ… ან როცა შეყვარებული არ ხარ, ცოტა ძნელია გაიგო :დ აი ეხლა რომ წავიკითხო შეიძლება აღარ ავჩუყდე (არ ვარ ახლა შეყვარებული)

    ჩემი და მაიკლის შედარებას რაც შეეხება, ბოდიში მომითხოვია და epic FAIL იყო :დ პირველ რიგში იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა რამეს რომ ადარებ, ცოტა ტვინი უნდა დაატანო:))) ამ ქალმა არაფერი არ იცოდა პიროვნების შესახებ (მისი დაწერილი წიგნები არაფერს არ ნიშნავს). მე კიდევ ყველაფერი ვიცი :დ არაფერია ამაში საოცარი გარდა იმისა, რომ შორს არის. ნუ ახლა საერთოდ აღარ არის… ეს პირველი რაც მომივიდა თავში მიზეზად, თორემ ათიათას მიზეზს ჩამოგიწერ იმისას, რომ არშესადარებელი შეადარე:დ
    რომელი დებილი მე მნახე, რომ ბრმად შევალიო ამდენი წელი ერთსა და იმავე, როგორც შენ იტყვი “ამოჩემებას”. ამ სიტყვაზე გავღიზიანდი ზუსტად. ამოჩემება არა კვახი კიდე :დ უცნობი ქალის არ ვიცი, შეიძლება ამოჩემებული ყავდა, მაგრამ როცა ჩემზე და მაიკლზე ლაპარაკობ, ჯერ დააზუსტე ხოლმე რასთან გაქვს საქმე :დ :დ

    ისე კიდევ ძალიან მიყვარს როცა ხაზს უსვამენ ჩემს ფანატიკურ სიყვარულს მაიკლთან მიმართებაში, რა პრობლემაა :დ პროსტა ვაბშე შუაში არ იყო ამ მოთხრობის სიტუაციასთან და მიკვირს, რომ ვერ გაარჩიე :))))

    ხო მოკლედ, მგონი რაც არ დამეზარა ვთქვი, თორემ რომ არ დამეზაროს დისერტაციას დავიცავ ამ თემაზე და იქნება მერე მაინც გაიგონ რამე იმასთან დაკავშირებით, რასაც მე მაიკლთან დაკავშირებით მაქვს :დ

    პ.ს. თ-ებს მიაქციე ყურადღება ხოლმე. წასაკითხათ და ჩუმათ არასწორია, დ-ები უნდა ბოლოში :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როგორ ველოდი შენს კომენტარს = )
      ხო და მივყვე…
      ხო, როცა შეყვარებული შეიძლება უფრო ემოციურად აღიქვა ეს ნაწარმოები დ ზოგადად ყველა ნაწარმოები რომელსაც სიყვარულტან აქვს მცირედი კავშირი მაინც.
      ხო და რაც შეეხება იმას,რომ ამ ქალმა არაფერი იცოდა. პირიქით ბევრი რამ იცოდა. შეიძლება იმაზე ემტიც ვიდრე შენ იცი მაიკლზე. ცხოვრობდნენ მეზობლად, ყოველდღე უთვალთვალებდა. ასე ვტქვათ “კონტროლზე ჰყავდა” აყვანილი.
      საერთოდ, შენ სიტუცია მაგალიტად მოვიყვანე. შენ ხომ გაფანატებით იყვარს მაიკლი და ცდილობ ყველაფერი მასთან დაკავშირებული იყიდო, შეაგროვო გქონდეს და ა.შ. ისიც რომ შენი მეზობელი ყოფილიყო რა იცი როორ მოიქეოდი?😐 არ ვიძახი რომ შენ მას მტელ შენს ცხოვრებას შეაევდი, ამ მის გარდა არავინ იარსებებდა შენთვის. უბრალოდ ამით იმის თქმა მინდოდა,რომ ფანატიზმი და სიყვარული ერთმანეთში არ უნდა აირიოს და ჩემი აზრით ამ ქალის გრძნობა არაფერი იყო თუ არა ფანატიზმი! ვსო = ))

      Reply
      1. თინი

        უიმე ჩემი მეზობელი რომ ყოფილიყო, თვალთვალს ვერ მოვასწრებდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დანახვისთანავე გადავყირავდებოდი და გულწასული ვეგდებოდი :დ:დ

        მე იმიტომ ვერ ვადარებ, რომ იმას სხვანაირად უყვარდა- ფიზიკური სიახლოვე ჰქონდა ბოლოსდაბოლოს. ანუ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა რა. მაგრამ ხო,მესმის რასაც ამბობ ფანატიზმტან დაკავშირებით. პროსტა ფანატიზმს ჩვეულებრივი ადამიანური (აი მინ ქალ-ვაჟური :დ) სიყვარული ახლდა…

  8. vigac

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტენდენციაა ზოგადად როგორი იცით, როცა ადამიანი რაღცას წერს და პოსტში საკმაოდ კარგად ხსნის თვის მოსაზრებას, მერე კომენტებში ვაწყდები ”შენ გაიხარე” ”ასე ვფიქრობ” არადა არსად მინახავს არავინ ვინც ამ ნაწარმოებზე მსგავს რამეს იტყოდა, ხალხს უყვარს ტანჯვა, გოგოებს ევასებათ ასეთი სიყვარული და ვაი ვიში 13 წლის ასაკში მაინც, ცვაიგს ესმის !

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც არ მყავდა არავინ ნანახი ვინც ამ ნაწარმოებზე ოდნავ განსხვავებულ აზრს იტყოდა. მხოლოდ მესმოდა “ვაიმე რა მაგარია” , “აუ აქამდე როგორ არ წაგიკიტხავს” და ა.შ
      13 წლის ასაკში და + როდესაც შეყვარებული ხარ ნებისმიერი ნაწარმოები, ფილმი, სიმღერა, სურათი მოქმდებს,რომელიც სიყვარულთან ოდნავ კავშირში მაინც არის

      Reply
  9. vigac

    ეგ კი არა ხალხს თვაილაითი ევასებათ და მგზავრებზე კვდებიან ტირილით ნათი :)))))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀 ხალხსაც გააჩნია = ))😀 თვაილაითი კიდე ხო (მე ჰარი პოტერზე ვგიჟდები) მაგრამ აი მგზავრების მოსმენაზე რამ უნდა აგატიროს ეგ არ ვიცი😀

      Reply
  10. vigac

    სად თვალაითი და სად ჰარი :)))) თემას გადავუხვიეთ , წარმატებებიიიი :*

    Reply
  11. dakarguli

    გადავირიეეეეეეეეეეეე)))) ძალიან, ძალიან მომეწონა პოსტი. ჩემს დამოკიდებულებას ემთხვევა ნაწარმოების მიმართ, მაგრამ ამან სულ არ შემიშალა ხელი მეც იდიოტივიტ შემყვარებოდა. მაგრამ სულ არ ვაპირებ დავმცირდე(უფრო მეტად) და ვიღაცის მონად ვიქცე. თუ შენ თვითონ არ გიყვარს საკუთარი თავი, არც არავინ შეგიყვარებს. პიროვნებამ სახე არ უნდა დაკარგოს, თორემ არარაობად იქცევა. მე ვიბრძვი გადასარჩენად,…. შენმა პოსტმა ძალა მომცა) მადლობა ტკბილოოოოოოოოოოო))) :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იცი, როცა ესე უგუნოდ ხარ შეყვარებული, რომელი შეყვარებაც აღარ არის ვერ აკონტროლებ რას აკეთებ და შესაბამისად არც ის იცი როდის კარგავ თავს.
      ღვინისავით არის, ნასვამი რომ ხარ კარგაად ხარ, და აი უკვე თუ დათვერი გონებას კარგავ :))
      მიხარია თუ მოგეწონა პოსტი :*

      Reply
  12. kevana

    ძალიან მკაცრი ხარ საბრალო უცნობი ქალის მიმართ.😦
    მაშინ რა თქვან რომეომ და ჯულიეტამ? მათთვის რომ დაეცალიათ, ისინი იქორწინებდნენ და იქნებოდა კიდევ ერთი (ალბათ) ბანალური ოჯახი (ვგულისხმობ შემდგომ გაუცხოებას წყვილს შორის) … :დ

    მაშ, დატოვე ეს მომენტი ადამიანთა ცხოვრებაში, როცა რაღაც ხდება წმინდა, საკრალური, როგორა ვთქვა, ის რაც შემდეგ მთელი ცხოვრების არსი გახდება.

    ცვაიგი კი ზოგადად აღიარებულია ფსიქოლოგ მწერლად. სხვა ნაწარმოები წაიკითხე, დამიჯერე არ დაგტოვებს გულგრილს. თუნდაც “ფანტასტიკური ღამე”, “მოუთმენლობა გულისა”, “ჟოზეფ ფუშე” (თუმცა ეს ცოტა ძნელი წასაკითხია, გამომდინარე იქიდან რომ ისტორიულ პირზეა და შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოს), “24 საათი ქალიც ცხოვრებიდან” და სხვა.

    ტანჯვას რაც შეეხება, ცხოვრება საერთოდ ტანჯვაა. don’t you know?

    მოკლედ, კაი პოსტი გაქვს :დ მესმის, იმიტომ რომ შენი გადასახედიდან და გამოცდილებიდან წიგნში დასმული პრობლემა სხვანაირად ჩანს და იმედი ამიტომაც გაგიცრუვდა. ისე, როცა წიგნს კითხულობ, ასაკს მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად გვიან, მოწიფულ ასაკში, წავიკითხე “კრაზანა” (ავტორი აღარ მახსოვს, ერთ უბედურ კაცზეა მოკლედ) და სულ არ მომეწონა, მაგრამ მამაჩემს თავის დროზე, ანუ მოზარდობისას, ჰქონდა წაკითხული და აღფრთოვანებული იყო.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვათაშორის დღეს “24 საათი ქალის ცხოვრებიდან” წავიკითხე და მორიგი კრიტიკის დაწერა დამეზარა. “მოუთმენლობა გულისას” დავიწყებ ხვალ, და თუ ეგეც არ მომეწონა ჩავთვლი,რომ სახალხოღ აღიარებული ცვაიგი ჩემთვის არაფერია.

      Reply
      1. Mari

        შენ და შენი კრიტიკები… კაია რომ არ დაწერე. არ მსიამოვნებს კრიტიკების კითხვა, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული. თუმცა ეს პოსტი მომეწონა, რადგან არ გავდა ჩასაფრებული კრიტიკოსის ნაწერს, რომელიც თავიდანვე იმისთვის კითხულობდა, რომ მერე გაეკრიტიკებინა. შენ მხოლოდ შენი აზრი გამოთქვი აქ.

  13. mecmikvarkhar

    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს და ენას, მე რუსულად მაქვს წაკითხული 13-15 წლის ასაკში, ყველაზე მეტად მოუთბენლობა გულისა მომეწონა. ხელმეორედ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, ალბათ ეს იმას უნდა ნიშნავდეს რომ დიდად არ მომეწონა, თუმცა არც ასე კრიტიკულად მიწასთან გასასწორებელია🙂
    მოემი თუ წაგიკითხავს? ხშირად ცვაიგს და მოემს ერთად ახსენებენ და იმიტომ გეკითხები, თუ გინდა რომ შეგძრას და დაგბურძგლოს მოემი წაიკითხე, “ამოკით” დაიწყე და რომანებით გააგრძელე🙂 ჩემთვის ეს არის ავტორი რომელიც ნებისმიერ დროს შემიძლია წავიკითხო😉

    Reply
  14. :)))))))

    dzalian nasiamovnebi davrchi minda gitxra amit shen ver warmoidgen ra gaakete exla chemtvis:)amas mec ase uyurebsi adre rom es sheveri iyo da yvalas unda waekitxa, martalia momwons magra me sxva kutxit moviwone misi es nawarmoebi, da bevrjet, mitqvam kaia, magram ara im gagebit rogorc amas xedavdmen da xedaven bevrni , ai am gagebit aris kai shen rom dawere misi aset unikaluri ganmarteba.

    Reply
  15. netochka

    როცა ესა თუ ის მავანის მიერ” ნაქები “ნაწარმოები, არ მომწონებია,მიზეზი ყოველთვის ჩემშია….თქვენ კი ცდილობთ ახსნათ,რომ არაფრად ვარგოდა და ამიტომ არ მოგეწონათ,ასე არაა,უბრალოდ მზად არ ხართ მის წასაკითხად…ასაკთან ერთად იცვლება გემოვნებაც და მსოფლმხედველობაც,დღეს რაც არ მოგწონთ შეიძლება მოგეწონოთ ხვალ!
    რაც შეეხება სიყვარულს,წინდაწინ არასდროს გააკეთოთ პროგნოზი…

    Reply
  16. Kejeradze

    რამდემიმე წლის წინ წავიკითხე და მომეწონა, მაგრამ ყოველგვარი ცრემლების და მსგავსი ემოციების გარეშე დავასრულე კითხვა🙂

    Reply
  17. floydpink

    is rac am qals sicocxlis bolomde gauxangrdzlivda shen male givlis…da ertmanets adareb im qalis mudmivs da shens perioduls da me mikvirs, rom shen usasrulosa da droebitshi gansxvavebas ver xedav…da ambob rom sheni azri wignis daxurvistanave mowyda motxrobas, roca amxela komentars udzgvni mas..pativs vcems shens azrs magram ufro miswrafeba mgonia sheni ganercheode im mkitxvelebs romelmac siamovneba miigo im nawarmoebisgan romelic sxvebs namdvilad ar gavs…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეს ამხელა პოსტი უბრალოდ ჩემი იმედგაცრუება იყო და მეტი არაფერი. უბრალოდ იმდენად აქებდნენ და ადიდებდნენ რღაც უფრო მეტს ველოდი და ხელში არაფერი შემრჩა

      Reply
  18. xatia

    შენ ბოლოსკენ ამბობ: “რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…” და მეც მებადება კითხვა, უფრო თხოვდაა: დამისახელ ისეთი ნაწარმოებები რომლების წაკითხვისასაც შენ ეს ყველაფერი განიცადე… არ გეგონოს გამოწმებდე, არ აუბრალოდ ძალიან მინდა ასეთ წიგნის წაკითხვა. ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული და ასეთ რამ მხოლოდ “დიდი სახლის პატარა დიასახლისის” წაკითხვისას განვიცადეე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰარი პოტერი, როგორ გავხდი იდიოტი, ოსტატი და მარგარიტა, დევიდ კოფერფილდი….

      Reply
  19. xatia

    ოსტატი და მარგარიტა და დევიდ კოფერფილდი წაკითხული მაქვს. ჰარი პოტერის წაკითხვას კი არ ვაპირებ, იმდენი ცუდი მსმენია ამ წიგნზე, თანაც ფილმს ნაყურები რო მაქვს და რო ვიცი რა ხდება აღარაა საინტერესო. დარჩა “როგორ გავხდი იდიოტი” პაჯისაა ეგ მგონი ხო?! წავიკითხავ ზაფხულში… : ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ფილმი სულ სხვაა წიგნი სულ სხვა და სანამ არ წაიკიტხავ ვერ მივხდები თუ რა კარგი ნაწარმოებიაა. ჰო, მარტენ პაჟისაა

      Reply
  20. maria

    namdvilad ar vetanxmebi amis damwer. es rom ubralod achemeba yopiliyo mas nebismieri kacis naxva daaviwyebda mwerals magram ara mici cxovrebis ganuyopeli nawili iyo uyvarda ragac aranormaluri amoucnobi siyvarulit

    Reply
  21. alexander\

    დილით რო ადექი ლიმნიანი ჩაი დალიე ? დაიხვეწე ჯერ, გრამატიკა ისწავლე და დილით რო ადგები ლიმნიანი ჩაი აღარ დალიო

    Reply
  22. თეკლა

    მნიშვნელობა არ აქვს მოგეწონათ თუ არა, ამ მოთხრობის გენიალურობა იმაშიც მჟღავნდება ასე რომ აგალაპარაკათ მასზე.

    Reply
  23. თეკლა

    არ არსებობს ამ პატარა მოთხრობამ ადამიანს რაღაც დადებითი გრძნობები არ აღუძრას. ვფიქრობ, შენი პოსტი, რომელიც გადატვირთულია ცვაიგის კრიტიკით, მხოლოდ თავის გამოჩენის მიზნითაა დაწერილი. უბრალო მაგალითიც ავიღოთ, მე მას არ წავიკითხავდი უარყოფითი ემოციები რომ არ ყოფილიყო მის მიმართ დაწერილი. ამ პოსტით უბრალოდ ყურადღების მიქცევა გინდა და მეტი არაფერი… 19 წლის ასაკში ამ მოთხრობის წაკითხვა საკმაოოდ გვიანია. წაგეკითხა 13-14 წლის ასაკში და აი მაშინ სულ სხვაგვარად ”აჭიკჭიკდებოდი”. მე მართლა მიყვარს ცვაიგი და აბა წაიკითხე თუნდაც მისი ”ლეპორელა”, ”24 საათი ქალის ცხოვრებიდან” და ”მოუთმენლობა გულისა”. აიი მერე შეაფასე მისი გენიალურობა. და კიდე მიკვირს ხალხო თუ აქამდე ასე უყურებდით ამ ნაწარმოებს გამოგეთქვათ საკუთარი აზრი. თქვა ერთმა და აყევით ყველა. საკუთარი ”მე” უნდა გაგაჩნდეთ და ვიღაცის კრიტიკას ასე ბრმად არ უნდა ენდობოდეთ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არამგონია ეს კრიტიკას აყოლილი ხალხი იყოს : )
      უბრალოდ არ დაუწერიათ თავიანთ ბლოგებზე ამ მოთხრობაზე. რაც შეეხება “ამ კრიტიკით წავის წარმოჩენას”. უბრალოდ გავიცინებ = ))) მეტს ვერ გიპასუხებ.

      კი შეიძლება 13–15 წლისას რომ წამეკითხა მეც მეღვარღვარა ცრემლები და მეც დამეჯერებინა ამქ ალის სიყვარულის, მაგრამ ეხლა გაცილებით რეალურად ვუყურებ ყველაფერს…

      24 საათი ქალის ცხოვრებიდან წავიკითხე : )) არც ეგ მომეწონა

      Reply
  24. თეკლა

    მოდი ყველაფერს ასე შევხედოთ, მე რომ ახლა წავიკითხო ”ჯეინ ეარი” ჩავთვლი რომ არაფრის მომცემი წიგნია. ამ სიუჟეტისნაირი ბევრი ფილმია გადაღებული, რომლელიც შემეძლო წიგნის წაკითხვის მაგივრად მეყურებინა. ჩავთვლიდი რომ დრო ტყუილად დავკარგე.
    მაგრამ მაშინ, როცა წავიკითხე აღფრთოვანებული ვიყავი და გმირზე შეყვარებული.
    ყველა წიგნს აქვს წაკითხვიის დრო. ”უფლისწული და მათხოვარი” ,მარკ ტვენის, ახლა ამას ვერაფრით წაიკითხავ. ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა შენშია და არა ცვაიგში. ცვაიგს ეს მოთხრობა ჩამოყალიბებულებისთვის არ დაუწერია. მე პირადად, უკვე 16-ის ვარ, მაგრამ დღესაც კი ძალიან მიყვარს ეს წიგნი და აუბრალოდ არ შემეძლო ეს კრიტიკა უპასუხოდ დამეტოვებინა. სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. და კიდევ ჩემი აზრი ასეთია – შენ უბრალოდ მოგინდა დოგმატური და ტიპური არ ყოფილიყავი. შენს სხვა პოსტებსაც გადავავლე თვალი და,სიმართლე გითხრა, მომეწონა. თუმცა ყველა წიგნის მიმართ კრიტიკულად ყოფილხარ განწყობილი, რაც იმას ადასტურებს,რომ შტეფან ცვაიგიც ერთ-ერთი მათგანია და შენ უბრალოდ კრიტიკული თვალით გიყვარს ყველაფრის დანახვა.

    Reply
    1. mochveneba20

      Momwons sheni zrovneba… rac sheexeba “jein ears” rogor sheidzleba am wignisadmi gulgrili darche, unikaluri nawarmoebia iseve rogorc ucnobi qalis werili, chemi azrit es adamiani cdilobs gamorcheuli iyos tavisi azrovnebit magram mxolod uaryopits vxedav me piradad masshi🙂

      Reply
    2. elene

      “ჯეინ ეარი” წინა წელს წავიკითხე და “უცნობი ქალის წერილები” ახლახანს, მეც 16 წლის ვარ, მაგრამ ვერანაირა დვერ შევადარაებ ამ ორ ნაწარმოებს ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ ჯეინ იარი ყოველთვის მომეწონება სულ სხვანაირი გრძნობებია და არც სიუჟეტია ისეთი, რომ იცი ყოველი თავის ბოლოს რა მოხდება. “უცნობი ქალის წერილებში” ველოდებოდი რამე აღმაფთოვანბელს მანამ სანამ ეს ქალი მეძავი გახდა, ჩემი აზრით ამან ძალიან გააბითურა ეს ნოველა. თუმცა, მინდა ვთქვა რომ სტეფან ცვაიგი ძალიან მიყვარს და უბრალოდ ეს ნაწარმოები არ ჩაჯდა ჩემში, შეიძლება თუნდაც იმიტომ რომ ნაკლებად რომანტიკოსი ვარ და ჩემთვის წარმოუდგენელია ეგეთი გრძნობის განცდა როგორც იმ ქალს ჰქონდა, აი ქალის ცხოვრების 24საათი კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნოველაა

      Reply
  25. niniTo

    მე სხვა მოთხრობები უფრო მომეწონა, თუმცა აქ ისეთი სუფთა და გულწრფელი ემოციაა… დანახვა უნდა.
    დიახ!
    შენ ეს რომ უფრო გვიან წაიკითხო, ასე 10 წლის შემდეგ, მოგეწონება. კი კი ზუსტად ვიცი.

    Reply
  26. Eliso Qobuladze

    ქალის ეს საქციელი არ არის მისაბაზი მაგრამ ნაწარმოები ნამდვილად მომწონს…………….

    Reply
  27. ცისფიქრიანი

    იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. ==> ამის დაწერა მინდოდა და გამიხარდა, რომ იგივე აზრი გქონია. წასაკითხად კარგი და სასიამოვნოა, როცა შეყვარებული ხარ. როცა არ ხარ და საერთოდ არ გჯერა მარადიული სიყვარულის, გაგეცინება ამ ქალის ასეთ ”არაბუნებრივ” გრძნობაზე…

    არ ვიცი, რამდენად შეიძლება ქალს ჰქონდეს ასე გარეკილი ერთ მამაკაცზე, რომელიც ყურადღებასაც არ აქცევს, მაგრამ ეს კაცი მისი ქმარი რომ გამხდარიყო (საყვარელი თუნდაც), არამგონია სიუჟეტი ისევ ისეთი მონური სიყვარულით გაგრძელებულიყო…

    ადამიანს მიუწვდომელი იზიდავს.. და ცვაიგს ზემტედაც კარგი წარმოდგენა ჰქონია ქალის ერთგულებაზე :))

    Reply
  28. Ibi

    ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია წაკითხვისას. მე ვთვლი, რომ ამ ქალს ჰქოდნა უაზრო , ბავშვური აჩემება…
    მგონი, პირველ კომენტარს ვტოვებ შენთან, მაგრამ დიდი ხანია ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      +1 მეც მაგას ვამბობ. უაზრო აჩემება იყო : ))))

      ავვ❤ მიხარია თუ მოგწონს ჩემი ბლოგი ^_^

      Reply
  29. Nini

    gushin wavikitxe es postii da ratomgac mominda am txzulebis wakitxvaa : )) dges wavikitxee da mec zustad igives vpiqrob

    Reply
  30. keti

    Gamarjobat megobrebo, rac zemot moxsenebuli wavikitxe kidev ertxel davwmundi, cheshmariteba swored rom kamatshi ibadeba. Yvela tavis da sxvatashoris swor mosazrebas gamotqvams.
    Mec saokmaod patara asakshi wavikitxe “ucnobi qalis werili” da “24 saati qalis cxovrebidan”…… Am wlebis ganmavlobashi erti kitxva mawuxebs,rogor shedzlo mweralma chawvdomoda ese grmad qalis shinagan samyaros da amoekitxa,purcelze daetana is….
    Pasuxi titqos mippovia kidec…iqneb mwerals tavad surda ase yvareboda vinmes,nu tundac axireba davarqvat…udaoa rac ar unda davarqvat am qalis shegrdznebas,masshi didi grdznoba iyo chaqsovili!
    Mapatiet tavxedurad tu chaverie tqvens saubars….. Shvili mainc pirvel adgilze eyena,ara imitom rom misi sayvareli adamianis meore me iyo aramed imitom rom shvili iyo da mad deda erqva—-amis tqmis uflebas madzlevs is rom man sicocxle shewyvita ara mashin,rodesac samagiero ver igrdzno mamakacisagan aramed mashin rodesac is agar arsebobda vistvisac girda qalis sicocxle!
    Didi madloba yuradgebisatvis.

    Reply
  31. taaatuuut

    megobrebo icit ra mainteresebs??? sul es aris es mteli nawarmoebi ??? meti ar aris ??? iqneb ushedegod vedzeb da mxolod esaaa da shemidzlia aqac wavikitxoo … ??? iqneb damexmarot da mitxrat ???

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეეს? რას ნიშნავს ეს? ეს ნაწარმოები არაა. ესაა ჩემი აზრი ამ ნაწარმოებზე:/

      Reply
  32. :)))))

    Chemi azrit ,Shen es nawarmoebi sworad ver gaige : )) sxva mxridan tu shexedav , sul sxva daskvnebs gamoitan🙂

    Reply
  33. Marl Boro

    vaaa ra seriozuli saitia = ))))))))… momwons, iqneb qalis cxovrebis 24 saatic ganvixilot? am txzulebas namdvilad mirchvnia. bevri ararealuri amovikitxe da ar mjera 13 wlis gogom ise sheiyvaros adamiani rom yvelaperze uari tqvas da cxovreba miudzgvnas am siyvaruls. absurdia! ubralod mwerlis gacocxlebul gmirs unda vcet pativi da sxva kutxit unda shevxedot am txzulebas martali tqva >> :)))))_m mere martla mogvewoneba!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქალის ცხოვრების 24 საათიც წავიკითხე : )
      მაგრამ, დამეზარა მისი განხილვა

      Reply
  34. ნაცი

    ანუ, მეც რომ არ მაქვს წაკითხული სირცხვილია?
    კარგი, დღეიდან შევუდგები ძებნას და მოვიპოვებ მაგ წიგნს..!! მერე კი მეც მივუძღვნი პოსტს.. რავი, იმდენი პოსტი ვნახე მაგ ნაწარმოებზე, როოოოომმმ!!…. :)))
    მომწონს შენი წერის სტილი.. თავისუფალია და ერთი ამოსუნთქვით იკითხებასავით ::

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ არის სირცხვილი :დ
      წაიკითხე და მაინც და მაინც სხვების აზრს ნუ ენდობი ^^
      ისეთი წიგნია რომ ყველას თავისებურად ესმის. თავისებურად განიცდის და გრძნობს. თანაც სიტუაციას გააჩნია როგორ ხარ, თუ შეყვარებული ხარ მაშინ შეიძლება იქვითინო კიდეც და თუ სიყვარულს ჩემნაირად, სკეპტიკურად უყურებ, არაფრად მოგეჩვენება ^^

      და მადლობა რომ მოგწონს ჩემი პოსტები❤

      Reply
  35. ❥ Natsy

    წავიკითხე, როგორც იქნა..
    ცოტა ზღაპრული მომეჩვენა, მაგრამ იმ ემოციებმა, რასაც უცნობი ქალი გრძნობდა გადაწონა ყველა “არამოსაწონებელი” ფაქტები ნაწარმოებისა.
    შეიძლება ვცდები, მაგრამ გოგონა თვითონ აღნიშნავს, რომ ეს ფანატური სიყვარული იყო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც არ ქმეოდა, უბრალოდ ამ გრძნობისთვის ჯერ სახელი არ გამოუგონიათ.
    პირადად ჩემზე იმოქმედა ამ ნაწარმოებმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც მომენტები, ფაქტები, როდესაც ვიფიქრე: ასეთი რამ მხოლოდ სიზმრად შეიძლება ნახო”–მეთქი.. და ასეც არის.. საერთოდ ხომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც რეალიზმიტ ყოფილიყო გაჯერებული? მწერალმა მოძებდა შუალედი რეალობასა და ფანტაზიას შორის და იპოვა ოქროს ზღვარი.. სწორედ ამგვარია “უცნობი ქალის” გრძნობათა ღელვაც. :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შეიძლება 13-15 წლის ასაკში რომ წამეკითხა ჩემზეც ძალიან ემოქმედა. მაგრამ არა 19 წლისაზე:/

      Reply
  36. ❥ Natsy

    ახლა პოსტი უნდა დავწერო.. და უფრო გასაგებად გამოვთქვამ ჩემს აზრს… :)))

    Reply
  37. Pingback: წიგნები « სიყვარულოვნას ბლოგი

  38. mochveneba20

    Vkitxulobdi da gavocdi… am xalxs brilianti ro daudo nexvad aqceven, shen wer chemo kargo rom es iseti wigni ar aris romlis daxurvis shemdegac masze ipiqreb, magram daukvirdi, shen masze mxolod ki ar ipiqre, lamis axali wigni dagviwere, ubralod getyvi rom adamiani xar romelic negativs xedavs yvelgan da yvelafershi, magram araushavs yvelas tavisi azri aqvs da chemi azri is aris rom shen 16 wlis asakshi internetshi rom rom kitxulobdi da exla daujereblad gechveneba, mashin dro iyo sxva, mashin martla dzlierad uyvardat da meechveba es grdznoba shentvis sul mciredit mainc iyos gasagebi ( :

    Reply
  39. muse

    ეს არ არის ნადვილი სიყვარული.საკიტხავად არაუშავდა, ამ ურტიერტობაზე დასაპიქრებლად კი vip

    Reply
  40. ilaiali

    ო, რა არასწორად გაგიგია ძვირფასო… ანდა ლიტერატურული გემოვნება გღალატობს… “უცნობი ქალის წერილი” დიახაც რომ გენიალურია და ყველას უნდა ჰქონდეს წაკითხული, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ იგი იდეალურ, ჭეშმარიტ სიყვარულს ასახავს… არა, არა, პირიქით! თუმცა, უდავოა, ქალის ბუნება ბრწყინვალედ წარმოჩინდება აქ. ქალების უმრავლესობას განუცდია მსგავსი მონური სიყვარული, გამოგონილი აბსტრაქტული გრძნობა. ერთი შეხედვით, თითქოს ცხოვრებას უნგრევს იგი მათ, აუბედურებს… ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ქალების ნაწილს სჭირდება ტანჯვა, რომ იცოცხლონ… მათ უნდა ჰყავდეთ საოცნებო ობიექტი, ვისაც მთლიანად მიუძღვნიან თავს! ისინი იტანჯებიან! იტანჯებიან ამ გრძნობით, მაგრამ არ უბედურდებიან, პირიქით… შენ წერ, სიყვარული არ უ ნდა გტანჯავდესო და გავიწყდება, რომ “ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება” (ა. წერეთელი), რომ “სიყვარული – ეს არის ტკბილი ტკივილი გულში. ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს” (ჰ. ჰაინე)…

    დარწმუნებული ვარ, ფიქრობ, ორიგინალური რამ დავწერე ამ ნაწარმოების ძაგებითო… ალბათ არ იცი, რომ “კერპთთაყვანისმცემლობის” თემა საკმაოდ აქტუალურია მხატვრულ ლიტერატურაში. ორიგინალურ აზროვნებას სულაც არ წარმოაჩენ, როდესაც ამბობ, რომ ეს აბსურდული გრძნობაა. ნაწარმოების იდეაც ესაა სწორედ. თუ მართლა ფიქრობ, რომ “უცნობი ქალის წერილი” არაა ღირებული, მაშ სირცხვილადაც კი უნდა მიგაჩნდეს, ამდენი წერო მის შესახებ…

    გირჩევ, ასევე წაიკითხო: კნუტ ჰამსუნის “სიყვარულის მონები”, გოდერძი ჩოხელის “ბებოს სალომე”, ნიკო ლორთქიფანიძის “ქორწილი”, ასევე შტეფან ცვაიგის “ამოკით შეპყრობილი”, უილიამ შექსპირის 57-ე სონეტი. იმედია, გაავლებ პარალელებს ამ ნაწარმოებებს შორის და მიხვდები, რისი თქმა სურთ მათს ავტორებს …

    იცი, “უცნობი ქალის წერილი” ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც უფრო და უფრო მეტად მაღელვებს ყოველი წაკითხვისას. ძალიან, ძალიან ხშირად ვკითხულობ და სულ უფრო მეტად მოვყავარ აღტაცებაში ცვაიგის გენიას, უფრო მეტს ვტირი უცნობი ქალის ტრაგედიის გამო, მეტად ვუკვირდები საკუთარ გრძნობებს. ჰო, უდიდესია სიამოვნებაა, როდესაც კითხულობ იმის შესახებ, რაც ოდესმე შენც განგიცდია, რაზე ოცნებაშიც ღამეები გითენებია… მაგრამ დიდი სიბრძნე სჭირდება, ჩაუხვდე იმას, რასაც შენთვის არასოდეს შეუძრავს სული. და შენ ეს ვერც შეძელი… არც მიკვირს: ჩვენი თაობის ადამიანებს, აზროვნებამოკლებულებსა და სულგაუხეშებულებს ხომ მხოლოდ იმის აღქმა შეუძლიათ, რასაც ხედავენ, რაც ესმით, რასაც ეხებიან…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველა ერთნაირად ვერ გაიგებს და ვერ აღიქვამს ამ ნაწარმოებს. არ არის დოგმა რომ ესა თუ ის მაინც და მაინც ასე და ასე უნდა აღვიქვათ. მე არ მომეწონა, მე ასე აღიქვი და ვსო. და ვთვლი რომ სულაც არ არის გენიალური.

      Reply
  41. ilaiali

    ერთხელაც შეგაწუხებთ… აქამდე პოსტის ავტორს მივმართავდი, მაგრამ კომენტარებს გადავხედე და გავოცდი… მართლა ხომ არ გგონიათ, მწერლის მიზანი ისაა, თავისი ნაწარმოების გმირი მოაწონოს მკითხველს, მისი აზროვნება სრულყოფილად, გრძნობები იდეალურად, ცხოვრება კი სანიმუშოდ მიაჩნევინოს?! ეს ხომ უაზრობაა! სრულიად მისაღებია ის აზრი, რომ, შესაძლოა, უცნობი ქალი მართლაც არაა სწორი მსოფლმხედველობის მქონე (ამას თვითონაც კი აღნიშნავს), მაგრამ ეს იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ ნაწარმოები არაა ღირებული?! რა აბსურდია, ამაზე მსჯელობაც კი სისიულელეა… თუ ეს ასეა, თუ უცნობი ქალის ნაკლის გამო შტეფან ცვაიგის გენიაში უნდა შევიტანოთ ეჭვი, მაშინ არ უნდა არსებობდნენ უარყოფითი პერსონაჟები კლასიკურ ნაწარმოებებში… თუ მართლა ფიქრობთ, რომ ცვაიგი ამას რომ წერდა, ფიქრობდა, ჭეშმარიტი სიყვარულის შესახებ ვწერო?!

    Reply
  42. Fei Bukowski

    მახსოვს ვგიჟდებოდი იდუმალ მწერალზე და იმ გოგონასი ძალიან კარგად მესმის მეც სულ მასე ვარ და ყველაფერში ხელს მიშლის ეს გამოუცნობის გამოცნობის სურვილი:\

    Reply
  43. salo

    ვგიჟდები შტეფან ცვაიგზე ეს ის მწერალია რომელმაც თავი შემაყვარა. ის წერს არა მოვლენებს არამედ ადამიანის განცდებს და მე სწორედ ეს მომწონს, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. ჩემთვის ცვაიგის ნაწარმოებები ძალიან საყვარელია და ყველა მიყვარს თუმცა მე ყველაზე მეტად ქალის ცხოვრების 24 საათმა მომხიბლა . ყველას გირჩევთ წაიკითხოთ მისი ნოველები და მერწმუნეთ ეს არ დაგტოვებთ გულგრილს.❤

    Reply
  44. ia tungia

    – მოგზაურობიდან ხომ ბრუნდებიან?

    – დიახ, ბრუნდებიან, – გიპასუხე, – მაგრამ ყველაფერს ივიწყებენ ხოლმე…

    სიტყვები არასდროს მყოფნის ამ წიგნის გადმოსაცემად სანამდე მიდის უცოდველი გოგონას ცხოვრება აკვიატებული ჩვევისა და ჟინის გამო

    Reply
  45. elene

    au ai zustad mec igive momzadebit daviwye magis kitxva da igivenairad davatmavre. dzalian gamixarda rom shenc chemnairi azri gaqvs😀 gansakutrebit im momentidan mivxvdi rom ar iyo magari nacarmoebi rom gabozda, tumce es mwerali dzalian miyvars d agirchev qalis cxovrebis 24saati caikitxo, esec novelaa da chemi azrit bevrad upro saintereso :)))

    Reply
  46. tiiinaa

    hoop ..tsweigs tu dauweria , dauweria ,,moutmenloba gulisa ” , mariam stiuarti” da ,,sachadrako novela” ..ertii dghe ro wamomiara mivadeqi yvela sasiyvarulo motxrobas mis krebulshi ,shishi” , amokit shepyorbilio ” ucnobi qali swerili ” da a.sh . saaasshinlad damgruza . imashi getanxmeb,i rom siyvarul ar aris ,tswaeigis maghalfardovnebas ra vutxari da, ,,sawamlavgareuli sharbati ” an chkuidan shemshleli . me ar mwams aseti grdznobis , siyvaruli ki ar amdablebs , piriqit- atavisuflebs , dzalas adzlevs , sauketeso mastimulirebeli sashualebaa siyvaruli . vighac romeoze , tu ginda julietaze, ro chaiciklebi da gamoshterdebi , yvelafers gadausvam xazs -araa swori , maagram , jandaba , da xdeba asetebic , xoda , asetebze tsweigma ro dawera , ise aravis dauweria . ,,qorwils ” tu ar chavtvlit lortqifanidzisas . roca nawarmoebis shinaarsi ar mogwons , an shenshi protests iwvevs , es avtoris nakli ki ara , piriqit , dzlieri mxarea .. ,,sachadrako novela ” naxet , dabrmaveabmde gakitxebt ..:)))

    Reply
  47. Tea

    Akaki shanidze rom kitxulobdes tqvens nawerebs albat gadabrundeboda saflavshi. Xalxo qartulad rom ver metyvelebt da ver wert tu xvdebit ? Shecdomebis korianteli daayenet iseti rom vegar gavagrdzele kitxva. statiis avtors rac sheexeba: sainteresod wert magram ufro meti rom wagekitxat uketesad chamoayalibebdit satqmels. Ufro metsac getyvit da tu gaitvaliswinebt kargi iqneba, qartuli martlweris sakitxebs chaugrmavdit, uamravi literaturaa romelic gamogadgebat. Tu wera giyvart, jer gamartuli winadadebebis wera unda iswavlot, gramatikulad swori formabi shearchiot da azris dalagebaze moaxdinot koncentrireba. cvaigma jer poeziit daiwyo da wlebi emzadeboda prozaikosobistvis. Tqven ki mis nawarmoebs iappasiani da gaunatleblobis elferit gajgentili gonebit afasebt. Momitevet pirdapirobistvis magram demokratiis ganvitarebis ert erti gamovlineba sityvis tavisuflebaa🙂.
    Gisurvebt warmatebebs

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თეა, სანამ ქართული, მშობლიური ასოებით არ დაწერთ, იქამდე თქვენს ტექსტებს არ წავიკითხავ🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s